9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 9 თვეში სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში 152 პირი მიეცა, რომელთაგან 114 პირი მხილებულია არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულში.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


"არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ.
ასევე, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა. 


აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. გამოძიების ეფექტიანად ჩატარებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სექსუალური დანაშაულის საქმეებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. ამ მიზნით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და ეხმარებიან დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის გამკლავებასა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობაში.


2019 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) რეგისტრირებულ იქნა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევა.


ასევე, 2019 წლის 9 თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, გენერალური პროკურატურისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.


2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 127 პირს, რომელთაგან 101 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 26 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები. 2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულ იქნა 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16 პირი.


2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:


• ოჯახის წევრი/მშობელი - 53%


• დაზარალებული ბავშვი - 8%


• სოციალური მომსახურების სააგენტო - 6%


• მანდატურის სამსახური - 6%


• სკოლა - 4%


• მეზობელი - 3%


• ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები - 1%


• არასამთავრობო ორგანიზაცია - 1%


• სხვა - 18%


მივმართავთ საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე",- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე.


ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.

აღაიანი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 40–158კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზუგდიდში მიცვალებულთა სახელით პენსიის მისაკუთრებისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ზუგდიდში პოლიციამ მიცვალებულთა სახელით პენსიის მისაკუთრებისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავა.

ცაგერში ცხენისწყლის არხში ავტომანქანით გადავარდნილ ახალგზარდებს ეძებენ

ცაგერი სრაიონის სოფელ ჩხუტელში ავტომობილი, რომელშიც სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა, ცხენისწყლის არხში გადავარდა.

რევაზ ჩარკვიანი: გვხვდა პატივი საქართველოს თავმჯდომარეობის დროს მიღებულიყო „ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030

„მიღებულ იქნა “ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030”, რომელიც ათწლეულში ერთხელ მიიღება და ჩვენ გვხვდა წილად დიდი პატივი, რომ სწორედ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს მომხდარიყო სტრატეგიის მიღება, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ახალგაზრდობის სტრატეგიას მთელი ევროპის მასშტაბით".

ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 186-198 კმ (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა

საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-2 მუხლის შესაბამისად 2020 წლის 22 იანვრის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა.

პრემიერ-მინისტრი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიას შეხვდა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გიორგი გახარია: ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ

“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ".

გიორგი გახარია: მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებენ

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ".

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 10-22კმ მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

პენიტენციური სამსახური: ნინო ლომჯარია ციხეში ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

პენიტენციური სამსახური N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარიამ ციხეში ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა. 

 

ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილის მონახულებას არ ადასტურებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში პატიმრების სანასახავად იმყოფებოდა, თუმცა არ ასაჯაროებს იმ მსჯავრდებულთა ვინაობას, ვინც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. 

გიორგი გახარია: ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები".

Citigroup საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა

"ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი დაინტერესებულია საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით და გამოთქვამს სურვილს, შეიძინოს საქართველოს ხაზინის მიერ გამოშვებული გარკვეული მოცულობის ფასიანი ქაღალდები".

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა წამების ფაქტები

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთხი კონგრესმენის წერილში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა, რომლებიც აუცილებლად გასწორდება.

ირაკლი კობახიძე: რიტორიკა ოპოზიციის მხრიდან ზედმეტად მძაფრია. მათ არ აქვთ ის მდგომარეობა, რომ ასეთი რიტორიკით ისაუბრონ

რეალობა არის ის, რომ, თუ ვერ შევთანხმდით ოპოზიციასთან, იმ შემთხვევაში ძალაში დარჩება არსებული შერეული სისტემა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილზე: შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას - აუცილებლად გვექნება რეაგირება

წერილი შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას. ისეთებს, რომელთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია აქვს ქართველ საზოგადოებას, - პარლამენტის ექსთავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.

მებაჟე ოფიცრებმა „წითელ ხიდსა“ და „სარფში“ არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.