პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დიდი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე.

2019 წლის 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოადგინეს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება, წარმოდგენილ მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.


აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას.


მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.


ამასთან, საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას.


ღუდუშაურის კლინიკა: 2008 წლის აგვისტოში ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა კლინიკაში

აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის კლინიკა საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 

საქალაქო სასამართლოში აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო.

შესაძლოა, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას

შესაძლოა, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას, სადაც როგორც მოთამაშეს, შესაძლებლობა ექნება, თავისი განცადების საფუძელზე მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა, ასევე მისი ოჯახის წევრი იქნება უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.

25 წლამდე ასაკის პირებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, შესაძლოა, აეკრძალოთ

25 წლამდე ასაკის პირებს, შესაძლოა, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალოთ.

ხვალიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

ხვალიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.

კახეთში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა. მოპედს, რომელსაც მოზარდი მართავდა, ჯერჯერობით დაუდგენელი პირი შეეჯახა.

მაჟორიტართა ნაწილი ხუნდაძის კაბინეტში თათბირობს

მაჟორიტართა ნაწილი ხუნდაძის კაბინეტში თათბირობს - ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

მიმდინარე წლის 10 თვეში წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიების ფარგლებში 2290 სამუშაო ადგილი შეიქმნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოს, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონი გამოცხადებული აქვს 459 ობიექტზე.

გიორგი კახიანმა, შესაძლოა, ვიცე სპიკერის თანამდებობა დაიკავოს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი შესაძლოა პარლამენტის ვიცე - სპიკერი გახდეს.

კახა კალაძე „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებთან გაფართოებულ შეხვედრას გეგმავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებს შეხვდება.

გერმანიის ელჩი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე: უკანონოდ არავინ უნდა დააკავონ

„არავინ უნდა დააკავონ უკანონოდ, იმედია მალე გაათავისუფლებენ“, -ასე გამოეხმაურა  გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებას.

კონფლიქტოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილზე: არ მგონია, დიდხანს დატოვონ ციხეში, ვითარების დამძიმებას ცდილობენ რომ მერე გათავისუფლება დაგვამადლონ

"30 წელია ამ სფეროში ვარ და არ მახსოვს, ასეთი გამომწვევი ნაბიჯი ყოფილიყო", - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა "პირველთან" საუბარში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ფარდების თანამედროვე ტენდენციები - სად უნდა შეიძინოთ ფარდა ყველაზე იაფად

ოთახის სტილსა და ინტერიერს ბევრი დეტალის ერთობლიობა ქმნის, თუმცა ერთერთი მნიშვნელოვანი დეტალი ინტერიერში-ფარდაა. სწორად შერჩეული ფარდა, ოთახს ვიზულის გარდა, განსაკუთრებულ კომფორტსაც უქმნის. გაგაცნობთ თანამედროვე ტრენდებს ფარდაში.

რაჭის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

რაჭაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ "პირველს" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.

პირს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით მოქალაქეს სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა 4 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: ძალიან დიდი გამოცდაა სახელმწიფოსთვის, თუ რას მოიმოქმედებს მის გადასარჩენად

"ძალიან დიდი გამოცდაა სახელმწიფოსთვის, თუ რას მოიმოქმედებს მის გადასარჩენად",-ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა. 

ქართული გალობის ანთოლოგია პრინსტონის უნივერსიტეტს საჩუქრად გადაეცა

ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის ანთოლოგიის რვატომეული პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გიორგი დონაძემ გადასცა.

ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

დიდი ხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!

შავი პარასკევი ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. თითქმის ყველა ბრენდი თუ მაღაზია, მასშტაბურ ფასდაკლებებს და განსაკუთრებულ აქციებს სთავაზოვს ყველას. შესაბამისად მომხმარებლებს უმეტესობა განსაკუთრებულად ემზადება ნოემბრის ბოლო კვირის პარასკევისთვის, რომელსაც "შავ პარასკევს" ვეძახით!

პირველი ნოემბრიდან დღემდე ქიმწმენდის ვაუჩერით 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა

ტაქსების უფასო ქიმწმენდის ვაუჩერით მეორე ეტაპზე,  1 ნოემბრიდან დღემდე 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.