თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს.

თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა:



  • სანზონა 


  • გლდანი


  • ჩუღურეთი


  • ვაზისუბანი

  • ისანი-სამგორი


კომპანია “თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფთხილე. გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.


დღეს, თბილისში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, 16 სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. პირველადი ვერსიით, აფეთქება საცხოვრებელ ბინაში გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.


ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 ადამიანი გადაიყვანეს.


“თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე, სადაც აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფმა კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩახსნა. ამასთან, აბონენტს მიეთითა, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იყო.


სად არის ყველაზე ხელსაყრელი ფსონის დადება ?

თუ უახლოეს დღეებში აპირებთ ტოპ ლიგებზე ფსონის დადებას, უნდა იცოდეთ რომ ამის გაკეთება ყველაზე ხელსაყრელად ევროპაბეთზე შეგიძლიათ. ერთი ფსონის დადებით 3 აქციაში მიიღებთ მონაწილეობას და მომენტალურად 50 უფასო სპინითაც დასაჩუქრდებით.

50 უფასო სპინი საჩუქრად ყველას!

კომპანია ევროპაბეთი თვის ბოლოდან გრანდიოზულ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც 23, 24, 26 და 27 ნოემბერს 12:00 საათიდან 23:59 საათამდე დადებულ მინიმუმ 5 ლარიან ბილეთებზე, მოთამაშეებს 50 უფასო სპინს ჩუქნის.

ციხელაშვილი: ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს, ძალისხმევა არცერთი წუთით არ დუნდება

შერიგებისა და სამოქალო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრაზე საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასა და ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირაკლი ზარქუა: იმის ნაცვლად, რომ ბიუჯეტზე ვიმსჯელოთ, პოლიტიკური მასხარა ხაბეიშვილი გამოდის, ურცხვად იტყუება და შოუს დგამს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გააკეთა.

ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ პრემიაში გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემა დღის ბოლოს დასრულდება

საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ 2019 წლის პრემიაზე ნომინირებულია კატეგორიაში- „წლის საუკეთესო ინიციატივა“.

ჩაკვეტაძე: თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს აღწევს, ოპოზიცია კი საქართველოს დაბოქლომებას ცდილობს

„ამ ვითომ პროტესტით ბოქლომს არა ჩვენ, არამედ  დიმიტრი ყიფიანს, ზვიად გამსახურდიასა და ილია ჭავჭავაძეს ადებენ“, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე  ოპოზიციის მიერ სახელმწიფო უწყებებზე ბოქლომების დადებას.

აკაკი ზოიძე უახლოეს წუთებში განცხადებას გააკეთებს

„კურიერის" ინფორმაციით, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე უახლოეს წუთებში განცხადებას გააკეთებს.

წყალმომარაგების საკითხებზე კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, კახეთში მოსახლეობას შეხვდნენ.

ლარი მცირედით გამყარდა

22 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9749 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.32 თეთრი შეადგინა.
 

თამარ ტალიაშვილი: ბოქლომიანმა წარსულის ქიმერებმა ჩვენი დღის წესრიგი არ უნდა შეცვალონ

“ეს არ არის პროტესტი, ეს არის დესტრუქცია”,- ასე გამოეხმაურა საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი ოპოზიციის მიერ სახელმწიფო უწყებებზე ბოქლომების დადებას.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი

"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ დევიდ ნორქვისტმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ტყემალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ შოუს მოწყობის და სხდომის ჩაშლის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდათ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციის წარმომადგენელთან ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„სმარტი“ „ტრუჩილოს“ იტალიური ყავების არჩევანს ზრდის

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში იტალიური „ტრუჩილოს“ ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა და „სმარტში“ „ტრუჩილოს“ ყავების არჩევანი მნიშვნელოვნად გაზარდა.

მერაბ ქვარაიას ბიურო ოპოზიციონერებმა ვერ დააბოქლომეს

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შენობაში შეღწევას და მაჟორიტარის ბიუროს კარზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ.

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

ირაკლი ღარიბაშვილი პენტაგონში ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სტუმრობა პენტაგონში ოფიციალური ცერემონიალით აღინიშნა.

სახალხო დამცველი: 19-20 ნოემბრის სასამართლო განხილვებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა საბჭოთა პერიოდის სასამართლოს ხარვეზები

სახალხო დამცველი 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს  ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

“პატრიოტთა ალიანსმა“ მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსა

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანის ირმა ინაშვილის თქმით, 30 ნოემბერს სპორტის სასახლეში პარტია მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს.

აშშ-ის მისია ეუთო-ში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების მისია ეუთო-ში საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოიითხოვს.

„მარტივად იშიფრებით, მავნებლებო“ - ცოტნე ზურაბიანი „გაერთიანებული ოპოზიციის“ რამდენიმე ლიდერზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების ნაწილის ბიოგრაფიებიდან მცირე დეტალებს აქვეყნებს და წერს: ძალიან მარტივად, ძალიან გასაგებად, მხოლოდ ფაქტებით...

აქციის დაშლისას დაკავებული პირების ნაწილმა პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულთა ნაწილმა პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.