ეკონომიკის სამინისტრო: ნათია თურნავას თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია

ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრ ნათია თურნავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"საქართველოს ვეტერანი ავიატორების სახელით პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ დღესაც გააგრძელა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელება. საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში.


რაც შეეხება აღნიშნული ჯგუფის მიერ დღეს მედიაში გავრცელებულ წერილს ავიატორებისადმი, იგი ნამდვილად ეკუთვნის ქალბატონ ნათია თურნავას, მაგრამ დაწერილია 2004 და არა 2005 წელს, როგორც ამას აღნიშნავს დეპუტატი. უფრო მეტიც, ხსენებული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნათია თურნავა იმ დროსაც პრივატიზების პროცესის გამჭვირვალე და სამართლიანი გზით ჩატარების მომხრე იყო, თუმცა  და თუ ეს ასე არ მოხდა  სამინისტროდან მისი წასვლის შემდეგ, ეს კითხვა ბატონმა დეპუტატმა ნათია თურნავას მისამართით არ უნდა დასვას",- აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.


დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ნათია თურნავამ, 15 წლის წინ, როდესაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, თბილისის აეროპორტის აქციები ისე გადასცა ინვესტორებს, რომ მფრინავებისთვის და
ავიატორებისთვის არათუ აქციების შეძენის უფლება, კონპენსაციაც კი არ მიუციათ. მისივე თქმით, ამის შედეგად, ქვეყანა, ყოველწლიურად 400 მილიონს კარგავს, ვეტერანი მფრინავების ნაწილი კი, მხოლოდ 22 ლარიან კომპენსაციაზე ცხოვრობს.


თამარ გაბუნია: მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც "კორონავირუსის" რისკი მაღალია

​ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია "კორონავირუსის" გამო მოგზაურობის შეზღუდვაზე განმარტებას აკეთებს. 

 
ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილის გადავარდის შედეგად სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა 

ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილი გადავარდა. 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვან მეგობრობას.

ზაზა შათირიშვილი: ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას

"ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მეუფე გრიგოლი მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეწყვეტაზე: ეს არ იყო შურისძიება

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ მამა ანდრია სარიამ, რომელსაც, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ჩამოერთვა მღველმსახურების უფლება, ეს გზა თავად აირჩია.

სოფელ გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დაიწყო

სოფელ გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში, გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

ღამის კლუბ "შავი ვარდის" მენეჯერი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, ჩადენილი ძალადობით,
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება- ოპოზიციის  მორიგი შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ზაზა შათირიშვილი კონგრესმენების წერილებზე: ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს

"ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

ცაგერში საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - მესამე მამაკაცის ცხედარიც იპოვეს 

ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამივე მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

თორნიკე მამალაძე: გორგი მამალაძის გათავისუფლების შემთხვევაში პატრიარქის კერპი დაიმსხვრევა 

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს - საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე.

გენადი არველაძე: სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებაა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილი: თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.  

 
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. 

"კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, "კორონავირუსის" შედეგად ჩინეთში 56 ადამიანი დაიღუპა. 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. 

გიორგი ვოლსკი: ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ხელისუფლების მისამართით აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომლებიც აღნიშნულ წერილებს დაედო საფუძვლად.

გიორგი ვოლსკი: „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება

გიორგი ვოლსკის მიიჩნევს, რომ „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება.