თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა

დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, კალათბურთელები, მწვრთნელები, გუნდის ექიმები, თსუ კალათბურთის გუნდის ფანკლუბის წევრები დაესწრნენ.


თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი წამყვანი გუნდი ქართულ კალათბურში და ძალიან კარგია რომ შევძელით დაბრუნება სუპერლიგაში.


"დუდუ დადიანის თასი კარგი ჯილდო და მოტივატორია იმისთვის, რომ უკეთესი შედეგები დავდოთ. ზოგადად მიმაჩნია, რომ საუნივერსიტეტო კალათბურთი და სპორტი არის ქვაკუთხედი დიდი სპორტის განვითარების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩაბმული სპორტში, რადგან იგი ჯანსაღი ცხოვრების წესია. მივესალმებით ნებისმიერ გამარჯვებას, რომელიც მოტივაციას გაუჩენს სხვას, რომ გახდეს უფრო სპორტული,“- აღნიშნა თსუ რექტორმა. კალათბურთელებს მადლობის სიგელები თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ხარჯავანიძემ გადასცა.


თსუ საკალათბურთო გუნდის მომავალ გეგმებზე ისაუბრა კალათბურთელმა გიორგი კორსანტიამ:


"ჩვენი გუნდი ახალი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, გვყავს ახალი სამწვრთნელო შტაბი. ჩვენი მიზანია შევთამაშდეთ, ერთმანეთს უკეთ გავუგოთ. შემდეგ, რაც შეიძლება ოპტიმალურ ფორმაში შევიდეთ და მოვახერხოთ, რომ რეგულარულ სეზონში მაღალი ადგილი დავიკავოთ და ფლეი ოფში მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. პირველ რიგში, ოთხეულში გავიდეთ და მაქსიმუმი იქნება ჩემპიონობა."


ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 45 წლის განმავლობაში თსუ საკალათბურთო გუნდების მწვრთნელი ნუგზარ მარკოიშვილი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვისუნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.


"უნივერსიტეტს ძალიან დიდი ტრადიცია აქვს, მისი დაარსებიდან მოყოლებული კალათბურთი ყოველთვის იყო მაღალ დონეზე. მადლობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას,რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის,რომ უნივერსიტეტის კალათბურთი იყოს შესაბამის სიმაღლეზე,"-განაცხადა ნუგზარ მარკოიშვილმა.


"ვულოცავ უნივერსიტეტს ამ დიდ წარმატებას და ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არამედ სხვა უნივერსიტეტებიც ჩაებან იმ ფერხულში, რასაც ქართული კალათბურთის სამსახური ჰქვია. ვფიქრობ, შორს არ არის ის დრო, როცა სუპერლიგაში მხოლოდ და მხოლოდ თსუ არ იქნება წარმოდგენილი,"- აღნიშნა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.


დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის ფინალში თსუ-ს კალათბურთელებმა ბათუმის გუნდი ანგარიშით 87:69 დაამარცხეს. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად თსუ-ს ცენტრფორვარდი გიორგი კორსანტია დასახელდა.


შსს: პარლამენტთან აქციაზე, დაახლოებით, 5500 მოქალაქე იმყოფებოდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაახლოებით 5500 მოქალაქე იმყოფებოდა.

ლევან ნიკოლეიშვილი: სახელმწიფო შენობების პიკეტირება, ეს ნიშნავს დესტაბილიზაცის მოწყობას

„სახელმწიფო შენობების პიკეტირება, ეს ნიშნავს დესტაბილიზაცის მოწყობას“, - განაცხადა ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

წყალტუბოში ხანძარია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტერიტორიაზე ხანძარია.

მერაბ ქვარაია: თქვენ ერთხელ უკვე ამოაყირავეთ ეს ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას არავინ მოგცემთ

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით უსუფაშვილი: სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს

"სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი", - ამის შესახებ  "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა  პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლა.

სიმონ ნოზაძე: რას ჰქვია პარლამენტში მუშაობის საშუალება არ მოგვეცემა?!

„რას ჰქვია პარლამენტში მუშაობის საშუალება არ მოგვეცემა?!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი: სტრატეგიული ამოცანაა, ოპოზიციის ერთიანობა არ დაიშალოს

„30 წელიწადია ვდგავართ აქ და  თუ ცოცხალი ვიქნები კიდევ 30 წელიწადი დავდგები იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიოთ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

რომან კაკულია: როდესაც კონსტიტუციური შენობის ბლოკირებას იწყებ, დიალოგის გზას სპობ

"ქართული ოცნების" დეპუტატის რომან კაკულიას განცხადებით, "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე მოვლენები დიალოგის რეჟიმში უნდა გადაწყდეს.

ევექსი ჰოსპიტლების 3 000 ექიმი ოკუპანტების მიერ კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებას საქართველოს 6 რეგიონში გააპროტესტებს

ევექსი ჰოსპიტლები ახალგორში პაციენტის სამკურნალოდ ჩასული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინცინდენტი მოხდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხადა. სამართალდამცველების თქმით, ნასვამ მოქალაქესა და აქციის მონაწილეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციამ კარვები პარლამენტის ყველა შესასვლელთან გაშალა

ოპოზიციამ კარვები პარლამენტის გვერდით შესასვლელთანაც გაშალა.

 

 
ატენის ქუჩაზე სამი ადამიანი მოკლეს

თბილისში, ატენის ქუჩაზე სამი ადამიანი მოკლეს. მომხდარი "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მამუკა მდინარაძე: თუ აქციაზე იქნება კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, სახელმწიფო მას კანონს დაუპირისპირებს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სახელმწიფო, პარლამენტის პიკეტირებას და მთავრობისთვის მუშაობისთვის ხელის შეშლას არ დაუშვებს.

ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინა

პარლამენტის შესასვლელები ჯაჭვებით არის ჩაკეტილი. საკანონმდებლო ორგანოს ბოქლომები სიმბოლურად "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ დაადეს.

სალომე სამადაშვილი: დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყება

„საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის პიკეტირება მოახდინოს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს კირილის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ჩვენ მორიგჯერ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ თავისუფალ არჩევანს ვერ წაგვართმევს",- ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, რესპუბლიკურ მოედანზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

ქეთევან ციხელაშვილი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარო, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.