არჩილ თაბაგარი: კერძო საკუთრებას თუ ჩამოვშლით ბიზნესის განვითარებაზე საუბარი აღარ იქნება!

„24 ოქტომბერს ჩაინიშნა შემდეგი სასამართლო პროცესი. მე მგონია რომ ყველა ლოგიკით უნდა დასრულდეს წარმატებით. რადგან სასამართლო ვერ შეეხება იმ ფუნდამენტს რაზეც დგას ქვეყნის განვითარება,“,- ამის შესახებ „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „ღვინის ქარხანა #1-ის“ ტერიტორია 2015 წლიდან სასამართლო დავის საგანია და 10 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამრთლოში აღნინშულ საქმეზე სასამართლოს მთავარი მოსმენა გაიმართა.


ადვოკატის, არჩილ თაბაგარის თქმით, სავანე „ღვინის #1 ქარხნის“ ინტერესების დამცველი, საქართველო ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაშია.


„დღეს სასამართლომ ჩართო საქმეში ახალი მტკიცებულება, რომლის შესახებ ჩვენ გვქონდა წინა დღეებში საუბარი. ეს მტკიცებულება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს რომ სარჩელი არის აბსოლიტურ ტყუილზე დაფუძნებული, რასაც ჩვენ ვამბობდით და უკვე სასამართლომ მიანიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა. რაც იმას ნიშნავს, რომ გამოკვლეული უნდა იყოს საქმეზე.


ამ მტკიცერბულების შინაარსი კი მგომარეობს შემდეგში, გამოაშკარავდა, რომ ეგრეთ წოდებული დაზარალებული რეალობაში არ არსებობს. ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულმა 7 წლით თავისუფლება აღკვეთილი გიორგი მგალობლიშვილი თავისი სურვილით გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან, იმ საფუძვლით რომ თურმე მას არ მიუყენებია ზიანი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი რომ ეს მტკიცებულება იქონიებს გარდამტეხ მნიშვნელობას საქმისთვის მაღალია.


რაც შეეხება არჩილ კბილაშვილის პოზიციას ის ძალიან მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაშია. მე როგორც აღვნიშნე დროის ერთ მონაკვეთში ის იცავდა ერთ ქონების მიმთვისებელს გიორგი მგალობლიშვილს, მეორე მონაკვეთში იცავდა მეორე მიმთვისებელ კორპორაციას, დროის მესამე მონაკეთში აღმოჩნდა დაზარალებულის ინტერესების დამცველი.


მე ინტერესთა კონფლიქტზე არ ვსაუბრობ კეთილსინდისიერების ჭრილში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ყველა უფლება უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად. არ შეიძლება კეთილსინდისიერი იყო როცა მოვლენის ერთ მონაკვეთს აფასებ ქონების მითვისებად, თაღლითობად, მეორე მონაკვეთში აფასებდე საწინააღმდეგოს. მე მისი იურიდიული პოზიცია სავალალო მგონია“,- ამბობს თაბაგარი.


მისივე თქმით, „სავანე ღვინის ქარანა #1-ის“ სარჩელი უსაფუძვლო და სიცრუეზე აგებულია.


„ჩვენ ვართ იმ მოცემულებაში რომ ვალდებული ვართ ვისაუბროთ ამ საკითხზე, რადგან წარდგენილია უსაფუძვლო სარჩელი. არამარტო უსაფუძვლო დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, ტყუილზე აგებული სარჩელი. 5 წლის განმავლობაში გვატარებენ ტყუილზე აგებული ისტორიით სასამართლოში და გვიწევს იმის მტკიცებვა რომ ჩვენ არავის ქონება არ მიგვითვისებია. 24 ოქტომბერს ჩაინიშნა შემდეგი სასამართლო პროცესი. მე მგონია რომ ყველა ლოგიკით უნდა დასრულდეს წარმატებით. რადგან სასამართლო ვერ შეეხება იმ ფუნდამენტს რაზეც დგას ქვეყნის განვითარება. ქვეყნის განვითარება კი შეიძლება იდგას მხოლოდ თავისუფალ ეკონომიკასა და თავისუფალ ბიზნესსზე და ჩვენ თუ ჩამოვშლით კერძეო საკუთრებას არანაირი ბიზნესის განვითარებაზე საუბარი აღარ იქნება“,- განაცხადა თაბაგარმა.


ამასთან, დღეს კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან სავანე „ღვინის #1 ქარხნის“ ინტერესების დამცველმა, საქართველო ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. არჩილ კბილაშვილის თქმით, „ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეში მათი სარჩელი დაკმაყოფილებას იმსახურებს.


„ჩვენ ვთვლით რომ ჩვენი სარჩელი იმსახურებს დაკმაყოფილებას. რა შედეგი იქნება მაგას ვერ გეტყვით. ის რომ იმსახურებს და დარწმუნებული ვართ იმ პოზიციაში რაც სარჩელში დავაფიქსირეთ ეს ერთი საკითხია. ეს რწმენა მაქვს“,- ამბობს კბილაშვილი.


შეგახსენებთ, რომ “ღვინის ქარხანა #1 ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა. თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1 ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილიკომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.


„ღვინის ქარხანა #1ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებულისასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციოსასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.


 


ომბუდსმენი: სახელმწიფო, შესაძლოა, იყოს ბრალდებული იმაში, რომ მან პირის სიცოცხლის უფლება დაარღვია

სახალხო დამცველი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას, დეტალურად შეისწავლის.

არჩილ თალაკვაძე: საჭიროა მეტი დამოუკიდებლობა მივცეთ მარეგულირებელს და მოვიყვანოთ ერთიან სტანდარტში ორივე მარეგულირებლის პროცედურები

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკავაძემ მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა.

მაია ცქიტიშვილი: ამერიკელების ადგილი, რა თქმა უნდა, არის შავ ზღვაში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს, რომლის თქმითაც ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ არის.

საქართველოს ცხრაგზის ჩემპიონი ვალერი პერხტერევი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

"უშუს-სანდას" საქართველოს 9 გზის ჩემპიონი ვალერი პერხტერევი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება. ჩემპიონატი ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში 19-24 ოქტომბერს გაიმართება.

„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება სამუხრუჭე ხუნდებზე

„თეგეტა მოტორსი“ პრემიუმ ხარისხის ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს.

მარნეულში შუახნის კაცი დაჭრეს

მარნეულში შუახნის კაცი დაჭრეს. ინფორმაცია "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

არჩილ თალაკვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს დიეგო კოლკას შეხვდა.

მდინარაძე "პროგრეს ბანკის" საქმეზე: სად იყო შავი ფული, რომ გათეთრებულიყო?

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამაუკა მდინარაძე, "პროგრეს ბანკის" მიერ ფულის შესაძლო, გათეთრების შესახებ გავრელებულ ინფორმაცას, არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ საზოგადოების ტერმინით სპეკულირება ხდება.

არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის ეს ბოლო შანსია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილება, არ გაწყვიტოს ხელშეკრულება, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის, ფაქტობრივად, ბოლო შანსია.

"თავს არ მოიკლავდა"- ქუთაისში, 30 წლის კაცის თვითმკვლელობის ოჯახს არ სჯერა

ქუთაისში, გუშინ გარდაცვლილი ზურაბ ჭონიშვილის ოჯახს მისი თვითმკვლელობის არ სჯერა. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ზურაბ ჭონიშვილს პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ არ სჯერა, რომ მისი ის თავს მოიკლავდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისთვის, საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პედაგოგებისა და განათლების სფეროს, წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაციები გრძელდება.

ქრთამის აღებისთვის დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ბრალს არ აღიარებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი მიიჩნევს, რომ შეთქმულების მსხვერპლია.

მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის მაღარეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოში სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე დღეს საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს.

საქართველოს ელჩი რიგის მერს შეხვდა

15 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე რიგის ახლად არჩეულ მერს, ოლეგ ბუროვს შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ფრანგ დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული სტანდარტის ნორმებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემების თანახმად, თბილისის მოსახლეობისთვის 2019 წლის 16 ოქტომბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

 
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა".

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მართლწესრიგის ოფიცრებმა ძველ თბილისში მუშაობა დაიწყეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, ძველი თბილისის რაიონში 60-მა მართლწესრიგის ოფიცერმა დაიწყო მუშაობა.