აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა

აშშ- ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული "საქართველოს მხრდამჭერი აქტი", რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.


კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.


კანონპროექტს 31-მდე თანასპონსორი ჰყავდა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად დამტკიცებამდე, იგი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა ერთხმად მიიღეს.


საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ" საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას.


კერძოდ, კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალისმიერი გზით ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი მიმდინარე დაკავების, გატაცებისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს.


კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, და მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.


კონგრესი აშშ-ში შესვლის აკრძალვის, ქვეყნიდან გაძევების, ვიზისა, თუ აშშ-ში შესასვლელად საჭირო სხვა შესაბამისი დოკუმენტების არგაცემის/გაუქმების, შესაბამისი ტრანზაქციების დაბლოკვის/აკრძალვის და ფინანასური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით, ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში და 180 დღიან პერიოდში მინიმუმ ერთხელ, ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე კონგრესისათვის დეტალური ანგარიშის წარდგენას.


კანონპროექტით აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას გამოხატავს და ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.


კონგრესმენები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან. კანონპროექტი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად განსაზღვრონ მომავალი და დამოუკიდებლად აირჩიონ ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის სხვა ქვეყნებთან, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სხვა ქვეყნის მიერ ჩარევის, დაშინებისა, თუ ძალადობის გარეშე.


კანონპროექტის მიხედვით, აშშ-ის პოლიტიკა უნდა იყოს - საქართველოსთან კონსულტაციის გზით, გააძლიეროს საქართველოს მიერ საფრთხის თავიდან აცილების, წინააღმდეგობის გაწევისა და თვითდაცვის შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ქვეყნისადმი აშშ-ის შესაბამისი დახმარების გზით. საკანონმდებლო აქტით კონგრესი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის გზით, მოამზადოს და აშშ-ის კონგრესს წარუდგინოს აშშ-ის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში 2008 წლიდან გაწეული დახმარების, საქართველოს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების შეფასების ანგარიში და ასევე საქართველოს მიერ საფრთხის თავიდან აცილების, წინააღმდეგობის გაწევისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მომავალი ხუთი წლის სტრატეგია. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული, საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება.


დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. ამ კანონპროექტის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სხვა, აშშ-ის სხვა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის გზით, კონგრესს უნდა წარუდგინოს საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე ანგარიში.


კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ამ კანონპროექტის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, აშშ-ის სხვა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის გზით, ზემოხსენებულ საკითხზე აშშ-ის კონგრესს უნდა წარუდგინოს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თაობაზე ანგარიში.


როგორც შემდგომი ნაბიჯი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, იგი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში იგი კანონის ძალას შეიძენს.


იტალიაში აფეთქება მოხდა - დაღუპულია ოთხი ადამიანი

იტალიის კუნძულ სიცილიაზე, პიროტექნიკის საწყობში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაღუპულია 4 და დაშავებულია 2 ადამიანი. ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს. 

ზელენსკის თვითმფრინავი გაუმართაობის გამო ვერ აფრინდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ხარკოვიდან გაფრენა ვერ შეძლო.

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

დღეიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.

აქციის დაშლისას დაკავებულების ნაწილს პატიმრობა შეეფარდა

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული აქტივისტების ნაწილის, სასჯელის სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა.

ირაკლი ლატარია: იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები

„იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები“, - აცხადებს ექსპერტი ირაკლი ლატარია მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე 10 კანდიდატი დარეგისტრირდა.

ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტართა ჯგუფის ინიციატივაზე: თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ

„თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რომ ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ“ - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრები ლიკვიდირებულია

ამ დროისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხანძრები ლიკვიდირებულია. 

ხუნდაძე: თუ განაწყენებულია საზოგადოება, არ სჭირდება ოპოზიციას ბოქლომებით სირბილი, იქნება არჩევნები

„2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებით, ჩვენ პრაქტიკულად ხელი შევუშალეთ ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას სუსტი მთავრობის ფონზე“,  -ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი: მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივა დემოკრატიული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა 

„მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ პრინციპზე გადაყვანას გულისხმობს, ყველაზე დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა“, - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი „დღის ქრონიკაში“.

ქუთაისში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

ქუთაისში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა.

ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: საბანკო რეგულაციები კომპლექსურად არის გადასახედი

„საბანკო რეგულაციები კომპლექსურად არის გადასახედი“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ განუცხადა.

ნუგზარ რუხაძე: მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ყველანი პირადად არიან პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე, რა არის ამაში ცუდი?

„მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ყველანი პირადად არიან პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე, რა არის ამაში ცუდი?“- ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მაჟორიტარული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრა.

ოთარ ანგურიძე: ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს

„ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს“, -  ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე: აუცილებელია, ევროკავშირმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან საუბარი გამართა.

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, ყველა ინსტრუმენტი დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს

ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ქვეყანაში ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მედიასთან განაცხადა.

შოთა გულბანი: არა მგონია, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით არაეფექტურს უწოდებს.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ადეკვატური პასუხები ვერ მიიღო

მე ვფიქრობ, რომ ის გამოწვევები და პრიორიტეტები, რაც არის ეროვნული ბანკის მხრიდან, ადეკვატურად ვერ პასუხობს რეალურად არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის საპარლამენტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.