კორუფციის კონტროლისა და რეგულაციების ხარისხის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა

მსოფლიო ბანკის “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევის მიხედვით, საქართველო კორუფციის კონტროლისა და რეგულირების ხარისხის მიხედვით, 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულებში გამწესდა.

ხოლო მთავრობის ეფექტიანობით ქვეყანამ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.


კორუფციის კონტროლის შეფასებისას, მსოფლი ბანკი დაეყრდნო 33 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევასა და მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრების  კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის” დეტალური გამოკვლევის (GCS) შედეგები. კვლევა   “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების”  მეთოდოლოგიით გადამუშავდა. გამოკვლევის მიხედვით, საქართველო 1.კორუფციის კონტროლისა და  2. რეგულაციების ხარისხის მიხედვით ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა.


კორუფციის კონტროლის მიხედვით, შემაჯამებელი შეფასების 100%-ინი სკალიდან საქართველომ 67%-ი მიიღო,  მსოფლიოში 31-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მეთექვსმეტე პოზიციაზე დაწინაურდა.  


საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორებიცაა:   პორტუგალია, ლიეტუვა, პოლონეთი, კვიპროსი,  მალტა, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი,  ლატვია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და ა.შ.


კორუფციის კონტროლი GCS-ის შედეგების მიხედვით შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:


საზოგადოებრივი ნდობა პოლიტიკოსების მიმართ


სახელმწიფო სახსრების განკარგვა


არალეგალურული გადახდები და ქრთამი: იმპორტი და ექსპორტი


არალეგალურული გადახდები და ქრთამი: საზოგადოებრივი კომუნალური მომსახურებისთვის


არალეგალურული გადახდები და ქრთამი: ყოველწლიური გადასახადებისთვის


არალეგალურული გადახდები და ქრთამი: საჯარო ხელშეკრულებებისათვის და ლიცენზიების მინიჭებისთვის


არალეგალურული გადახდები და ქრთამი: ხელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილებების მისაღებად
რეგულაციების ხარისხის მიხედვით, შემაჯამებელი შეფასების 100%-ინი სკალიდან საქართველომ 59%-ი მიიღო,   მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მეთერთმეტე პოზიციაზე დაწინაურდა. 


საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორებიცაა:   საფრანგეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, კანადა, ლიეტუვა, პოლონეთი,  ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი,  საბერძნეთი, რუმინეთი,  ლატვია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და ა.შ.


რეგულაციების ხარისხი GCS-ის შედეგების მიხედვით შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:


მთავრობის რეგულირების ტვირთი


დაბეგვრის განვრცობა და ეფექტი


დაბეგვრის ეფექტი ინვესტიციების სტიმულირებისათვის


დაბეგვრის ეფექტი სამუშაო ადგილების სტიმულირებისათვის


არასატარიფო ბარიერების გავრცელება


ადგილობრივი კონკურენციის ინტენსივობა


ახალი ბიზნესის წამოწყების სიმარტივე


ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობა


გარემოსდაცვითი რეგულაციების დონე
მსოფლიო ბანკის კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ გლობალური კონკურენტუნარიანობის ანაგრიშიდან იყენებს მონაცემებს, რომლის ნაწილი გამოქვეყნებულია საჯაროდ, ხოლო ნაწილი ვრცელდება კომერციული პირობებით და შესაბამისი ფინანსური ანგარიშსწორების გარეშე  ხელმისაწვდომი არ არის. 


თავის მხრივ, გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს.


არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.


არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი შეიშალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ბრექსიტის შემდეგ შევა ძალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.

 
პოლიციამ თერჯოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 
სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვიყავით ყველაზე არაკორუმპირებული კაშკაშა ვარსკვლავი ევრაზიაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ახალგაზრდა ლიდერებს  შეხვდა.

წყალტუბოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

წყალტუბოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ბაქოში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილე ათეულობით პირი დააკავა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პოლიციამ საპროტესტო გამოსვლის დროს ათეულობით ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავა.

ნინოწმინდაში მამაკაცს და პირუტყვს, სავარაუდოდ, მეხი დაეცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს.