საკითხები, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდზე განიხილეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები.


მათივე ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.


სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.


თანათავმჯდომარეებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ მონაკვეთზე უკანონო პროცესებს პირველად ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანას ტყეში დაიწყეს ხეების მონიშვნა და ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესი.


საქართველოს წარმომადგენლებმა გამწვავებული ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვეს ადგილზე ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას და აღნიშნეს რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების უპირობო შეწყვეტისა და მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებში დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა.   


ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგები უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით. მათ ყურადღება გაამახვილეს ადგილზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე. მწვავედ დაისვა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივმა ოჯახმა დაკარგა საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომა. განხილულ იქნა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები, როგორც ვითარების დესტაბილიზაციის კიდევ ერთი ფაქტორი.


ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემო დეტალურად მიმოიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის 2008 წლის 12 აგვისტოს შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას მაშინ, როცა საქართველო პირნათლად ასრულებს შეთანხმების ყველა პირობას. 


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას. საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვის საკითხი, რამაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.


საუბარი შეეხო ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება. 


განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების მაცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა  ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება. 


საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დასვეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. განხილულ იქნა ასევე აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი. 


ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით, აღდგენის საჭიროება. 


დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას ტრადიციულად წარმოადგენდა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულებისკენ, იმ პირობებში როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთი აგრძელებს ძალის გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ. ამ კონტექსტში ქართველმა მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად და უპირობოდ შესრულების, კერძოდ, შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა. 


მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ჰუმანიტარულ საკითხზე ჟენევის ფორმატში საგნობრივი განხილვისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობაზე. თუმცა მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ გამოიჩინეს უპასუხისმგებლო მიდგომა და დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები. 


მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე "საზოგადოებრივი ჯანდაცვა: გადამდებ დაავადებათა მართვის საუკეთესო პრაქტიკა". მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის ზამთარში გრიპის გავრცელების პრევენციის ხელოვნური საბაბით საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის აბსურდულობა. 


მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 10-11 დეკემბერს.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცახდებაში.


Startup Grind Tbilisi- მა ბრიტანელ ინვესტორს ნელსონ გრეის უმასპინძლა

28 იანვარს სასტუმრო Wyndham Grand-ში, სტარტაპ გრაინდმა მსოფლიო ბანკთან, ევროკავშირთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ბრიტანელ ინვესტორთან ნელსონ გრეისთან შეხვედრა გამართა.

პეტრას ციხემდე მისასვლელი გზა განახლდება 

ციხისძირი-ნიავი-პეტრას ციხეს მიმართულებით საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის
მოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს.

არჩილ თალაკვაძე: ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის საიმედო სისტემა იქნება ჩვენი კომპრომისული შეთავაზება - 100/50-ზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ  პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

სტრასბურგში უნიკალური სამეცნიერო ნაშრომის "საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია" პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლების მინისტრმა, პრეზიდენტთან ერთად, სტრასბურგში ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეული, ინგლისურენოვანი უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი "საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია" წარადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა.

ევროპის საბჭო 2006 წელს ე.წ დეპორტირებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხს განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტმა 2006 წელს ე.წ დეპორტირებულების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი დასვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით წერილი არ მომზადებულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსაზურდიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "ფეიკ ნიუსს" უწოდებს.

მარგველაშვილი: ლავროვის არ შემოშვებით შეიძლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც მისგან გვიცავენ

ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

გორში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლოებას მიმართავს. 

მაია ცქიტიშვილი EBRD-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოადგილეებთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა.

საგანელიძე: განიხილავთ თემას, თუ როგორ შეიძლება საქართველომ თავი დაიმკვიდროს, როგორც ენერგოგენერაციის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ქვეყანამ

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში "საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020"  მონაწილეობა მიიღო.

 

რუსეთში ქალაქის საკრებულოს დეპუტატი და მისი ცოლი მოკლეს

როსტოვის ოლქის ქალაქ ზერნოგრადში უცნობმა პირებმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქალაქის საკრებულოს დეპუტატი ანდრეი ალაბუშევი და მისი ცოლი მოკლეს.

ლარი 0.15 თეთრით გამყარდა

28 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8929 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8944 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.
 

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს.

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს გაესაუბრა

2020 წლის 28 იანვარს საპროკურორო საბჭო, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - რაულ გამისონიას და მერაბ გამყრელიძეს გაესაუბრა. 

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

ბრიუსელის კინოფესტივალი "შინდისის" ჩვენებით დაიხურა

ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრის მესამე ყოველწლიური ფესტივალი ქართველი რეჟისორის დიმიტრი ცინცაძის ფილმით "შინდისი" დაიხურა, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს ასახავს.

სალომე ზურაბიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა მუდმივად უარესდება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. 

ბრიტანელ მოგზაურს პოლიციამ მოპარული ველოსიპედი დაუბრუნა

ბრიტანელი მიოგზაურისთვის 26 იანვარს მოპარული ველოსიპედი ძველი თბილისისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა იპოვეს და როუან კემპბელს დაუბრუნეს.

პრეზიდენტი: პოლარიზაცია ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები ორგანიზმზე 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ყველაზე დიდ საფრთხეს პოლიტიკური ცხოვრების მზარდი პოლარიზაცია უქმნის.