გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, აღნიშნული შესაძლებელი გახდა ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით სხვადასხვა ორგანიზაციათა ჩართულობით მიმდინარეობს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალმთიანი რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რისთვისაც ხორციელდება მრავალრიცხოვანი პროექტები, რომლის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტი.


„ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის რეგიონში მცხოვრებთა ცხოვრების დონის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მთის სოფლების ინტერნეტში ჩართვა ხელს შეუწყობს ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებას. გარდა ამისა, აღნიშნული ზამთარში კლიმატური პირობების გამო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის გარესამყაროდან იზოლაციის დაძლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, მაღაროსკარისა და უკანა ფშავის ხეობების, ასევე ბარისახოს და ე.წ. გორშეღმის ხეობებში (გუდანისა და როშკის მიმართულებების გარდა) ქსელის აგება და აბონენტების ჩართვა დასრულდა სრულად, მიმდინარე პერიოდში სატესტო რეჟიმში ჩართულია 120 აბონენტი.


ასევე განხორციელდა ფასანაური-წინამხარი-კიტოხის მაგისტრალის დასრულება გუდამაყრის ხეობაში, გუდამაყრის ხეობის სოფლების უმეტესობა მზადაა ჩასართავად ინტერნეტში, რომელიც ეტაპობრივად დაიწყება; ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების შედეგად ფართოზოლოვანი ინტერნეტით იქნება დაფარული ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი; 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი. პროექტის ბენეფიციარებია ააიპ „მთის სათემო ქსელი“, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA), ISOC-ის ევროპის ოფისი, სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია, ჩეხეთის საელჩო საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტი, კომპანია „ვეონი საქართველო“, შპს „ინტელკომ ჯგუფი“, შპს „დიგიტალ ტექნოლოგი“, შპს „სქაიტელი“ და შპს „ენბი ნეტი“.


თელავში ალპურ ზონაში ტყე იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონაში ტყის ხანძარია. 

ჯანდაცვის მინისტრმა იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ წარადგინა.

ნათია თურნავა: „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ამოქმედება პორტებსა და გადამზიდავ კომპანიებს საქმიანობას გაუდვილებს

"საქართველოს მთავრობა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ყველა იმ სექტორში, სადაც საქმე ეხება ჩვენი სერვისების მიწოდებას ბიზნესისთვის, რათა გავუადვილოთ ბიზნესს სახელმწიფოს სერვისებით სარგებლობა, შევამციროთ ბიუროკრატია და გავხადოთ უფრო ეფექტური ჩვენი მუშაობა".

გიორგი გახარია: ქვეყნის უსაფრთხოების გარეშე ხვალინდელ დღეზე მსჯელობა საკმაოდ პირობითი იქნება

"საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა და ის განსაკუთრებით კრიტიკული და მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო.

 
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ვოლსკი საარჩევნო სისტემის ცვლილების პროექტის კენჭისყრამდე ფრაქციების ლიდერებს კონსულტაციას სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ფრაქციების ლიდერები დეპუტატების ოთახში დაიბარა.

ყინწვისი - გვერძინეთი - ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები რეგიონებში მოსახლეობას „ერთი სარკმლის პრინციპით“ მოემსახურება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად, გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას დაესწრო.

მამუკა მდინარაძე: გულწრფელად გვჯერა, რომ 2020 წლის არჩევნებს მოვიგებთ

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიას გამარჯვების მოლოდინი აქვს. 

საბანაძე კინოჩვენებასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე: შს სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ორივე მხარის ინტერესი დაეცვა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ თბილისში
გამართულ აქციებზე პოლიციამ ყველა მხარის გამოხატვის უფლება მაქსიმალურად დაიცვა. 

ნუკრი ქანთარია: გადაწყვეტილება, რაც ვთქვით, შევასრულოთ და მივხედოთ საქმეს

პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ნუკრი ქანთარია მისი გუნდის წევრებს საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილავს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მხარს უჭერს მას, ვინაიდან აღნიშნული უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების წონის თანაბრობას, ნაკლებ დაკარგულ ხმებს, მიღებული ხმების საპარლამენტო მანდატებში პროპორციულად ასახვასა და პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში.

კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება

"კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"თამბაქოს კულტურას განადგურება ემუქრება" - მცირე მეწარმეები ქედაში აქციას მართავენ

თამბაქოს ნაწარმის დაფასოების გარეშე რეალიზაცია და სამედიცინო შემიწმების აუცილებლობა გააპროტესტეს მცირე ფერმერებმა ქედაში.

 
თამარ ჩუგოშვილი: ამ ეტაპზე, კამათი იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემაა ქვეყნისთვის მისაღები, უადგილოა

"ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალიან კონკურენტულ გარემოში, ძალიან სამართლიან საარჩევნო შეჯიბრში და სამართლიანი წესების პირობებში, მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ განსაზღვროს, თუ როგორ უნდა რომ გადანაწილდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და, შესაბამისად, ძალაუფლება ქვეყანაში".

კახა კალაძე: თბილისში სასმელ წყალს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და მას პრობლემა არ აქვს

თბილისის მერის კახა კალაძის განაცხადებით, დედაქალაქში სასმელ წყალს პრობლემა არ აქვს და შესაბამისი კომპანია ლაბორატორიულ კვლევებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს.

"შენ ხარ ნაძირალა", "განანებ მაგრად", "შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ" - პარლამენტში სესია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს განიხილავენ, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ და დამოუკიდებელ დეპუტატებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა

"თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე: ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს

„ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს, თორემ საკუთარი სახელით საარჩევნო მარათონში შემოსული ეს ვაჟბატონები რომ 5 პროცენტსაც ვერ აიღებენ, ამას სულ არ ჭირდება ცესკო და სოციოლოგია“, - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.