გრიგოლ ლილუაშვილი: საჯარო მოხეელების 90% ბულინგის მსხვერპლია

"თუკი პოლიტიკოსები გადაწყვეტენ რომ უნდა ისაუბრონ მაღალ პოლიტიკურ დონეზე რუსეთის შესაბამის წარმომადგენლებს, ეს რა თქმა უნდა გაგვიიოლებს პროცესს, რომ დეოკუპაციისკენ გადავდგათ ნაბიჯები. მე ამაში ვერაფერს საბულინგოს ვერ ვხედავ, თუმცა ამ ბულინგის მსხვერპლია 90% საჯარო მოხეელებისა", - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, "თუ მტერთან საუბარი არ ვისწავლეთ ისე როგორც საჭიროა, ნაკლები შანსი გვაქვს რაიმეს მივაღწიოთ დეოკუპაციის მიმართულებით".


"საგარეო და საშინაო პრაგმატული პოლიტიკის გატარების კვალობაზეა ეს მშვიდობა, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, შესაბამისად, უფრო მეტი შანსი ჩნდება ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა, რაც აძლიერებს ჩვენი უსაფრთხოების გარემოს, ჩვენი უსაფრთხოების დამცავ სფეროს, რაც პირველი უპირატესი წინაპირობაა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის არსებობისა, რასაც ესე ადვილად ვერ ეხება ჩვენი მტრულად განწყობილი მეზობელი. შესაბამისად, ის ბულინგი, რომ თუკი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის გამტარებელ პირებთან მოხდება რაიმე სახის შეხვედრა და კომუნიკაცია, ეს ბუნებრივია არ უნდა ჩაითვალოს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად, ვინაიდან თუ ჩვენს ინტერესებს ჩვენ ვერ მივხედავთ, ამას ვერ გააკეთებს ვერც ერთი მეგობარი ქვეყანა ჩვენთვის, შესაბამისად, თუ მტერთან საუბარი არ ვისწავლეთ ისე როგორც საჭიროა, როგორც ცივილურ სამყაროში ხდება, ისე ვფიქრობ ნაკლები შანსი გვაქვს რაიმეს მივაღწიოთ დეოკუპაციის მიმართულებით. ჩვენ ჩვენი სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში IPRM-ის შეხვედრებზე რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვაქვს, ჩვენს მომლაპარაკაბელ მხარეს ვგულისხმობ, კომუნიკაცია აქვს იქეთა მხრიდან წარმოდგენილ მომლაპარაკებლებთან, მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები.


ჩვენ მათთან ვსაუბრობთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით.  ეს დიალოგი გვაქვს, თუმცა ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები და მოხდეს დანაშაულის პრევენცია. ეს არის ლოკალური ხასიათის შეხვედრები. თუ კი პოლიტიკოსები გადაწყვეტენ რომ უნდა ისაუბრონ მაღალ პოლიტიკურ დონეზე რუსეთის შესაბამის წარმომადგენლებს, ეს რა თქმა უნდა გაგვიიოლებს პროცესს, რომ დეოკუპაციისკენ გადავდგათ ნაბიჯები. მე ამაში ვერაფერს საბულინგოს ვერ ვხედავ, თუმცა ამ ბულინგის მსხვერპლია 90% საჯარო მოხეელებისა, მათ შორის პოლიტიკოსების",- განაცხადა ლილუაშვილმა.


ირაკლი ლატარია: იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები

„იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები“, - აცხადებს ექსპერტი ირაკლი ლატარია მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე 10 კანდიდატი დარეგისტრირდა.

ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტართა ჯგუფის ინიციატივაზე: თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ

„თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რომ ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ“ - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრები ლიკვიდირებულია

ამ დროისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხანძრები ლიკვიდირებულია. 

ხუნდაძე: თუ განაწყენებულია საზოგადოება, არ სჭირდება ოპოზიციას ბოქლომებით სირბილი, იქნება არჩევნები

„2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებით, ჩვენ პრაქტიკულად ხელი შევუშალეთ ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას სუსტი მთავრობის ფონზე“,  -ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი: მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივა დემოკრატიული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა 

„მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ პრინციპზე გადაყვანას გულისხმობს, ყველაზე დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა“, - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი „დღის ქრონიკაში“.

ქუთაისში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

ქუთაისში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა.

ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: საბანკო რეგულაციები კომპლექსურად არის გადასახედი

„საბანკო რეგულაციები კომპლექსურად არის გადასახედი“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ განუცხადა.

ნუგზარ რუხაძე: მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ყველანი პირადად არიან პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე, რა არის ამაში ცუდი?

„მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ყველანი პირადად არიან პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე, რა არის ამაში ცუდი?“- ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მაჟორიტარული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრა.

ოთარ ანგურიძე: ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს

„ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს“, -  ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე: აუცილებელია, ევროკავშირმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან საუბარი გამართა.

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, ყველა ინსტრუმენტი დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს

ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ქვეყანაში ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მედიასთან განაცხადა.

შოთა გულბანი: არა მგონია, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით არაეფექტურს უწოდებს.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ადეკვატური პასუხები ვერ მიიღო

მე ვფიქრობ, რომ ის გამოწვევები და პრიორიტეტები, რაც არის ეროვნული ბანკის მხრიდან, ადეკვატურად ვერ პასუხობს რეალურად არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის საპარლამენტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოცნების დეპუტატი V.S. კობა გვენეტაძე [ვიდეო]

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს.

გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს თავშესაფარი მისცა

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა ოფისმა (BAMF) მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლეს მ.ც.-ს და ოთხ შვილს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა და თავშესაფარი მისცა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel იტყობინება.

მიხეილ ყაველაშვილი: დადგა ქვეყანაში იმის დრო, ვისაუბროთ სარჩევნო პროცესზე და არა გადაგდება-არგადაგდებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დადგა იმის დრო, რომ დაიწყოს შინაარსობრივი მსჯელობა და მოქალაქეებზე ზრუნვა.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო დასკვნით ეტაპზე გადავიდა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულების, ლევან ქარდავასა და რევაზ შიუკაშვილის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

21 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 21 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.