ENKA Power-ის გენერალური დირექტორი: საქართველომ ბიზნესის წარმოებისთვის კეთილგანწყობილი გარემო შექმნა

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის მშენებლობის და გაფართოების პროცესის დროს და მოგვიანებით, ნამახვანის პროექტის განვითარებისას, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა გლობალური ინტეგრაციის მიმართულებით, შექმნა რა კეთილგანწყობილი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის“ - ამის შესახებ თბილისის აბრეშუმის გზის მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობის პანელზე ENKA Power-ის გენერალურმა დირექტორმა ფატიჰ გიუვენმა განაცხადა.

თურქეთში დაფუძნებული უმსხვილესი გლობალური საინჟინრო-სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, გამჭვირვალეობა და საინვესტიციო გარემოს მხარდაჭერის მიმართ მთავრობის უცვლელი პოზიცია არის ძირითადი ფაქტორები ინვესტიციების მოსაზიდად. 


მისი შეფასებით, აღნიშნული წამყვან პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში.


„აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი დაემთხვა ნამახვანის პროექტის დაწყებას, შემდეგ შეიცვალა მთავრობა, მინისტრები, კანონები, მაგრამ ერთგულება გახსნილი ბაზრის მიმართ, უკეთესი საინვესტიციო გარემოს შექმნის მისწრაფებები არ შეიცვალა, რაც ძალზედ აღსანიშნავი იყო ჩვენთვის. გამჭვირვალეობა და შესაბამისობის დონე სამთავრობო სექტორში გახლავთ ძირითადი ფაქტორები ინვესტიციების მოსაზიდად და ჩვენ დავინახეთ რომ ეს იყო აღქმული, როგორც ერთ ერთი წამყვანი პრიორიტეტი საქართველოში.“ - აღნიშნა გიუვენმა.


ENKA Power-ის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების მიმზიდველობასა და ენერგეტიკული სექტორის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა.


„საქართველოს არ სჭირდება მრავალი სტიმულების შექმნა, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ლიდერის პოზიცია ბიზნესის წარმოების სიმარტივის და პირდაპირი ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენთვის ენერგოდამოუკიდებლობაც გახლავთ ძირითადი ფაქტორი სტაბილურობისთვის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. ჰიდროენერგეტიკული შესაძლებლობებით საქართველოს ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. საქართველოს აქვს საუკეთესო შანსები მიაღწიოს ჰიდრო დამოუკიდებლობას, რასაც დასჭირდება ინვესტიციები, გადაცემის ხაზები, ქსელები, დიდი ჰიდრო პროექტების განხორციელება განახლებადი ენერგორესურსების თვალსაზრისით. ასევე, სტრატეგიული განლაგების თვალსაზრისით, საქართველო გახლავთ უნიკალური დერეფანი ტრანზიტული ნაკადისთვის ევროპიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით. მას სჭირდება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. საჭიროა პირდაპირი ინვესტიციები და საქართველო ამას მიაღწევს, არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ შესრულების თვალსაზრისით რეალიზებას.“- განაცხადა თემატურ პანელზე გამოსვლისას ფატიჰ გიუვენმა.


ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის მერვე მიკრორაიონში N23 - N11 - N9 - N6 კორპუსებს შორის არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თამარ გაბუნია "კორონავირუსზე":ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "კორონავირუსი" გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ამ გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა.

თამარ გაბუნია: ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონა ვირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით.

სოზარ სუბარი: "ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან

"ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან", - ამის შესახებ სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად განაცხადა.

სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია

"სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ სალითხებში სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა.

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ 

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. 

ქუთაისში მოხალისე ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს

ქუთაისში, ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს.

დიმიტრი ხუნდაძე კონგრესმენების კრიტიკაზე: წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი რეალობას აცდენილია

"წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი: იმედია, შერჩევითი სამართალი არ იქნება

ძველი თბილისის სამმართველოში, საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოიკითხა. 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. 

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში "კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ექიმია.  

პოლიციამ კახეთში მწყემსის მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

ალპანა-ცაგერის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო  ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

ვახტანგ მახარობლიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი განათლებისა და კულტურის დარგში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და ელჩი დავით ბაქრაძე შეხვდნენ მარი როისს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის დარგში.

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ყუმი-ღვედის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ქ. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.