Bavaria და "ქართული ლუდის კომპანია" ურთიერთობის გაღრმავების ახალ ეტაპზე გადადიან

"ქართული ლუდის კომპანია" და ლუდის 3 საუკუნოვანი ბრენდი Bavaria ნაყოფიერი თანამშრომლობის 4 წლიან ისტორიას აჯამებენ.

10 წლის განმავლობაში საქართველოსა და რეგიონში Bavaria-ს ექსკლუზიური ლიცენზიატი სს "ქართული ლუდის კომპანიაა", რომელიც Bavaria-ს 2016 წლიდან აწარმოებს.


სვინკელსების სამეფო ოჯახი, რომელიც გლობალურ ბრენდ Bavaria-ს წარმოადგენს, სამომავლო გეგმების და ბიზნესურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად საქართველოს, კერძოდ კი სს "ქართული ლუდის კომპანიის" ზედაზენის საწარმოს სტუმრობს.


"ქართული ლუდის კომპანიის" მიერ ჩამოსხმული Bavaria მალე რეგიონის ფარგლებს გარეთ გავა და ახალ ბაზრებს დაიპყრობს.


"მათი სტუმრობა არის კიდევ ერთი დასტური კომპანიებს შორის ჩამოყალიბებული მყარი პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების. შეხვედრა მეტად საქმიანი იყო, სადაც ბრენდთან მიმართებაში
სამომავლო გეგმები განვიხილეთ, რადგან შიდა ბაზრების გარდა, დაგეგმილია ბრენდის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც.


საქართველო დღეს წარმოადგენს რეგიონალურ ჰაბს, მისი გეოგრაფიული ლოკაცია ყველა გლობალური ბრენდისთვის საინტერესოა. ზედაზენის საწარმო საშუალებები, ევროპული ტექნოლოგია და სტანდარტები უზრუნველყოფს გლობალური ბრენდების მოთხოვნის შესაბამისი ხარისხის მიწოდებას, რის გამოც ჩვენი კომპანია საინტერესოა ისეთი გიგანტი ბრენდისთვის როგორც არის Bavaria. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ახალი ბაზრის ათვისება. ჩვენი პარტნიორების სტუმრობის მიზეზიც სწორედ ეს არის, უპირველეს ყოვლისა მათი დასტური ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების 2026 წლამდე გახანგრძლივებაზე და მეორეც, ბრენდის სამომავლო გეგმების გაფართოების პერსპექტივების განხილვა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე", - აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე.


საქართველოსა და რეგიონში ბიზნესპარტნიორთან ურთიერთობით და ლუდის გაყიდვებით კმაყოფილნი არიან სვინკელსების სამეფო ოჯახში. სვინკელსების სამეფო საოჯახო ლუდსახარშის გენერალური დირექტორი პიტერ სვინკელსი აცხადებს, რომ "ქართულ ლუდის კომპანიასთან" თანამშრომლობით
Bavaria საქართველოს ბაზრის ლიდერია.


"ოჯახისათვის მნიშვნელოვანია რეგიონში ისეთი პარტნიორის ყოლა როგორიც არის "ზედაზენი", რადგან სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად გლობალური ბრენდი Bavaria, ლიცენზირებულ ბრენდებს შორის, საქართველოს ბაზრის უპირობო ლიდერია და ასევე წარმოდგენილია მეზობელ ქვეყნებში. დღეს ჩვენი ვიზიტის მიზანია ბრენდის გაფართოების და სამომავლო გეგმების
განხილვა", -აღნიშნა პიტერ სვინკელსმა.


2019 წელს გლობალური ბრენდი Bavaria 300 წლის გახდა, რის გამოც ბრენდმა არაერთი აქტივობა და პრომო აქცია დაგეგმა. სწორედ ასეთი აქტივობების გამარჯვებულები, "ზედაზენის" დახმარებით, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, Bavaria-ს გლობალურ დაბადების დღეს ამსტერდამში დაესწრნენ.


ევროკავშირის წარმომადგენელი: არ მგონია, ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივად დაკავება ვინმეს ინტერესებში იყოს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის, ევროკავშირის წარმომადგენლის ტოივო კლაარის თქმით, მათ შეხვედრებზე  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დააყანეს. 

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე მხარდაჭერა მოითხოვა

უკანონოდ დაკავებული ექიმი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“,-ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით ზალკალიანი: იმედია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლების საკითხში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული.

ნეიროქირურგ გოგი მაღალაშვილს სცემეს

თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში ცნობილ ექიმს ნეიროქირურგს გიორგი (გოგი) მაღალაშვილს სცემეს. 

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ოპოზიციას არაფერს დავპირებივართ

პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის არჩევის სხვადასხვა სისტემაზე საუბრისას, აცხადებს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას არაფერზე შეთანხმებია და არც არაფერზე მიუცია პირობა.

კობა ლურსმანაშვილი: "ქართულ ოცნებას" არცერთი პოლიტიკური ძალის წინაშე ვალდებულება არ აუღია და შეთანხმება არ ჰქონია 

"როდესაც ოპოზიცია ხმამაღლა აცხადებს ჩვენ შევთანხმდით და მოგვატყუესო - რა შეთანხმებაზე საუბრობენ, რამე კულუარული იყო და ჩვენ არ ვიცით? გვითხრან სად,  როდის, რომელ დღეს, ვისთან შეთანხმდნენ, დაასახელონ კონკრეტული პირები, კონკრეტული თარიღები და რა შეთანხმება გაფორმდა წარმოადგინონ ეს“, - აღნიშნულის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა „არენა“-ში განაცხადა.

 

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ყველა პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა. 

საპროტესტო აქციები გრძელდება- პარლამენტის პიკეტიკრება ისევ იგეგმება

საპროტეტსო აქციები გრძელდება. პარლამენტის პიკეტირება ისევ იგეგმება.

აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირი სასამართლომ გაათავისუფლა

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირი,  გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქალაქო სასამართლოს აქციაზე დაკავებულების პროცესი სამართლიანად წარმართოს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართოს 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულების სასამართლო განხილვები.

გიორგი ვოლსკი პროპორციული არჩევნების ჩატარების ინიციატივაზე: „ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან რაიმე მოლაპარკებების და შეთახმების შედეგი“ 

„ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან არც რაიმე მოლაპარკებების და შეთახმების შედეგი. ამ ინიციატივას არ ყოლია მხარეები. ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივა იყო“, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

 

 

ტყის საფარის 7 კერიდან 2-ზე ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე კი სრული ლოკალიზაციაა.

ანა დოლიძე: საქალაქო სასამართლო ჩინჩალაძის საფეოდალოდ გადაიქცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში სამართალდამცავების უპრეცენდენტო მობილიზება უწყების დამოუკიდებლობაზე ცუდად მეტყველებს. 

გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

მთავარი არხის ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

 

ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები, ქალაქის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან საქალაქო სასამართლოში წავიდნენ.

თამარ ჩუგოშვილი: ძალიან მიხაროდა, რომ გუშინდელ ბიუროს სხომაზე არ მეკუთვნოდა დასწრება

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დასწრება ძალიან მძიმე იქნებოდა.

მიხეილ ყაველაშვილი: ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ

"ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია."

გიორგი გუგავა: იქნება მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ორშაბათს, 25 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განხლდა.

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.