მამუკა მდინარაძე: არგუმენტი, რომ შეუძლებელია და ამიტომ არის ყალბი ვიღაცის დიპლომი, აღარ არსებობს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის გარშემო გამართულ გუშინდელ პოლემიკას აგრძელებს და ოპონენტებს მოუწოდებს, სპეკულაციებს თავი დაანებონ.  

„მე ჩემს განცხადებაში ყურადღება გავამახვილე არა იმაზე, რომ ვინმეს ეჭვი ეპარება ნაზი ჯანეზაშვილის განათლებაში ან დიპლომის ნამდვილობაში, არა იმაზე, ერთსა და იმავე უნივერსიტეტში სწავლობდნენ თუ არა ნაზი ჯანეზაშვილი და შალვა თადუმაძე, არამედ იმაზე, რომ გუშინ მთავარი არგუმენტი იყო - ვინაიდან ამ ინსტიტუტს 2003 წელს მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი, შეუძლებელი იყო 2003 წლამდე დიპლომში მითითებული ყოფილიყო ნოდარ დუმბაძის სახელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვიძიეთ და მტკიცებულების სახით მოვიტანეთ ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომი, რომელსაც, ასევე, 2003 წლამდე აქვს აღებული დიპლომი და იქაც წერია ფრაზა - „ნოდარ დუმბაძის სახელობის“. არგუმენტი - რომ შეუძლებელია და ამიტომ არის ყალბი ვიღაცის დიპლომი, აღარ არსებობს, რადგან არსებობს სხვა დიპლომიც, სადაც, ასევე, მითითებულია, რომ ეს ინსტიტუტი იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის და შესაბამისად, ასე ოპერირებდა ინსტიტუტების ბაზარზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, ოპონენტებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ, რადგან მოძიებული ინფორმაცია და წარმოდგენილი დოკუმენტი მთავარ არგუმენტს, რომელიც შალვა თადუმაძის დიპლომთან მიმართებაში არსებობდა - აბათილებს.


„თუკი ჩვენ ობიექტურ ინფორმაციას მოვიძიებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცის ან ისეთი რაღაცის გადასარჩენად ხდება, რაც თავისთავად, გადასარჩენი არ შეიძლება იყოს. ჩვენ ყოველთვის უნდა შევეცადეთ, რომ კითხვები ამოვწუროთ. ამ კვირების განმავლობაში ჩვენ შევეხებით ისეთ საკითხებს, სადაც კითხვის ნიშნები აბსოლუტურად უნდა გაქრეს, სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება იქნება რთული. ამ კითხვების გაქრობას ემსახურება ჩვენი მეცადინეობა, იმასთან დაკავშირებით, რომ გავიგოთ ობიექტური სიმართლე, რომელიც არსებობს ბუნებაში და არა მხოლოდ პოლიტიკური კინკლაობის ჭრილში წარმოვუჩინოთ საზოგადოებას ესა თუ ის სუბიექტური სიმართლე. ჩვენ ობიექტური სიმართლე გვჭირდება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქვია ძალიან გამჭირვალე პროცესი და რომელიც, თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შეეხება. ამიტომაც ყველამ უნდა ვიპოვოთ ძალა. დავდგეთ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა და ვთქვათ ის, რაც არის სიმართლე. ამ შემთხვევაში მე მოვიტანე დოკუმენტი, რომელიც არის დამადასტურებელი სიმართლისა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებებით პასუხობს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმინეს, ოპოზიციის განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებებით უპასუხა.

პარლამენტის თავმჯდომარე:საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი გამოკვეთილი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც დღეს აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება გაკეთა, სადაც ამბობს რომ საქართველოს ასეთი გამოკვეთილი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე არ ქონია.

"ჩვენმა ოპონენტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებმა დიპლომატიურ სამსახურს შეურაცხყოფა მიაყენა.

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფციაა, მსოფლიო ბანკი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგში კვლავ გვაწინაურებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმინეს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მსოფლიო ბანკისა და აშშ-ს სენატის განცხადებები დაუპირისპირა.

აშშ-თურქეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

თურქეთი და ამერიკა სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა პრესკომპერენციაზე განაცხადა. 

სირცხვილი არის ის ნულები, რაც მათი საქმიანობის პერიოდს ასახავს - ზალაკლაინი ოპონენტებს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ოპონენტების კრიტიკაზე საპასუხოდ სტატისტიკა მოიშველია და განაცხადა, რომ სირცხვილი მათი საქმიანობის ამსახევლი ნულებია. 

ჭიათურის მაღაროში მუშა გარდაიცვალა

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. ინფორმაცია "პირველს" პროფკავშირების თავმჯდომარემ პაატა სამხარაძემ დაუდასტურა .

"ვულოცავ ჩვენს საამაყო ძიუდოისტს, ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს"

თბილისის მერი კახა კალაძე,  პირველ ქართველი ძიუდოისტ ქალს ეთერ ლიპარტელიანს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

22 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრი ტიგრან ავინიანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას.

 
მამუკა მდინარაძის პასუხი ირაკლი აბესაძეს: 2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მლნ ლარზე მეტი

„2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მლნ ლარზე მეტი“, -პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს ირაკლი აბესაძეს უპასუხა.

თამარ ხულორდავამ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა შეაჯამა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - თამარ ხულორდავამ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა თავის გამოსვლაში შეაჯამა.

ვაზისუბანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, როგორც შსს-მ "პირველს" განუცხადა, მსუბუქი ავრომანქანა ქვეით მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა შემდგომ კი მანქანებს.

"კიწმარიშვილმა, სააკაშვილისგან გადმოგვცა რომ თუ არ დავთმობთ ტელევიზიას ტრუსიკის ამარა დავრჩებოდით"

"ეროსი კიწმარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილისგან გადმოგვცა, რომ თუ არ დავთმობთ ტელევიზიაას ტრუსიკის ამარა დავრჩებოდით", - ამის შესახებ დავით დვალამა და ჯარჯი აქიმაძემ გადაცემაში "რეაქცია" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრისას განაცხადეს.

"საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი ხარ" - ბოკერია-ნოზაძის დაპირისპირება პარლამენტში - ვიდეო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი გიგა ბოკერია და "ქართული ოცნების" დეპუტატ სიმონ ნოზაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ეთერ ლიპარტელიანია.

ზუგდიდის მერმა გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ თაბუკაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და თამარ მეფის ქუჩებზე საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 

ანრი ოხანაშვილი: პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად

„პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა.

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა

კომუნიკაციების კომისიამ 17 ოქტომბერს შპს „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა.

დავით ზალკალიანმა აღმოსვლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრა

საქართველოს საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის თქიმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროკავშირის ერთიან ბაზაში ინტეგრაცია იქნება.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" აზიის განვითარების ვიცე პრეზიდენტი შეუერთდა

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი მიიღებს მონაწილეობას.