გიორგი გაჩეჩილაძე მამუკა ხაზარაძეზე: ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც ადამიანებს იცავს

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი თიბისის საქმის წინასასამართლო სხდომაზე მამუკა ხაზარაძის განცხადებების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ბანკირი პოლიტიკური განცხადებებით მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაციას ცდილობს.

„როგორც ჩანს, ხაზარაძეს თავდაცვის ეს ტაქტიკა აქვს არჩეული. ის ცდილობს, საქმე პოლიტიკურ დევნად გაასაღოს და ამით საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. აქ შეიძლება გავიხსენოთ „რუსთავი ორის“ საქმე, თუ რა აჟიოტაჟი ჰქონდა ატეხილი ოპოზიციას. მაშინაც ამბობდნენ, რომ საქმე პოლიტიკურია, რომ მოსამართლეები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ. მათი მიზანი სასამართლოს დისკრედიტაცია იყო. მაგრამ გავიხსენოთ, რა შედეგი დადგა საბოლოოდ. ყველაზე ავტორიტეტულმა ინსტანციამ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მაღალი შეფასება მისცა ქართულ მართლმსაჯულებას და მეტიც, აღნიშნა, რომ პროცესის დროს იყო მოსამართლეების დისკრედიტაციის მცდელობა. ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც ადამიანებს იცავს“, - აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კონტექსტს ამოფარებული ბიზნესმენი ვერ გაექცევა სამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები დადასტურდა, ხოლო პოლიტიკურ სპეკულაციებს მისი ამომრჩეველი შეაფასებს.


შეგახსენებთ, რომ დღეს თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი და ბადრი ჯაფარიძის სისხლის სამართლის საქმის პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტყუილების ქვეყანა შექმნა. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ეს ტყუილები დაამარცხოს.


მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებებით პასუხობს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმინეს, ოპოზიციის განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებებით უპასუხა.

პარლამენტის თავმჯდომარე:საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი გამოკვეთილი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც დღეს აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება გაკეთა, სადაც ამბობს რომ საქართველოს ასეთი გამოკვეთილი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე არ ქონია.

"ჩვენმა ოპონენტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებმა დიპლომატიურ სამსახურს შეურაცხყოფა მიაყენა.

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფციაა, მსოფლიო ბანკი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგში კვლავ გვაწინაურებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმინეს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მსოფლიო ბანკისა და აშშ-ს სენატის განცხადებები დაუპირისპირა.

აშშ-თურქეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

თურქეთი და ამერიკა სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა პრესკომპერენციაზე განაცხადა. 

სირცხვილი არის ის ნულები, რაც მათი საქმიანობის პერიოდს ასახავს - ზალაკლაინი ოპონენტებს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ოპონენტების კრიტიკაზე საპასუხოდ სტატისტიკა მოიშველია და განაცხადა, რომ სირცხვილი მათი საქმიანობის ამსახევლი ნულებია. 

ჭიათურის მაღაროში მუშა გარდაიცვალა

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. ინფორმაცია "პირველს" პროფკავშირების თავმჯდომარემ პაატა სამხარაძემ დაუდასტურა .

"ვულოცავ ჩვენს საამაყო ძიუდოისტს, ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს"

თბილისის მერი კახა კალაძე,  პირველ ქართველი ძიუდოისტ ქალს ეთერ ლიპარტელიანს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

22 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრი ტიგრან ავინიანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას.

 
მამუკა მდინარაძის პასუხი ირაკლი აბესაძეს: 2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მლნ ლარზე მეტი

„2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მლნ ლარზე მეტი“, -პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს ირაკლი აბესაძეს უპასუხა.

თამარ ხულორდავამ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა შეაჯამა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - თამარ ხულორდავამ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა თავის გამოსვლაში შეაჯამა.

ვაზისუბანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, როგორც შსს-მ "პირველს" განუცხადა, მსუბუქი ავრომანქანა ქვეით მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა შემდგომ კი მანქანებს.

"კიწმარიშვილმა, სააკაშვილისგან გადმოგვცა რომ თუ არ დავთმობთ ტელევიზიას ტრუსიკის ამარა დავრჩებოდით"

"ეროსი კიწმარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილისგან გადმოგვცა, რომ თუ არ დავთმობთ ტელევიზიაას ტრუსიკის ამარა დავრჩებოდით", - ამის შესახებ დავით დვალამა და ჯარჯი აქიმაძემ გადაცემაში "რეაქცია" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრისას განაცხადეს.

"საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი ხარ" - ბოკერია-ნოზაძის დაპირისპირება პარლამენტში - ვიდეო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი გიგა ბოკერია და "ქართული ოცნების" დეპუტატ სიმონ ნოზაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ეთერ ლიპარტელიანია.

ზუგდიდის მერმა გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ თაბუკაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და თამარ მეფის ქუჩებზე საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 

ანრი ოხანაშვილი: პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად

„პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა.

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა

კომუნიკაციების კომისიამ 17 ოქტომბერს შპს „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა.

დავით ზალკალიანმა აღმოსვლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრა

საქართველოს საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის თქიმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროკავშირის ერთიან ბაზაში ინტეგრაცია იქნება.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" აზიის განვითარების ვიცე პრეზიდენტი შეუერთდა

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი მიიღებს მონაწილეობას.