არჩილ თალაკვაძე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის დაკავებაზე: ეს პირდაპირი შეტევაა უსაფრთხოებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის დაკავება პირდაპირი შეტევაა უსაფრთხოებაზე.

"ეს არის პირდაპირი შეტევა უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო მექანიზმზე, რომელიც უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორია ამ რეგიონში. მე ვფიქრობ, ამ ფაქტს მკაცრი გამოხმაურება უნდა მოჰყვეს ევროკავშირის მხრიდან და ეს არის ის მომენტი, როცა კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო აქტიურად უნდა დადგეს საკითხი, რომ ევროკავშირისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები უნდა იმყოფებოდნენ ოკუპირებულ რეგიონებში და არა მარტო საოკუპაციო ხაზთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ცნობისთვის, ევროკავშირის მისიის შეიარაღებელი პატრული ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა 24 ოქტომბერს დააკავეს.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა.


ოთარ ანგურიძე: ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს

„ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს“, -  ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე: აუცილებელია, ევროკავშირმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან საუბარი გამართა.

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, ყველა ინსტრუმენტი დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს

ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ქვეყანაში ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მედიასთან განაცხადა.

შოთა გულბანი: არა მგონია, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით არაეფექტურს უწოდებს.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ადეკვატური პასუხები ვერ მიიღო

მე ვფიქრობ, რომ ის გამოწვევები და პრიორიტეტები, რაც არის ეროვნული ბანკის მხრიდან, ადეკვატურად ვერ პასუხობს რეალურად არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის საპარლამენტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოცნების დეპუტატი V.S. კობა გვენეტაძე [ვიდეო]

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს.

გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს თავშესაფარი მისცა

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა ოფისმა (BAMF) მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლეს მ.ც.-ს და ოთხ შვილს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა და თავშესაფარი მისცა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel იტყობინება.

მიხეილ ყაველაშვილი: დადგა ქვეყანაში იმის დრო, ვისაუბროთ სარჩევნო პროცესზე და არა გადაგდება-არგადაგდებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დადგა იმის დრო, რომ დაიწყოს შინაარსობრივი მსჯელობა და მოქალაქეებზე ზრუნვა.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო დასკვნით ეტაპზე გადავიდა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულების, ლევან ქარდავასა და რევაზ შიუკაშვილის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

21 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 21 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

ქალისა და მამაკაცის თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება შესაძლოა კანონით დარეგულირდეს 

ქალისა და მამაკაცის თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურები

 

 
თბილისში სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-19 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

20-22 ნოემბერს, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენა, საგამოფენო ცენტრის "ექსპოჯორჯია" მე-6 და მე-11 პავილიონებში იმართება.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცახდებით ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში დაგეგმილი მისი შეხვედრები დაკავშირებულია ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 4 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატში იმედოვნებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება  

„კვლავაც იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დღეებში მისი გათავისუფლება და კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მოხდება“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ლარი 0.41 თეთრით გაუფასურდა

20 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9776 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს
მოქმედებდა, 2.9735 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.41 თეთრი შეადგინა.
 

კაკულია გვენეტაძეს აკრიტიკებს: ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის

„ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის“, - ამ სიტყვებით უპასუხა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებაზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ  გაეროს უშიშროების საბჭოს 70 წლის მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდა.

თიბისი ბანკი მომხმარებელს თანხის QR კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისის ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკვე ბარათის გარეშე, QR კოდით არის შესაძლებელი. სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის.

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.