ელიოტ ენგელი: ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც თავდაცვისკენაა მიმართული

„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც თავდაცვისკენაა მიმართული", - განაცხადა კონგრესმენმა ნიუ იორკის შტატიდან ელიოტ ენგელმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

კონგრესმენის თქმით, ძლიერი ალიანსები და პარტნიორობა ხელს უწყობს ამერიკის გაძლიერებას და მისი უსაფრთხოების განმტკიცებას:


„ეროვნული უსაფრთხოებისთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა მეგობრებმა თავად შეძლონ თავის დაცვა მტრულად განწყობილი მოწინააღმდეგეებისგან, რაც განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყანას, როგორიცაა საქართველო, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის პრეზიდენტ პუტინის აგრესიას. 2008 წელს რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რითაც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და ხელყო საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. დღესაც, თითქმის 10 წლის შემდეგ, რუსეთი აგრძელებს თავდასხმას საქართველოზე: კიბერშეტევა, დეზინფორმაციის კამპანიები, ადამიანის უფლებათა დარღვევები - ყოველივე ამას საქართველოს მოსახლეობს განიცდის პუტინის რეჟიმის მხრიდან. ასე რომ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც თავდაცვისკენაა მიმართული. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მომავალშიც დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა ენგელმა.


დოკუმენტით, ასევე, განსაზღვრულია კრიტიკული მნიშვნელობის დახმარება საქართველოსთვის რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად: კიბერუსაფრთხოების განმტკიცების და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა. აქტში ასევე განსაზღვრულია სანქციები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დამრღვევების წინააღმდეგ:


„ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან და შევიყვანოთ იგი ევროკავშირისა და ნატოს ოჯახში. ეს არის სწორი კანონპროექტი, რომელსაც სწორი მიმართულებით მივყავართ, რადგან მასში გაცხადებულია, რომ კონგრესი გვერდში უდგას საქართველოს. მე მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებ ამ ზომას და იმავესკენ მოვუწოდებ ყველა წევრს“, - განაცხადა ელიოტ ენგელმა.


აბაშიძე დეკანოიძეს: თქვენი შვილი 10 დღეში როგორ გათავისუფლდა პატიმრობიდან, რომელსაც ბრალად ნარკოდანაშაული ედებოდა?

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძემ „ალ ჯაზირას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს დებატებისას მის შვილთან დაკავშირებული ფაქტი გაახსენა.

ცხინვალის КГБ ქართველი ექიმის მეგობართან და პაციენტთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

ცხინვალის "КГБ" აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათვისუფლებისთვის ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებაზე ოფიციალური თბილისის, ქართული ოპოზიციისა და მისი დასავლელი კურატორების ზეწოლის მცდელობები უპერსპექტივოა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ღამის სამუშაოზე დასაქმებულებს, შესაძლოა, პერიოდულად უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეთ 

მოქმედი კანონმდებლობით, ღამის სამუშაო დროა 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. 

ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ინოვაციური პროექტი საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ხელს უწყობს

საქართველოს კერძო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი  დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს დაესწრო.  

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილი კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობის“ ფარგლებში სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ თანასწორობის კვირეულში სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად მონაწილეობს, რომელიც კამპანიის "მე ვირჩევ თანასწორობას" ფარგლებში ხორციელდება.

არასამთავრობოები: დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის ქართველ კურსანტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუანტიკოში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტს ესტუმრა.

ევროკავშირის ელჩი: ვაგრძელებთ ზეწოლას, რათა დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს

"ვაგრძელებთ საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებს და ზეწოლას ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად",- ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას.

გოგი მეშველიანი: ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ლარის გაცვლითი კურსის რეალურ ნიშნულზე დასაბრუნებლად

„ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ინფლაციის დასათრგუნად და ლარის გაცვლითი კურსის რეალურ ნიშნულზე დასაბრუნებლად“, - ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე: მოვუწოდებთ ოპოზიციას იყოს კონსტრუქციული

Euroactiv-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილების იდეებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვდა. 

დასაქმებულის ზეგანაკვეთური სამუშაო დღეში 3 საათზე მეტი აღარ იქნება 

კანონში შესაძლოა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა დაზუსტდეს. ცვლილებას "შრომის კოდექსი" ითვალისწინებს, რომელიც დამუშავების ეტაპზეა, შემდეგ კი მისინი ინიცირება პარლამენტში მოხდება.

 

ვახტანგ ხარჩილავა: ივანიშვილი აშენებდა და აშენებს, თქვენ ანგრევდით და ანგრევთ. მას შემოჰქონდა, თქვენ გაგქონდათ და გაგაქვთ

„საერთო გაზეთი“ მთავარი რედაქტორის ვახტანგ ხარჩილავას სტატიას აქვეყნებს, სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე აქციებს ეხმიანება.

საბავშვო ბაღებისთვის ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს 3 წელი და 6 თვე მიესაჯა

ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარუდგინა.

რომელი საგნის ტესტში შევა ცვლილებები 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა.

 

ვახტანგ ხარჩილავა: „ნაცებო“ და „ევრონაცებო“, თქვენ ხართ პროდასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან გარიგებაში შეხვედით და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი უფეშქაშეთ?

„ნაცებო“ და „ევრონაცებო“, თქვენ ხართ პროდასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან გარიგებაში შეხვედით და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი უფეშქაშეთ? მანამდე კი ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა ბერკეტი რუსეთს ჩაუგდეთ ხელში,- „საერთო გაზეთი“ მთავარი რედაქტორის ვახტანგ ხარჩილავას სტატიას აქვეყნებს, სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე აქციებს ეხმიანება.

მაია ცქიტიშვილი EBRD - ის აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტში მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტში მონაწილეობს.

ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული სწავლების ტრენინგში სოფლის მეურნეობის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს

ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული სწავლების თანამედროვე სისტემებისა და მეთოდების საკითხებში გამართულ სამდღიან ტრენინგში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ოცდაათამდე თანამშრომელმა  მონაწილეობა მიიღო.

 

საბურთალოს რაიონში, ორ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განხორციელდა.