თამთა თოდაძის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

ისნის რაიონის ბიუროს თანამშრომლის თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობით, სისხლის სამართლის სხვა საქმე არ არსებობს. აღნიშნული განცხადებით თამარ ლუკავა, ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს პასუხობს.

"სისხლის სამართლის საქმე არ ყოფილა, უბრალოდ, იყო შეკამათება ორ ნაცნობ ადამიანს შორის, რომელსაც შეესწრო საპატრულო პოლიცია და თამთა გამოიკითხა ამ საკითხთან დაკავშირებით. არ აღძრულა სისხლის სამართლი საქმე, იმიტომ რომ დანაშაულის ნიშნების შემცველი არ ყოფილა ეს შეკამათება. თამთას დაზიანებები არ ჰქონია, ის უბრალოდ გამოიკითხა მეორე დღეს",- განაცხადა თამარ ლუკავამ "პირველთან".


რაც შეეხება ილია ჯიშკარიანის განცხადებას, რომ ის საკრებულოს ბიუროს თანამშრომელს თამთა თოდაძეს, მისივე თხოვნით რეკომენდაციას უწევდა, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს დეპუტატის მოვალეობა იყო და ამას მომხდართან კავშირი არ აქვს.


"თამთას მხირიდან კომფლიქტი დაწყებული არ ყოფილა, რაც შეეხება დაწინაურებას, მაჟორიტარის ბიუროს ოფისი არ არის ის ადგილი, სადაც შესაძლებელია დაწინაურდეს იქ დასაქმებული ადამიანი, იმიტომ რომ აქ არ არის იერარქია, აქ ყველა ერთი დონის სპეციალისტია. სხვა სამსახურში რეკომენდაციის გაწევა რომ მოეთხოვა თამთას ეს არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, თუ სხვაგან რაიმე ვაკანსიით დაინტერესდებოდა თამთა და ჯიშკარიანი, როგორც ხელმძღვანელი გაუწევდა რეკომენდაციას ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თამთას ამ საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტი მასთან ნამდვილად არ ჰქონია და იმ დროს განსაკუთრებით, ეს თემა საერთოდ არ ყოფილა განხილული",- განუცხადა "პირველს" თამარ ლუკავამ.


შეგახსენებთ, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიმ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ თამთა თოდაძის მონაწილეობის სხვა სისხლის სამართლის საქმეც არსებობს.


ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, თავისივე თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი 9 სექტემბერს წარედგინა.


საკრებულოს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გიორგი კოხრეიძე დღეს ბორდმა განმეორებითი კენჭისყრის შედეგად აირჩია.

ირაკლი ლაგვილავა ნაციონალებს: მერაბ ქვარაიას იმას ვერ პატიობთ, რომ ციხიდან ცოცხალი გამოვიდა

„იცით რა არის თქვენი პრობლემა? მერაბ ქვარაია რომ ცოცხალი გამოვიდა ციხიდან, ამას ვერ პატიობთ” - ასე მიმართა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ლაგვილავამ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან მისულ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც შენობაში შეღწევას და მაჟორიტარის ბიუროზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ მაჟორიტარის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

რიმა ბერაძე: ბოქლომების რევოლუცია ვერ შედგა

საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი,რიმა ბერაძე, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიმართავს, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი ჩატარდეს.  

ბექა დავითულიანი ოპოზიციას: რევოლუციური სცენარებით ვერაფერს მიაღწევთ

ფრაქცია "ქართული ოცნება" - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა,  მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა.

სად არის ყველაზე ხელსაყრელი ფსონის დადება ?

თუ უახლოეს დღეებში აპირებთ ტოპ ლიგებზე ფსონის დადებას, უნდა იცოდეთ რომ ამის გაკეთება ყველაზე ხელსაყრელად ევროპაბეთზე შეგიძლიათ. ერთი ფსონის დადებით 3 აქციაში მიიღებთ მონაწილეობას და მომენტალურად 50 უფასო სპინითაც დასაჩუქრდებით.

50 უფასო სპინი საჩუქრად ყველას!

კომპანია ევროპაბეთი თვის ბოლოდან გრანდიოზულ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც 23, 24, 26 და 27 ნოემბერს 12:00 საათიდან 23:59 საათამდე დადებულ მინიმუმ 5 ლარიან ბილეთებზე, მოთამაშეებს 50 უფასო სპინს ჩუქნის.

ციხელაშვილი: ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს, ძალისხმევა არცერთი წუთით არ დუნდება

შერიგებისა და სამოქალო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრაზე საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასა და ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირაკლი ზარქუა: იმის ნაცვლად, რომ ბიუჯეტზე ვიმსჯელოთ, პოლიტიკური მასხარა ხაბეიშვილი გამოდის, ურცხვად იტყუება და შოუს დგამს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გააკეთა.

ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ პრემიაში გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემა დღის ბოლოს დასრულდება

საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ 2019 წლის პრემიაზე ნომინირებულია კატეგორიაში- „წლის საუკეთესო ინიციატივა“.

ჩაკვეტაძე: თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს აღწევს, ოპოზიცია კი საქართველოს დაბოქლომებას ცდილობს

„ამ ვითომ პროტესტით ბოქლომს არა ჩვენ, არამედ  დიმიტრი ყიფიანს, ზვიად გამსახურდიასა და ილია ჭავჭავაძეს ადებენ“, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე  ოპოზიციის მიერ სახელმწიფო უწყებებზე ბოქლომების დადებას.

აკაკი ზოიძე უახლოეს წუთებში განცხადებას გააკეთებს

„კურიერის" ინფორმაციით, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე უახლოეს წუთებში განცხადებას გააკეთებს.

წყალმომარაგების საკითხებზე კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, კახეთში მოსახლეობას შეხვდნენ.

ლარი მცირედით გამყარდა

22 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9749 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.32 თეთრი შეადგინა.
 

თამარ ტალიაშვილი: ბოქლომიანმა წარსულის ქიმერებმა ჩვენი დღის წესრიგი არ უნდა შეცვალონ

“ეს არ არის პროტესტი, ეს არის დესტრუქცია”,- ასე გამოეხმაურა საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი ოპოზიციის მიერ სახელმწიფო უწყებებზე ბოქლომების დადებას.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი

"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ დევიდ ნორქვისტმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ტყემალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ შოუს მოწყობის და სხდომის ჩაშლის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდათ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციის წარმომადგენელთან ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„სმარტი“ „ტრუჩილოს“ იტალიური ყავების არჩევანს ზრდის

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში იტალიური „ტრუჩილოს“ ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა და „სმარტში“ „ტრუჩილოს“ ყავების არჩევანი მნიშვნელოვნად გაზარდა.

მერაბ ქვარაიას ბიურო ოპოზიციონერებმა ვერ დააბოქლომეს

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შენობაში შეღწევას და მაჟორიტარის ბიუროს კარზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ.

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

ირაკლი ღარიბაშვილი პენტაგონში ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სტუმრობა პენტაგონში ოფიციალური ცერემონიალით აღინიშნა.