ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა,
რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იანმა, "შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის" გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, დიპლომატიური კორპუსისა და ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.


როგორც ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ტექნიკური უნივერსიტეტის
პროფესორმა ჯემალ ფუტკარაძემ აღნიშნა, საქართველო აქტიურ  მონაწილეობას იღებს აბრეშუმის
გზის აღორძინების პროექტში და ამ მიმართულებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ახლად დაარსებული ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიზანი საქართველო-ჩინეთს შორის საგანმანათლებლო
და სამეცნიერო ურთიერთობების ხელშეწყობა და აკადემიური კავშირების გაძლიერებაა.


"ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაში. უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის
დაარსება ჩვენი და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი ინიციატივაცაა. ჩვენთვის დიდი პატივია ჩინეთთან თანამშრომლობა. ინსტიტუტი აქტიურად იმუშავებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის შემუშავებაზე, ასევე, ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ამოქმედებაზე ჩინეთის სოციალურ მეცნიერებებათა აკადემიასა და აკადემიის შემადგენლობაში არსებულ ასზე მეტ ინსტიტუტში. ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, როგორც სამეცნიერო ისე ეკონომიკური კუთხით", - განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იანმა ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეებს კიდევ ერთი კვლევითი ინსტიტუტის დაარსება მიულოცა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე ჩინეთის ელჩმა აღნოშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანია როგორც ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან.


"მოხარული ვართ, რომ შეიქმნა კვლევაზე ორიენტირებული აკადემიური ცენტრი, რომლის ანალოგიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. მისი შექმნა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს. ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემია სოციალურ მეცნიერებებში კვლევების ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კი საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მხარეებს შორის შედგება დიდი მნიშვნელობის და ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული თანამშრომლობა. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გააგრძელებს განვითარებას, ახალ სტანდარტს დააწესებს და გახდება აკადემიური კვლევების, ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთვიზიტების განხორციელების პლატფორმა, ქართველი ხალხისთვის კი - ჩინეთის გაცნობის საუკეთესო საშუალება და ჩვენი ხალხების დამაკავშირებელი მეგობრობის ხიდი“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.


როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო
ურთიერთობათა გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა ვანგ ლეიმ აღნიშნა, ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დაარსებას შორს მიმავალი მიზნები და ორმხრივი სოლიდური სარგებელი ექნება.


"დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამშრომლობა ბევრ სიკეთეს მოუტანს მომავალ თაობებს. საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებობს პოზიტიური დამოკიდებულება. ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჩამოყალიბება კიდევ ერთი ახალი არხია, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ვინაიდან ინსტიტუტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა, ეს ორივე მხარის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ერთმანეთთან. ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ სამომავლო გეგმები და განვსაზღვრეთ მთელი რიგი პერსპექტიული საკითხები, რომლებზეც ერთობლივად ვიმუშავებთ. მომავალი წლის დასაწყისში კი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ერთობლივ კონფერენციას ჩავატარებთ. ვაპირებთ თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ანტიკორუფციული პოლიტიკა. ვფიქრობთ, მომავალში ამ პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, მეტიც, ეს გასცდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს მეზობელ ქვეყნებსაც. ვფიქრობთ, ჩვენ დავაფინანსებთ ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებსა და პროექტებს, მივცემთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერებს საშუალებას, ეწვიონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს უნივერსიტეტებს“, - განაცხადა პროფესორმა ვანგ ლეიმ.


ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლისადმი  მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.


ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ, ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობას შეუდგა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - "ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები - აკადემიური დიალოგი  ნათელი მომავლისათვის".


ადიგენში სახალხო დღესასწაული "ზარზმობა" აღნიშნეს

ადიგენის სოფელ ზარზმაში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღნიშნეს.

ჯივიპი სამგორის რაიონში, მაისურაძის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 12 ნოემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, მაისურაძის ქუჩა N11-თან, წყალმომარაგების სისტემაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, წყალტუბოს აღორძინებასთან დაკავშირებით, დღეს სახელმწიფოს პასუხი მოყვა

წყალტუბოსთვის დამუშავდება განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც დაეფუძნება შვეიცარული „კოლენ პარტნერსის“ მიერ გაკეთებულ კვლევას - გურამ ნიკოლაშვილის „დღის ქრონიკა“.

პროკურატურამ მაკო გომური დაზარალებულად სცნო

საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად სცნო.

კარლო კოპალიანი: გეთანხმები, ბატონო ბარამიძე, თქვენი ადგილი არის ციხეში ზუსტად ერთ-ერთი ამ დანაშაულისთვის, რასაც ჰქვია ფარული კადრების გადაღების შეკვეთა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ხელს აფათურებენ სხვის პირად ცხოვრებაში, უნდა დაისაჯონ.

ყანდაურაში 5 კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ომარ გამყრელიძე უმცროსი გაათავისუფლეს

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა, ომარ გამყრელიძე უმცროსი 2000 ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

​საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ახლადარჩეულ გენერალურ მდივანს, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

12 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 12 ნოემბერს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს  დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება: N’Uovo გაიხსნა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება - N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა. ინსტალაციის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

გიგა ბოკერია მეუფე იაკობის განცხადებაზე: პარლამენტის დემოკრატიული ვალდებულებაა ეს საკითხი განიხილოს

პარლამენტის წევრი "ევროპული საქართველოდან" გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადება, პატრიარქის შეცვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისიის შექმნის საფუძველს წარმოადგენს.

2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს 2019-2022 წლის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა.

მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს.

შრომის ინსპექცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება 

უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე განაცხადა, რომ "ნებისმიერ კანონს, რომელიც იქმნება, სჭირდება აღსრულების მექანიზმი. ამიტომაა აუცილებელი შრომის ინსპექციის ეფექტიტანი მუშაობა".

მამუკა არეშიძე: ლავროვის განცხადება არ ნიშნავს, რომ რუსეთი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სერგეი ლავროვის განცხადებას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, მუდმივი ნარატივის ნაწილად აფასებს და თვლის, რომ რუსეთი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. 

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია თანამდებობიდან გათავისუფლდა 

სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

მარნეულში მე-7 კლასელ გოგონას მანქანა დაეჯახა

მარნეულში 12 წლის გოგონას ავტომობილი დაეჯახა.

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს პოზიტიურ დღის წესრიგს აქვს ცალსახა მხარდაჭერა ევროსაბჭოს გენერალური მდივნისგან

„საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ცალსახა მხარდაჭერა აქვს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისგან. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი და რეფორმები,  ის გეგმები, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სათანადოდ დანახული და დაფასებული“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ლარი 0.2 თეთრით გაუფასურდა

11 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9613 იყო, შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.20 თეთრი შეადგინა.

ბიურომ "ევროპული საქართველოს" კანონპროექტი დაბლოკა, რასაც დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა 

ბიურომ „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევით ორგანოდ ჩამოყალიბებაზე, დაბლოკა და კომიტეტებს განსახილველად არ გადასცა.

 

 
პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანმა ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები განიხილეს

საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების განხილვა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის შეხვედრის მთავარი თემა.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლება ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

3-9 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი", "მტკვარი", "ქუთაისის აეროპორტი"და "თბილისის აეროპორტი", ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთა.