"ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა.

 

ამ დროისთვის "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს.


"ჯორჯიან მანგანეზი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს.


უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო.

 
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ვოლსკი საარჩევნო სისტემის ცვლილების პროექტის კენჭისყრამდე ფრაქციების ლიდერებს კონსულტაციას სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ფრაქციების ლიდერები დეპუტატების ოთახში დაიბარა.

ყინწვისი - გვერძინეთი - ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები რეგიონებში მოსახლეობას „ერთი სარკმლის პრინციპით“ მოემსახურება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად, გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას დაესწრო.

მამუკა მდინარაძე: გულწრფელად გვჯერა, რომ 2020 წლის არჩევნებს მოვიგებთ

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიას გამარჯვების მოლოდინი აქვს. 

საბანაძე კინოჩვენებასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე: შს სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ორივე მხარის ინტერესი დაეცვა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ თბილისში
გამართულ აქციებზე პოლიციამ ყველა მხარის გამოხატვის უფლება მაქსიმალურად დაიცვა. 

ნუკრი ქანთარია: გადაწყვეტილება, რაც ვთქვით, შევასრულოთ და მივხედოთ საქმეს

პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ნუკრი ქანთარია მისი გუნდის წევრებს საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილავს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მხარს უჭერს მას, ვინაიდან აღნიშნული უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების წონის თანაბრობას, ნაკლებ დაკარგულ ხმებს, მიღებული ხმების საპარლამენტო მანდატებში პროპორციულად ასახვასა და პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში.

კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება

"კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"თამბაქოს კულტურას განადგურება ემუქრება" - მცირე მეწარმეები ქედაში აქციას მართავენ

თამბაქოს ნაწარმის დაფასოების გარეშე რეალიზაცია და სამედიცინო შემიწმების აუცილებლობა გააპროტესტეს მცირე ფერმერებმა ქედაში.

 
თამარ ჩუგოშვილი: ამ ეტაპზე, კამათი იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემაა ქვეყნისთვის მისაღები, უადგილოა

"ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალიან კონკურენტულ გარემოში, ძალიან სამართლიან საარჩევნო შეჯიბრში და სამართლიანი წესების პირობებში, მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ განსაზღვროს, თუ როგორ უნდა რომ გადანაწილდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და, შესაბამისად, ძალაუფლება ქვეყანაში".

კახა კალაძე: თბილისში სასმელ წყალს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და მას პრობლემა არ აქვს

თბილისის მერის კახა კალაძის განაცხადებით, დედაქალაქში სასმელ წყალს პრობლემა არ აქვს და შესაბამისი კომპანია ლაბორატორიულ კვლევებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს.

"შენ ხარ ნაძირალა", "განანებ მაგრად", "შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ" - პარლამენტში სესია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს განიხილავენ, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ და დამოუკიდებელ დეპუტატებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა

"თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე: ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს

„ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს, თორემ საკუთარი სახელით საარჩევნო მარათონში შემოსული ეს ვაჟბატონები რომ 5 პროცენტსაც ვერ აიღებენ, ამას სულ არ ჭირდება ცესკო და სოციოლოგია“, - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

დიმიტრი ხუნდაძე: ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენს მიერ პრინციპულად და კატეგორიულად არ იქნება მხარდაჭერილი

„ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენს მიერ პრინციპულად და კატეგორიულად არ იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

ყვარელში 15 წლის გოგოს ეძებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაუჩინარებულ 15 წლის გოგონას ეძებენ.

ივერთუბანში 600 ოჯახისთვის წყალარინების ქსელი მოეწყობა

"ივერთუბნის დასახლებაში თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე, მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ორი წლის განმავლობაში, მათგან მხარდაჭერას გრძნობს.