BAG შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, კიდევ ერთხელ ეხმიანება "შრომის კოდექსის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებს და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის.

"უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი ეკონომიკის განვითარების დონე. ამასთან, ქართული ბიზნესი კარგად აცნობიერებს როგორც ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მნიშვნელობას, ასევე შრომითი ურთიერთობების სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვის აუცილებლობას, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს უფრო დაცულ, გარანტირებულ, უსაფრთხო სამუშაო ადგილებთან და მაღალშემოსავლიან დასაქმებულებთან. თუმცაღა, ცვლილებები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს იმგვარად, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები, ხოლო მეორეს მხრივ, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ტვირთი არ დააწვეს კერძო ბიზნესსა თუ სახელმწიფო ბიუჯეტს.


ამას გარდა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესი უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ეტაპობრივ დაახლოებას, რაც ნიშნავს თავად პროცესის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის დირექტივებით განსაზღვრული მოთხოვნების ადექვატურ შეფასებას და ამავე დირექტივებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და დათქმების მაქსიმალურად გამოყენებას. უფრო მეტიც, საერთაშორისო ვალდებულებები და ევრო-დირექტივები თავისთავად გულისხმობენ და მოიცავენ დაახლოების პროცესის მიმდინარეობას, რაც ქვეყანას დამატებით ლავირების საშუალებას აძლევს, რათა ნებისმიერი ნორმა იყოს თანხვედრაში და შესაბამისობაში ამათუ იმ ქვეყნის სპეციფიკასთან, მოცემულ მომენტში ეკონომიკის განვითარების დონესთან და სხვა. ჩვენს მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოთავზებული ზოგიერთი ცვლილება საერთოდ სცდება ევრო-დირექტივების ფარგლებს და ასევე არ არის გამოყენებული ზემოთაღნიშული ლავირების შესაძლებლობა.


ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრინციპული პოზიციაა, რომ ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში, განხორციელდეს შესაბამისი ანალიზის საფუძველზე და ეტაპობრივად, რაც საშუალებას მოგვცემს, რეგულატორული პოლიტიკა იყოს ეფექტური, არ განვახორციელოთ გაუმართლებელი ტვირთის დაწესება ბიზნესისა და სახელმწიფოსათვის და ამავდროულად დავრჩეთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცესის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.


უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო.

 
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ვოლსკი საარჩევნო სისტემის ცვლილების პროექტის კენჭისყრამდე ფრაქციების ლიდერებს კონსულტაციას სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ფრაქციების ლიდერები დეპუტატების ოთახში დაიბარა.

ყინწვისი - გვერძინეთი - ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები რეგიონებში მოსახლეობას „ერთი სარკმლის პრინციპით“ მოემსახურება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად, გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას დაესწრო.

მამუკა მდინარაძე: გულწრფელად გვჯერა, რომ 2020 წლის არჩევნებს მოვიგებთ

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიას გამარჯვების მოლოდინი აქვს. 

საბანაძე კინოჩვენებასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე: შს სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ორივე მხარის ინტერესი დაეცვა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ თბილისში
გამართულ აქციებზე პოლიციამ ყველა მხარის გამოხატვის უფლება მაქსიმალურად დაიცვა. 

ნუკრი ქანთარია: გადაწყვეტილება, რაც ვთქვით, შევასრულოთ და მივხედოთ საქმეს

პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ნუკრი ქანთარია მისი გუნდის წევრებს საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილავს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მხარს უჭერს მას, ვინაიდან აღნიშნული უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების წონის თანაბრობას, ნაკლებ დაკარგულ ხმებს, მიღებული ხმების საპარლამენტო მანდატებში პროპორციულად ასახვასა და პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში.

კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება

"კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"თამბაქოს კულტურას განადგურება ემუქრება" - მცირე მეწარმეები ქედაში აქციას მართავენ

თამბაქოს ნაწარმის დაფასოების გარეშე რეალიზაცია და სამედიცინო შემიწმების აუცილებლობა გააპროტესტეს მცირე ფერმერებმა ქედაში.

 
თამარ ჩუგოშვილი: ამ ეტაპზე, კამათი იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემაა ქვეყნისთვის მისაღები, უადგილოა

"ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალიან კონკურენტულ გარემოში, ძალიან სამართლიან საარჩევნო შეჯიბრში და სამართლიანი წესების პირობებში, მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ განსაზღვროს, თუ როგორ უნდა რომ გადანაწილდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და, შესაბამისად, ძალაუფლება ქვეყანაში".

კახა კალაძე: თბილისში სასმელ წყალს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და მას პრობლემა არ აქვს

თბილისის მერის კახა კალაძის განაცხადებით, დედაქალაქში სასმელ წყალს პრობლემა არ აქვს და შესაბამისი კომპანია ლაბორატორიულ კვლევებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს.

"შენ ხარ ნაძირალა", "განანებ მაგრად", "შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ" - პარლამენტში სესია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს განიხილავენ, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ და დამოუკიდებელ დეპუტატებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა

"თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე: ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს

„ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს, თორემ საკუთარი სახელით საარჩევნო მარათონში შემოსული ეს ვაჟბატონები რომ 5 პროცენტსაც ვერ აიღებენ, ამას სულ არ ჭირდება ცესკო და სოციოლოგია“, - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

დიმიტრი ხუნდაძე: ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენს მიერ პრინციპულად და კატეგორიულად არ იქნება მხარდაჭერილი

„ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენს მიერ პრინციპულად და კატეგორიულად არ იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

ყვარელში 15 წლის გოგოს ეძებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაუჩინარებულ 15 წლის გოგონას ეძებენ.

ივერთუბანში 600 ოჯახისთვის წყალარინების ქსელი მოეწყობა

"ივერთუბნის დასახლებაში თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე, მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ორი წლის განმავლობაში, მათგან მხარდაჭერას გრძნობს.