გიორგი გაჩეჩილაძე: 2009-2012 წლებში სასამართლომ მოსახლეობას 460 მილიონი ლარი დააკისრა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ მიდგომებზე 


"სამართლიანობა ერთ-ერთი ძირითადი საკითხია, რომელიც მოსამართლეებთან და სასამართლო სისტემასთან არის დაკავშირებული, აქედან გამომდინარე, თეორიული მსჯელობები კარგია, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ როცა სამართლიანობა არ არის და მისი ძირითადი ღერძი - სასამართლო არ არის შესაბამის დონეზე, ეს მარტო თეორიაში კი არ, პრაქტიკაშიც აისახება, ადამიანების ბედზე, მათ სიცოცხლეზე და საკუთრებაზე აისახება. შეგახსენებთ იმ სტატისტიკას, რომელიც 2012 წლის ჩათვლით სასამართლო სისტემასთან არის დაკავშირებული.


მარტო საპროცესო შეთანხმებებით, გირაოთი და ასე შემდეგ, რომელსაც სასამართლო ანიჭებდა მოსახლეობას, 2009 წლიდან 2012 წლის განმავლობაში, როგორ გგონიათ, რამდენი დააკისრა სასამართლომ მოსახლეობას? 460 მილიონი ლარი! ეს ციფრი ასეთ პატარა და გაჭირვებულ ქვეყანაში ბუნებრივია ამ ციფრმა თავისი გამოხატულება ჰპოვა ადამიანების ცხოვრებასა და სიცოცხლეზე. ერთი მაგალითი პარლამენტის წევრი, გიგა ბუკია იყო, რომელსაც 177 ათასი ლარი დაარიცხეს და რომელმაც ბინა დაკარგა ამის გამო. ამისთანა იცით რამდენია? 2013 წელს გამოქვეყნდა გაეროს შეფასება საქართველოში მოწყვლადობასთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარია 2011-2012 წლების მდგომარეობაზე და მისი მონაცემებით 80 ათასი უსახლკარო არსებობდა ქვეყანაში და აქედან საკმაოდ სერიოზული ნაწილი სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებებით იყო ქუჩაში გამოყრილი“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს კირილის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველ ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ჩვენ მორიგჯერ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ თავისუფალ არჩევანს ვერ წაგვართმევს",- ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, რესპუბლიკურ მოედანზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

ქეთევან ციხელაშვილი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარო, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

გია ვოლსკი: პარლამენტის პიკეტირება გამოხატულებაა იმ ადამიანების პოლიტიკისა, რომლებიც აქციებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისში შეკრებილმა უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. როგორც ვოლსკიმ "ოცნების" ოფისთან განაცხადა, მათ შორის, საუბარი შეეხო ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტს.

ია მეტრეველი: დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდოსტატის მარჯვენა“ გამახსენა

„დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდ ოსტატის მარჯვენა“ გამახსენა“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ბაქრაძე: დღევანდელი აქცია თავისი შინაარსით მშვიდობიანი იქნება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე სამოქალაქო პროტესტი არის იმის დასტური, რომ საზოგადოება "ქართულ ოცნებას" ტყუილს არ აპატიებს.

პროტესტის მეოთხე დღე - რუსთაველზე საპროტესტო აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო. 

გიორგი რურუა: უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება

„უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება“, - აცხადებს ტვ „ფორმულასთან“ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი რურუა.

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.

პატრიარქი: რთულ დროს ვცხოვრობთ, ყველაფერი არამყარია და ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

აჭარაში, სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

პარლამენტის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

პარლამენტის შენობაში და ეზოს გარეთ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

"აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 
საპატრულო პოლიციის უფროსი: განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ. 

ახალციხე-ადიგენის გზაზე მანქანა დაიწვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას კახეთიც უერთდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ჩალაუბნის პოლიციის გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს. 

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება.

საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანები“ და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

უცხოური მედიის ინფორმაციით, შეტაკება მაშინ, მოხდა როდესაც მოძრაობის წევრები  საპროტესტო აქციის ერთი წლისთავს აღნიშნავდნენ.