მაია ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს კონკრეტული ურთიერთობები ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორუმზე შედგეს კონკრეტული ინტერაქცია, ჩამოყალიბდეს ურთიერთობები ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების ჩადებით".

ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 


ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ აქვს  კონკრეტული საქმიანი  შეთანხმებებისა და ურთიერთობების იმედი.


,,ფორუმის ფარგლებში 300-ზე მეტი  შეხვედრაა დაგეგმილი. ჩვენ გვაქვს საშუალება ხელი შევუწყოთ  ყველა დაინტერესებულ მხარეს გამონახონ შესაძლებლობები საქართველოში ბიზნესის საკეთებლად,  შემოიტანონ  ინვესტიციები.  არსებული პოლიტიკური ურთიერთობები მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამშრომლობის  განვითარებისთვის,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმში“  60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.


 


 


დიღომში ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დიღომში ქალი დაჭრეს

დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი დაჭრეს. 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი მკვიდრი დააკავეს.

ლენტეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქელეშბი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხვალ, 10 დეკემბერს ჯივიპი საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 10 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, კოსტავას და მიროტაძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ხვალ, 10 დეკემბერს ჯივიპი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 10 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე N42-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საფრანგეთში "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტი მიმდინარეობს

პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტი დაიწყო. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.

ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების ფორმატში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

 

კახა კალაძე: ჩვენი ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისის გაცილებით უკეთესი იყოს

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

გაეროს ოფისთან 10 დეკემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ვაკეში, გაეროს ოფისთან 10 დეკემბერს 12:30 საათზე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

"წინანდლის პრემიის" ლაურეატები 10 დეკემბერს გამოვლინდებიან

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 10 დეკემბერს 19:00 საათზე "წინანდლის პრემიის" ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

გიორგი ვოლსკი: ჩვენი ამოცანაა, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ სასამართლო იყოს ქმედუნარიანი

„ჩვენ ვხედავთ, რომ უზენაესს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება, თუმცა ჩვენი ამოცანა მაინც არის ის, რომ საუკეთესო კანდიდატურები შევარჩიოთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ იყოს სასამართლო იყოს ქმედუნარიანი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ომბუდსმენი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შიშები გვაქვს

"შიშები გვაქვს იმასთან დაკავშირებით როგორი იქნება ექიმ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა",- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

რიმა ბერაძე ჩუღურეთში მცხოვრებ 10 წლის კესარიას ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის ტრადიციული კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პატარები დეპუტატს საახალწლო სურვილებს უგზავნიან.

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ძალიან მძიმე და მტკივნეულია 

„ყველა შესაძლო არხი ჩართულია ოსურ და რუსულ მხარეებთან, კერძო პირებით დაწყებული, რუსეთის ფედერაციასთან ყველა ოფიციალურ დონეზე  კომუნიკაციით დასრულებული“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნასთან დაკავშირებით გააკეთა.

საპატრიარქო: დავით გარეჯში შემავალი "უდაბნოსა" და "ჩიჩხიტურის" მონასტერთა საკითხი გადაუჭრელი რჩება 

საპატრიარქო დავით გარეჯის საკითხს ეხმაურება.

მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთთან დაკავშირებით WADA-ს რეკომენდაციას გაითვალისწინებს

WADA სრულად აკონტროლებს სპორტულ ღონისძიებებზე დოპინგთან დაკავშირებულ საკითხებს და სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს იღებს, რომელსაც შემდგომ მსოფლიო სპორტული ორგანიზაციები ითვალისწინებენ.

Saudi Aramco ეფლის $500 მლრდ-ით უკან ჩამოტოვებას გეგმავს

როგორ პორტალი M2B წერს საუდის არაბეთის უდიდესი სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco 11 დეკემბერს ბირჟაზე გასვლას გეგმავს, რის შემდეგაც ის დღეს არსებულ უძვირეს კომპანია Apple-ის უკან, სავარაუდოდ, $500 მლრდ-ით ჩამოიტოვებს.

 
ლევან გოგიჩაიშვილი დადებითად აფასებს „ევროპაბეთის“ თვითრეგულირებას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის თანაავტორია, მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების პრეცედენტით ბიზნეს სექტორმა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფომ.

თამარ ჯაფარიძე Europabet-ის სოციალურ კამპანიაზე: ეს არის ტემპერატურის დასაწევად დაწყებული პროექტი

საზოგადოებრივი მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე „ევროპაბეთის“ მიერ სოციალური პროექტის - „პასუხისმგებლიანი თამაშის“ წამოწყებას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ეს ნაბიჯი დაგვიანებული და არასაკმარისია.