მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფციაა, მსოფლიო ბანკი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგში კვლავ გვაწინაურებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმინეს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მსოფლიო ბანკისა და აშშ-ს სენატის განცხადებები დაუპირისპირა.

მდინარაძემ ციტატებად მოიყვანა სააკაშვილის განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს საქართველოში კორუფცია გაბატონდა და საერთაშორისო რადარებიდან გაქრა:


„საქართველოში კორუფცია გაბატონდა“ - მიხეილ სააკაშვილი.


„საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ევროპის საუკეთესო ოცეულში პოზიცია ერთი ადგილით კიდევ გაიუმჯობესა და მე-18 ადგილი დაიკავა“, - მსოფლიო ბანკი.


„ივანიშვილმა, როგორც დევიდ კოპერფილდმა, საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გააქრო“, - კვლავ მიხეილ სააკაშვილი.


„ამ აქტით გათვალისწინებული თანხის არც ერთი ნაწილი არ უნდა მიეცეს იმ ქვეყნების ცენტრალურ მთავრობებს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას, ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ“- აშშ-ს სენატი” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ელიზაბეთ რუდი: საზღვაო სექტორში „ერთი ფანჯრის“ მომსახურების დანერგვა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას

“საქართველოს საზღვაო სექტორში „ერთი ფანჯრის“ მომსახურების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. საზღვაო გადაზიდვებში ჩართულ ყველა პირს შეეძლება ერთიანი ციფრული პლატფორმის საშუალებით დაამუშავოს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, რეგულირების მოთხოვნები, ლიცენზიები, ნებართვები და სხვა”.

ხუნდაძე საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე: ჩემი პოზიცია არ შეიცვლება 

„ჩემი პოზიცია არ შეიცვლება, ჩვენ საკმარისნი ვართ!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე განაცხადა.

 

კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე: ხვალ არის ბოლო ვადა, კენჭისყრა აუცილებლად უნდა შედგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრა ხვალ აუცილებლად შედგება.

 

გოლფში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს

საქართველოს გოლფის ფედერაციამ და ‘Wine Land Golf Tours’-მა სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“   12 ნოემბერს, 2020 წლის პროგრამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს. 

საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურების დაინერგება.

ნიკოლოზ ალავიძე: მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს

საქართველოში ინტერნეტ-მმართველობის რიგით მეხუთე ფორუმი (GeoIGF) გაიხსნა, რომლის თანაორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თელავში ალპურ ზონაში ტყე იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონაში ტყის ხანძარია. 

ჯანდაცვის მინისტრმა იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ წარადგინა.

ნათია თურნავა: „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ამოქმედება პორტებსა და გადამზიდავ კომპანიებს საქმიანობას გაუდვილებს

"საქართველოს მთავრობა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ყველა იმ სექტორში, სადაც საქმე ეხება ჩვენი სერვისების მიწოდებას ბიზნესისთვის, რათა გავუადვილოთ ბიზნესს სახელმწიფოს სერვისებით სარგებლობა, შევამციროთ ბიუროკრატია და გავხადოთ უფრო ეფექტური ჩვენი მუშაობა".

გიორგი გახარია: ქვეყნის უსაფრთხოების გარეშე ხვალინდელ დღეზე მსჯელობა საკმაოდ პირობითი იქნება

"საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა და ის განსაკუთრებით კრიტიკული და მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო.

 
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ვოლსკი საარჩევნო სისტემის ცვლილების პროექტის კენჭისყრამდე ფრაქციების ლიდერებს კონსულტაციას სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ფრაქციების ლიდერები დეპუტატების ოთახში დაიბარა.

ყინწვისი - გვერძინეთი - ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები რეგიონებში მოსახლეობას „ერთი სარკმლის პრინციპით“ მოემსახურება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად, გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას დაესწრო.

მამუკა მდინარაძე: გულწრფელად გვჯერა, რომ 2020 წლის არჩევნებს მოვიგებთ

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიას გამარჯვების მოლოდინი აქვს. 

საბანაძე კინოჩვენებასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე: შს სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ორივე მხარის ინტერესი დაეცვა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ თბილისში
გამართულ აქციებზე პოლიციამ ყველა მხარის გამოხატვის უფლება მაქსიმალურად დაიცვა. 

ნუკრი ქანთარია: გადაწყვეტილება, რაც ვთქვით, შევასრულოთ და მივხედოთ საქმეს

პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ნუკრი ქანთარია მისი გუნდის წევრებს საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილავს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მხარს უჭერს მას, ვინაიდან აღნიშნული უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების წონის თანაბრობას, ნაკლებ დაკარგულ ხმებს, მიღებული ხმების საპარლამენტო მანდატებში პროპორციულად ასახვასა და პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში.

კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება

"კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.