ნათია თურნავა: ჩვენი ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება გახსნილობას, უპირატესობის მინიჭებას უცხოური ინვესტიციებისთვის

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თემატურ პანელზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში შექმნილ ბიზნესკლიმატზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნული მიმართულებებით მთავრობის ხედვა წარმოადგინა:


„საქართველო არ გახლავთ მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყანა, ჩვენ მცირე ბაზარს წარმოვადგენთ და რა თქმა უნდა, იმისათვის რომ უფრო მიმზიდველები გავხდეთ, ჩვენი ბიზნესმოდელის, ბიზნესკლიმატის ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება გახსნილობას და უპირატესობის მინიჭებას უცხოური ინვესტიციებისთვის. იმ თვალსაზრისით, რომ ასევე ვიყოთ ლიბერალურები და მიმზიდველები, მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა. ჩვენ კარგი მაჩვენებლები გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ჩვენ გაგვაჩნია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელ რეგიონში და საქართველოს ეკონომიკა ამტკიცებს თავის მდგრადობას სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური შოკების თვალსაზრისით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი მაჩვენებლებით, ჩვენ შემდეგი ხუთი წლის პერსპექტივით, საშუალოდ 5%-ით ვიზრდებით, რაც ძალიან შთამბეჭდავია და კარგი ინდიკატორია, ასევე კარგი გზავნილი ინვესტორთა გლობალური თემისთვის, რომ საქართველო ღირებული ადგილია, სადაც ინვესტიციების გაკეთებაა შესაძლებელი",- განაცხადა ნათია თურნავამ. 


თურნავამ აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა არ წარმოადგენს მთავრობის ერთადერთ აქცენტს და მთავარი აღნიშნული ზრდის ტემპების ინკლუზიურობაა.


„კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეკონომიკური ზრდა არ გახლავთ მხოლოდ ფოკუსირებული და ერთადერთი აქცენტი ჩვენი პოლიტიკისა. როგორც პრემიერმა თავის შესავალ სიტყვაში ბრძანა, არა მხოლოდ ზრდის ტემპი, არამედ ხარისხიც უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა შექმნას დამატებითი დასაქმების საშუალებები, და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა მხარდაჭერილი იყოს სტრუქტურული რეფომებით“,- აღნიშნა თურნავამ. 


თემატურ პანელზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და შესაბამისი ბაზრის პოტენციალის ათვისებაზე გაამახვილა ყურადღება.


„მინდა გავაჟღერო თავისუფალი ვაჭრობის დღის წესრიგი, რადგან ეკონომიკური ზრდა ჩვენთან ძირითადად ექპორტითა და ინვესტიციებითააა წახალისებული და თავისუფალი ვაჭრობის რეფორმების ეტაპობრივი შესრულებით. ჩვენი კანონმდებლობის დაახლოება ევროპის სტანდარტებთან ეს გახლავთ ძირითადი საფუძველი ჩვენი მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებისთვის, ჩვენი ბაზრის დივერსიფიკაციისთვის და ყველა იმ შესაძლებლობის სრული გამოყენებისთვის, რასაც ყოვლისმომცველი და ღრმა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულება გვაძლევს.“ -განაცხადა მინისტრმა.


 


თამარ გაბუნია: მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც "კორონავირუსის" რისკი მაღალია

​ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია "კორონავირუსის" გამო მოგზაურობის შეზღუდვაზე განმარტებას აკეთებს. 

 
ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილის გადავარდის შედეგად სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა 

ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილი გადავარდა. 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვან მეგობრობას.

ზაზა შათირიშვილი: ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას

"ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მეუფე გრიგოლი მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეწყვეტაზე: ეს არ იყო შურისძიება

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ მამა ანდრია სარიამ, რომელსაც, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ჩამოერთვა მღველმსახურების უფლება, ეს გზა თავად აირჩია.

სოფელ გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დაიწყო

სოფელ გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში, გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

ღამის კლუბ "შავი ვარდის" მენეჯერი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, ჩადენილი ძალადობით,
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება- ოპოზიციის  მორიგი შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ზაზა შათირიშვილი კონგრესმენების წერილებზე: ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს

"ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

ცაგერში საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - მესამე მამაკაცის ცხედარიც იპოვეს 

ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამივე მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

თორნიკე მამალაძე: გორგი მამალაძის გათავისუფლების შემთხვევაში პატრიარქის კერპი დაიმსხვრევა 

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს - საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე.

გენადი არველაძე: სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებაა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილი: თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.  

 
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. 

"კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, "კორონავირუსის" შედეგად ჩინეთში 56 ადამიანი დაიღუპა. 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. 

გიორგი ვოლსკი: ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ხელისუფლების მისამართით აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომლებიც აღნიშნულ წერილებს დაედო საფუძვლად.

გიორგი ვოლსკი: „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება

გიორგი ვოლსკის მიიჩნევს, რომ „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება.