ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა.

„მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მიმართულებებით, მათ შორის, ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებასა და სანერგე მეურნეობების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. ქვეყანაში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობების არსებობა პროდუქტიულობის ზრდას ნიშნავს. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით საუკეთესო შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


შეხვედრაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა ყურადღება ფერმერებისთვის ცოდნის და  საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


საუბარი შეეხო ახალი საგრანტო კომპონენტის ამოქმედების საკითხს, რომლის ფარგლებშიც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) სოფლის განვითარების, ხოლო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით იმუშავებს.


შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის, ხაზგასმით აღნიშნა,  ქვეყნის აგრარული დარგის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობის შესახებ და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.


 


 


"მოსამართლეთა ნებისმიერ შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა" - ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება

"საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვის და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის".

ათენში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ათენში, 13 დეკემბერს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე შეხვედრა გაიმართა.

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა

საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) შუამდგომლობით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გემთფლობელ კომპანიას LTD European proდuct carriers.

თსუ-ში ახალი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა - „ტურიზმი“ ამოქმედდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კიდევ ერთი ორმაგი ხარისხის დიპლომის აღების შესაძლებლობა მიეცათ.

გივი მიქანაძე შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს, სამდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.

დღეს მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი იხსნება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, „მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ დღეს, 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება.

ალექსი გონჩარუკი გიორგი გახარიას: თქვენი ვიზიტი არის საფუძველი, საქართველო - უკრაინის ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს

უკრაინისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის საფუძველი, ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსი გონჩარუკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ. საზღვარს 

"ე.წ. სასამართლო სხდომის გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ "საზღვარს",-ასე გამოეხმაურა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

პრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებას განცხადებით ეხმაურება.

 
გია ვოლსკი: ადამიანების იძულება 2012 წელს დავამთავრეთ

14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარია : უკრაინაში ვიზიტის მთავარი შედეგი საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა

"ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად შეგვიძლია გამოწვევებს ვებრძოლოთ".

გურამ მაჭარაშვილი: სახალხო დამცველს იმიტომ ირჩევს პარლამენტი, რომ მან ზოგადი ინფორმაცია კი არ მოგვაწოდოს, არამედ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს

„თუ სახალხო დამცველს რამე საიდუმლო ინფორმაცია აქვს, საჯარო არ უნდა გახადოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა.

დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის აღორძინება იწყება

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაციისა და სტუდენტებისათვის სამომავლო გეგმების გასაცნობად, დიდ ჯიხაიშში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, ფაკულტეტის მენეჯერი აკაკი გუნცაძე და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დარეჯან მეფარიშვილი.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი "სასამართლო“ სხდომა მომდევნო კვირას ჩაინიშნა

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შემდეგი "სასამართლო" სხდომა მომდევნო კვირისთვის ჩაინიშნა.

ლევან დავითაშვილი: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა

ბოლო წლების განმავლობაში, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მუდმივად მზარდია. 2019 წლის ბოლო თვეებში კი,  განსაკუთრებული მატება ფიქსირდება, რაც დიდწილად თხილის ექსპორტის ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

პრემიერი: მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს

"ჩვენი თანამშრომლობა, დაფუძნებული ეკონომიკაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, ძირითად მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ასევე იმას, რომ ჩვენი ქვეყნები დარჩნენ ევროპული სივრცის ნაწილად", -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრანის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ე.წ. სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დასრულდა. "რადიო თავისუფლების" ცნობით, ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება.

adjarabet.com-ის მომხმარებლებმა 1 000 000 ლარი მოიგეს და კიდევ 1 500 000 ლარის მოგების შანსი აქვთ

adjarabet.com-ის უპრეცედენტო გათამაშება „25 ახალი წელი“ გრძელდება.

ავსტრიაში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საშობაო კონცერტი გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დეკემბერს ვენის მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში საშობაო კონცერტი გაიმართა. 

თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თელავში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა.

როგორ მოვაწყოთ მთლიანი ბინა ავეჯითა და ტექნიკით 2000 ლარად?

რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ სტატიის სათაური, ეს ყველაფერია რეალურია, ყველანაირი დაფარული გადასახადისა და მესიჯის გარეშე, შეგიძლიათ მთლიანი ბინა - 3 ოთახი ავეჯითა და ტექნიკით (15 ნივთი) მხოლოდ 2000 ლარად მოაწყოთ, დამატებით უფასოდაც მოგიტანენ მისამართზე.