ირაკლი მირცხულავა: მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში

„მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ირაკლი მირცხულავამ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის იმედს იტოვებს, რომ შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს კონფერენციისგან და გახდება საპროკურორო საბჭოს წევრი.

„53-მა თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი, რომ მე წარმომედგინა მათი ინტერესები საპროკურორო საბჭოში. ბუნებრივია, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომელიც ამავდროულად ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. მიმაჩნია, რომ ჩემი ცოდნა, გამოცდილება, კვალიფიკაცია, ჩემი განვლილი გზა პროკურატურაში მაძლევს იმის უფლებას, რომ ღირსეულად წარმოვაჩინო პროკურატურის თითოეული თანამშრომელი, ვიყო მათი ინტერესების დამცველი, მაქსიმალურად ვეცადო მათი ყოველდღიური საქმიანობის გაუმჯობესებას და ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და მისი ეფექტიანობის ზრდაში. იმედს ვიტოვებ, რომ შესაბამის მხარდაჭერას მივიღებ კონფერენციისგან და გავხდები საპროკურორო საბჭოს წევრი“. - აღნიშნა ირაკლი მირცხულავამ.

საპროკურორო საბჭორს წევრობის კანდიდატმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევაზე, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჰყავს გენერალური პროკურორი. 

„საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთ ფუნქცია გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევაა პარლამენტში წარსადგენად. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობა გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრავს 6 წელს, საპროკურორო საბჭოს წევრები კი აირჩევიან 4 წლის ვადით, შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევაზე, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჰყავს გენერალური პროკურორი. საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და ალბათ, სწორი იქნება თუ დაველოდებით ამ პროცედურების დასრულებას და შემდგომში უკვე არჩეული საბჭო იმსჯელებს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევაზე. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურის შესახებ კანონის თანახმად, გენერალური პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, საპროკურორო საბჭოს ეძლევა ერთთვიანი ვადა იმისთვის, რომ გამართოს კონსულტაციები სამეცნიერო წრეებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა შეარჩიოს არა ნაკლებ 3 კანდიდატი გენერალური პროკურორის პოსტის დასაკავებლად. შემდგომში ხდება თითოეული კანდიდატის მოსმენა და საბჭო, ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ ხმათა ორი მესამედისა, იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული კანდიდატის პარლამენტში დასამტკიცებლად გადაგზავნის თაობაზე“. - განაცხადა ირაკლი მირცხულავამ.

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს ირჩევენ.


გორის გვირაბის პორტალი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გლობალურად საგანგაშო მდგომარეობის გამოცხადებას ნაადრევად მიიჩნევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ე.წ. ჩინურ კორონავირუსთან დაკავშირებით გლობალურად საგანგაშო მდგომარეობის გამოცხადებას ნაადრევად მიიჩნევს.

ბოლო მონაცემებით, "კორონავირუსს" 25 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ხელისუფლებამ "კორონავირუსით" გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

24 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები.

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.

აღაიანი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 40–158კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზუგდიდში მიცვალებულთა სახელით პენსიის მისაკუთრებისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ზუგდიდში პოლიციამ მიცვალებულთა სახელით პენსიის მისაკუთრებისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავა.

ცაგერში ცხენისწყლის არხში ავტომანქანით გადავარდნილ ახალგაზრდებს ეძებენ

ცაგერი სრაიონის სოფელ ჩხუტელში ავტომობილი, რომელშიც სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა, ცხენისწყლის არხში გადავარდა.

რევაზ ჩარკვიანი: გვხვდა პატივი საქართველოს თავმჯდომარეობის დროს მიღებულიყო „ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030

„მიღებულ იქნა “ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030”, რომელიც ათწლეულში ერთხელ მიიღება და ჩვენ გვხვდა წილად დიდი პატივი, რომ სწორედ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს მომხდარიყო სტრატეგიის მიღება, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ახალგაზრდობის სტრატეგიას მთელი ევროპის მასშტაბით".

ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 186-198 კმ (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა

საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-2 მუხლის შესაბამისად 2020 წლის 22 იანვრის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა.

პრემიერ-მინისტრი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიას შეხვდა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გიორგი გახარია: ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ

“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ".

გიორგი გახარია: მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებენ

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ".

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 10-22კმ მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

პენიტენციური სამსახური: ნინო ლომჯარია ციხეში ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

პენიტენციური სამსახური N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარიამ ციხეში ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა. 

 

ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილის მონახულებას არ ადასტურებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში პატიმრების სანასახავად იმყოფებოდა, თუმცა არ ასაჯაროებს იმ მსჯავრდებულთა ვინაობას, ვინც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. 

გიორგი გახარია: ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები".

Citigroup საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა

"ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი დაინტერესებულია საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით და გამოთქვამს სურვილს, შეიძინოს საქართველოს ხაზინის მიერ გამოშვებული გარკვეული მოცულობის ფასიანი ქაღალდები".

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა წამების ფაქტები

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთხი კონგრესმენის წერილში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა, რომლებიც აუცილებლად გასწორდება.