მარიამ ჯაში: რუმინეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მარიამ ჯაშის, ისკო დასენის და სიმონ ნოზაძის წარმომადგენლობით, რუმინეთის სენატსა და დეპუტატთა პალატაში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია შეხვდა დეპუტატთა პალატის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს სორინ მიხაი კიმპეანუს; სენატის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ლივიუ მარიან პოპის; რუმინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიცეპრეზიდენტს ლასლო-ოდონ ფეჟერს; ეკონომიკური პოლიტიკის, რეფორმებისა და პრივატიზაციის კომისიის მდივანს ჯორჯ გაბრიელ ვისანს, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრს კორნელიუ მუგურელ კოზმანჩიუსს და სენატის კულტურის, ხელოვნებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კომიტეტის თავმჯდომარეს ლუჩიან რომაშკანუს.


რუმინულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა და ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობის მიზნები.


აღინიშნა, რომ სენატი და დეპუტატთა პალატა მხარს დაუჭერს ქართველი სტუდენტების რუმინეთში სწავლისათვის უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას და დაიწყება დიალოგი თბილისში რუმინული კულტურის ინსტიტუტის გახსნაზე.


“რუმინეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე განვიხილეთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და მასმედიის მიმართულებებით მოქმედი კანონმდებლობა და კონკრეტული ინიციატივები. ყველა მაღალი რანგის შეხვედრამ დაადასტურა, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს პარლამენტში რუმინეთთან მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც ბატონი ისკო დასენი ხელმძღვანელობს” - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. “საქართველო-რუმინეთის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ამ ნიშნულზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ დონეზე აყვანას გეგმავენ” - აღნიშნავს ისკო დასენი “რუმინეთთან 300 წლის კულტურული ურთიერთობა აკავშირებს საქართველოს. აღნიშნული ვიზიტით ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რაოდენ აფასებს რუმინელი ხალხი და ეკლესია ქართველი მოწამის - ანთიმოზ ივერიელის ღვაწლს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება” - აცხადებს სიმონ ნოზაძე.





გივი მიქანაძემ პარლამენტის აპარატის უფროსების ასოციაციის წევრებს პარლამენტის სასწავლო ცენტრში განხორციელებული რეფორმები გააცნო

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, საპარალამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში, მიმდინარე პარლამენტის აპარატის უფროსების ასოციაციის შეხვედრაში ღებულობს მონაწილეობას.

ომბუდსმენი: სახელმწიფო, შესაძლოა, იყოს ბრალდებული იმაში, რომ მან პირის სიცოცხლის უფლება დაარღვია

სახალხო დამცველი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას, დეტალურად შეისწავლის.

არჩილ თალაკვაძე: საჭიროა მეტი დამოუკიდებლობა მივცეთ მარეგულირებელს და მოვიყვანოთ ერთიან სტანდარტში ორივე მარეგულირებლის პროცედურები

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკავაძემ მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა.

მაია ცქიტიშვილი: ამერიკელების ადგილი, რა თქმა უნდა, არის შავ ზღვაში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს, რომლის თქმითაც ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ არის.

საქართველოს ცხრაგზის ჩემპიონი ვალერი პერხტერევი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

"უშუს-სანდას" საქართველოს 9 გზის ჩემპიონი ვალერი პერხტერევი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება. ჩემპიონატი ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში 19-24 ოქტომბერს გაიმართება.

„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება სამუხრუჭე ხუნდებზე

„თეგეტა მოტორსი“ პრემიუმ ხარისხის ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს.

მარნეულში შუახნის კაცი დაჭრეს

მარნეულში შუახნის კაცი დაჭრეს. ინფორმაცია "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

არჩილ თალაკვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს დიეგო კოლკას შეხვდა.

მდინარაძე "პროგრეს ბანკის" საქმეზე: სად იყო შავი ფული, რომ გათეთრებულიყო?

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამაუკა მდინარაძე, "პროგრეს ბანკის" მიერ ფულის შესაძლო, გათეთრების შესახებ გავრელებულ ინფორმაცას, არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ საზოგადოების ტერმინით სპეკულირება ხდება.

არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის ეს ბოლო შანსია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილება, არ გაწყვიტოს ხელშეკრულება, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის, ფაქტობრივად, ბოლო შანსია.

"თავს არ მოიკლავდა"- ქუთაისში, 30 წლის კაცის თვითმკვლელობის ოჯახს არ სჯერა

ქუთაისში, გუშინ გარდაცვლილი ზურაბ ჭონიშვილის ოჯახს მისი თვითმკვლელობის არ სჯერა. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ზურაბ ჭონიშვილს პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ არ სჯერა, რომ მისი ის თავს მოიკლავდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისთვის, საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისა და განათლების სფეროს, წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება.

ქრთამის აღებისთვის დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ბრალს არ აღიარებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი მიიჩნევს, რომ შეთქმულების მსხვერპლია.

მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის მაღარეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოში სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე დღეს საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს.

საქართველოს ელჩი რიგის მერს შეხვდა

15 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე რიგის ახლად არჩეულ მერს, ოლეგ ბუროვს შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ფრანგ დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული სტანდარტის ნორმებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემების თანახმად, თბილისის მოსახლეობისთვის 2019 წლის 16 ოქტომბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

 
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა".

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.