პრემიერი: ალიევმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს - დიახ, გვაკავშირებს, იმიტომ რომ მეგობრებს და პარტნიორებს გეოგრაფია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემთხვევითი არ იყო, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში გაიმართა.

პრემიერის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა ორმხრივ და რეგიონულ განზომილებას და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა.


"გუშინ გვქონდა ვიზიტი ბაქოში. არ იყო შემთხვევითი, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი ვიზიტი ჩაგვეტარებინა სწორედ აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა არა მხოლოდ ორმხრივ განზომილებას, არამედ რეგიონულსაც და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტური, შედეგიანი და გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან. განსაკუთრებით დღეს, იმ მოვლენების ფონზე, რომელიც რეგიონში ხდება, უაღრესად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობა სიმშვიდის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტირების მიზნით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ნდობით აღჭურვილი, ძლიერი ეკონომიკური პარტნიორები არიან და ენერგომატარებლების და ტრანსპორტის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობაც საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.


"გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ურთიერთ ინვესტიციები. ასევე, დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ბოლო ათი წლის განმავლობაში არ შემდგარა და პირველი ნაბიჯი იქნება ნოემბრის მეორე ნახევარში - კომისია შედგება, რაც უნდა გახდეს ფუნდამენტი და ეფექტური ინსტრუმენტი ჩვენი ურთიერთობების დახვეწის და ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ირაკლი ქარსელაძემ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ ორგანიზებულ პანელზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ მოხსენება გააკეთა.

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს დაინტერესებულ მხარეებს აცნობენ

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ.

გიორგი გახარიამ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილა.

არანჩა გონსალესი: ტექნოლოგიების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა ციფრულ რეჟიმში სთავაზობს ბიზნესებს საჯარო სერვისების მიღებას

საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა არანჩა გონსალესმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ვაჭრობის სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა.

მაია ცქიტიშვილმა და იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ორი ქვეყანას სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტისთან შეხვედრა გამართა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგილე იონოვ ფრედერიკ აგამ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელობის და ელექტრონული კომერციის განვითარების შესახებ ისაუბრა.

დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა.

ჯონათან ჯანოღლი: საქართველო ადასტურებს მეგობრობას გაერთიანებული სამეფოს მიმართ

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველომ გადმოდგა პირველი ნაბიჯი და ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე მოაწერა ხელი შეთანხმებას, შესაბამისად დაადასტურა მეგობრობა გაერთიანებული სამეფოს მიმართ“.

სტეფანეს ახალი კლიპის „ტანგოს“ პრეზენტაცია გაიმართა

22 ოქტომბერს სტეფანეს ახალი მუსიკალური ვიდეორგოლის „ტანგოს“ პრეზენტაცია გაიმართა. მუსიკალური ვიდეო სპეციალურად adjarabet.com-ის ინტერაქციული ფილმისთვის შეიქმნა.

ნათია თურნავა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი რეალურ ბრენდად იქცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ მნიშვნელოვანია საქართველოს, როლი განახლებული აბრეშუმის გზის ფარგლებში.

ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა.

კრემლი: ერდოღანისა და პუტინის მოლაპარაკებები ხანგრძლივი და რთული იქნება

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოლაპარაკებები, რომელიც დღეს სოჭში გაიმართება, რუსეთის ლიდერის პრეს–მდივნის დმიტრი პესკოვის აზრით, რთული და ხანგრძლივი იქნება.

რატი იონათამიშვილი ეკა ბესელიას: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით, – ასე უპასუხა უმრავლესობის წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც იონათამიშვილს მიმართა: „ნუ სარგებლობდა რაღაცებით“.

მაია ცქიტიშვილი: რუსთავი-თბილისის ავტობანის სადავო მონაკვეთის საკითხს მოსახლეობასთან ერთად გადავწყვეტთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სადავო მონაკვეთის მშენებლობის საკითხს სამინისტრო მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყვეტს.

მაია ცქიტიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლიისთან
გამართა.

მაია ცქიტიშვილი: ფორუმის საშუალებით შესაძლოა გამოვიყენოთ შესაძლებლობები და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე განცხადა რომ "ესაა საშუალება მეტი ინტეგრაცია, მეტი შესაძლებლობები გამოვიყენოთ და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება".

ქუთაისში სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა, რის გამოც სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს.მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეირკიბნენ და განმარტება მოითხოვეს.

შიქსინ ჩენი: საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან მაღალი შედეგი აქვს

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა, საქართველოში ბიზნესს გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვდა.

სეულში ქართული ფილმების დღეები მგაიხსნა

22 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, "Korean Film Archive"-ში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ფილმების დღეები.

ლიუ ჰუი: ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება

თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ.