ნათია თურნავა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი რეალურ ბრენდად იქცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ მნიშვნელოვანია საქართველოს, როლი განახლებული აბრეშუმის გზის ფარგლებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი წელს მესამედ ტარდება დედაქალაქში და მისდამი ინტერესი სულ უფრო იზრდება.


"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე რეალურ ბრენდად იქცა. წელს ჩვენ მესამედ ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. როგორც იცით, ჩამოსულია  60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი მონაწილე. ფორუმი სხვადასხვა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, იმსჯელონ ასეთ ფორმატში მთავრობებს შორის, ბიზნესს შორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან დერეფნის მომავალზე, როგორ გავხადოთ ის უფრო მიმზიდველი, უფრო კონკურენტუნარიანი როგორც ტვირთებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, ტურისტებისთვის,  საინფორმაციო ნაკადებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ ეს ხდება თბილისში და ეს არის მესამე ფორუმი, რომელსაც წელს ვმასპინძლობთ და რომლის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.


"ყოველივე ეს მოწმობს, რომ ფორუმი წარმატებულია", - ამბობს ნათია თურნავა.


თბილისში დღეს მუშაობა დაიწყო "აბრეშუმის გზის ფორუმმა", რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით  ტარდება. ფორუმი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.


ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა  და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,    აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში 200-ზე მეტი B2B შეხვედრა გაიმართება.


ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.


ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელები საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის თემებზე.


კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები მარტინ სკორსეზეს ფილმებით გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 16 ნოემბრიდან მარტინ სკორსეზეს ფილმებით გაგრძელდება. 

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში დღეს საარჩევნო სისტემის ახალ კანონპროექტს წარადგენს

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტს დღეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარუდგენს.

ქართული ოცნება -კონსერვატორების" გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის შესახებ დღეს გახდება ცნობილი

დარჩებიან თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში, დღეს გახდება ცნობილი. 

ადამ კიზინგერი: ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას სოციალური ქსელით ეხმაურება. 

დევიდ კრამერი: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პასუხისმგეგბლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

 

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დღეს განახლდება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება. 

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

გიორგი კვირიკაშილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩაგდებას, რომელიც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას შეეხება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს

"წადი, წადი" - ამ შეძახილებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებმა სოლოლაკში, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის სახლთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა კარვები გაშალეს, აქციის მონაწილეების ნაწილმა კი, აქციის გაგრძელება ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაწყვიტა.

 
"ქართველი საზოგადოება არ არის ამის ღირსი" - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი რუსთაველზე აქციას შეუერთდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

"ქართული ოცნება -კონსერვატორების" გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი

დარჩებიან თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში, ხვალ გახდება ცნობილი.

თბილისის მერი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე: ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ  20 ივნისის მოვლენების განმეორება არ უნდა დაუშვას და ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. 

ირაკლი კობახიძე: ენას ძვალი არ აქვს, ოპონენტებს შეუძლიათ ყველაფერი თქვან

"ნაციონალური მოძრაობა" "მელკი" ტყუილებით არის გამორჩეული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

კობახიძე უზენაესის კანდიდატებზე: არ ვფიქრობ, რომ ოცივე კანდიდატი იქნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი

დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არ იქნება მხარდაჭერილი.

ირაკლი კობახიძე: ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ვითარების გამძაფრებას ცდილობენ.

საქართველოს დელეგაცია პარიზში "UNESCO"-ს გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, პარიზში 2019 წლის 12 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე მიმდინარე "UNESCO"-ს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაში მონაწილეობს.

ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, 12-14 ნოემბერს სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

გია ვოლსკი: არ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, მაგრამ ასეც რომ იყოს, ქვეყანას დავაზიანებთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ქვეყანას დააზიანებს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია - „ქართული ხელოვნება, ეპოქები და ტენდენციები“ გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება გაიხსნება.