"ახალგაზრდა ადვოკატები" - გიორგი ფანგანის საქმიდან აცილება სემეკის თვითშეგნების და მიუკერძოებლობის ტესტი იქნება

"ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დავაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრ გიორგი ფანგანის აცილებას მოითხოვს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, "ახალგაზრდა ადვოკატებმა" შესაბამისი საჩივრით სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიას 2019 წლის 31 ოქტომბერს მიმართა, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვამდე, გიორგი ფანგანმა ინციდენტი გამოიწვია, შეუფერებელი ქცევით გამოირჩა და განსახილველი საკითხის მიმართ, წინასწარი აზრი გამოთქვა. 


ასევე 2019 წლის 30 ოქტომბრის ორგანიზაციის საჩივრის განხილვამდე, კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი არასწორ კომუნიკაციას ახორციელებდა კომისიასთან და საფუძვლად დაასახელა კომისიის თანამშრომელ თეა ლოსაბერიძე-არველაძესთან სატელეფონო კომუნიკაციის გარემოება. შესაბამისად, კომისიის წევრმა, მისი თანამდებობისა და ვალდებულებების ფარგლების მიუხედავად, ადმინისტრაციული სხდომის წინაშე მოახდინა ორგანიზაციის ხელმძღვანელის გაკიცხვა და მხარის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისთვის მიუღებელი გამონათქვამებით წარმოჩენა, ამასთან მკაფიო მითითება ისეთ სოციალურ ქცევაზე, როგორიც ზრდილობაა. გიორგი ფანგანის განცხადებებს არავითარი საფუძველი არ გააჩნდა და მნიშვნელოვანია, დადგინდეს რა მიზანს ემსახურებოდა კომისიის წევრის ასეთი ქმედებები. შესაბამისად, საკითხს სხდომაზე მოჰყვა მძიმე შეფასებების წარმოდგენა, ორგანიზაციამ წერილობითი ფორმით უკვე მოითხოვა კომისიის წევრისგან შეცდომის აღიარება და გაკეთებული მითითებების დამამტკიცებელი დოკუმენტების წარმოდგენა.


"ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, იმ ვითარებაში, როდესაც გიორგი ფანგანს არავითარი პირდაპირი წვდომა და ცოდნა არ გააჩნდა თეა ლოსაბერიძე-არველაძესთან შემდგარ სატელეფონო საუბრის შინაარსზე, რომელიც შეეხებოდა მხოლოდ ერთადერთი გარემოების დადგენას - ამბობდა თუ არა კომისია უარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე, როცა ნიშნავდა ორგანიზაციის საჩივარზე ადმინისტრაციულ სხდომას, კომისიის წევრის კომფონტაციული, თამამი და ზღვარგადასული უსაფუძვლო გამოხატულებები, სრულიად მიუღებელია, რაც პირდაპირ ქმნის განსახილველ დავაზე განმცხადებლის მიმართ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას და ქვეცნობიერად განაწყბს განმცხადებლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების პოზიციაზე. გიორგი ფანგანმა საჩივრის განხილვამდე, არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი აზრი სადავო გარემოებებთან მიმართებით და ისე, რომ მხარეებს საკუთარი პოზიციები კომისიის წინაშე წარმოდგენილი არ ჰქონია, გააკეთა დასკვნები, რომ სააგენტოს სერთიფიცირებისა და საქმიანობის პრინციპების გამო, მეტროლოგიის სააგენტოს დასკვნის მცდარობაში ეჭვს ვერ შეიტანდა, რაც მთლიანად ცდება საქმის სამართლიანად განხილვის შესაძლებლობას და წარმოადგენს გადაწყვეტილების პროექტის მიმართ წინასწარ შეხედულებას, რაც, წინამდებარე დავის განხილვის პირობებში, კატეგორიულად მიუღებელია. 


"ახალგაზრდა ადვოკატების“ დასაბუთებით, გიორგი ფანგანი ორგანიზაციის მიმართ ვერ იქნება მიუმხრობელი და ეს იმ პირობებშიც, როდესაც ორგანიზაციამ სხდომაზე საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ შეისწავლიდა კომისიის დასახელებული წევრის საქმიანობას და მომეტებული საჯარო ინტერესის პირობებში, მოახდენდა მის საზოგადოებისთვის გაცნობას, რასაც, აგრეთვე მოჰყვა გიორგი ფანგანის დამცინავი ტონი. შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც სემეკ-მა, მათ შორის გიორგი ფანგანის შესაძლო მონაწილეობით, ორგანიზაციის მიმართ უნდა მიიღოს, პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებზე. იმ პირობებში, თუკი ასეთი დაპირისპირებული და ნეიტრალური შეხედულებებისგან დაცლილი კომისიის წევრი მონაწილეობას მიიღებს გადაწყვეტილების ფორმილირებაში, აღნიშნული პირდაპირ გავლენას იქონიებს ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებზე და შეიზღუდება ეს ინტერესები. ქცევა და ქმედება, რაც დასახელებული წევრის მხრიდან სხდომაზე დაფიქსირდა, არაეთიკურთან ერთად, უფლებამოსილების გადამეტების სტანდარტზეც მიუთითებს, ვინაიდან ბატონი ფანგანი ვალდებული იყო დაეცვა მიუკერძოებლობისა და საქმის განხილვის სამართლიანი წესები. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების პროცესში დარჩენა და მისი ქმედების ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებად სახელდება, გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აქცევს ბათილობის წინაპირობად, ვინაიდან უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო და მისი წარმომადგენელი, ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად, ხოლო ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე.


„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კუმულაციურად არსებობს, როგორც გიორგი ფანგანის პირადი ინტერესი, ასევე კანონისმიერი ტერმინითვე, "სხვა გარემოება“, რაც 2019 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე ინციდენტს და დაპირისპირებას უკავშირდება. ამდენად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ერთობლიობით, არსებობს გიორგი ფანგანის საქმიდან და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან აცილების დასაბუთებული წინამძღვრები და კანონიერი საფუძველი. შესაბამისად, ორგანიზაციამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში, მიმართა კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა გიორგი ფანგანის აცილება.


შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 30 ოქტომბერს, სემეკმა კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართ ორგანიზაციის საჩივარი განიხილა, გადაწყვეტილების გამოცხადება კი 10 დღით გადადო. გიორგი ფანგანის საქმიდან აცილების შესახებ სემეკ-ში წარდგენილი საჩივრიდან რამდენიმე საათში, ორგანიზაციამ მიიღო მოკლე ტექსტური სახით შეტყობინება, რომ კომპანიასთან დავაზე გადაწყვეტილება 2019 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდება. "ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივრის განხილვა სემეკ-ში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც სემეკ-მა "ახალგაზრდა ადვოკატებთან“ დავა წააგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" სარჩელი, გაუქმდა მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ჯარიმების კანონიერების შემოწმების მიზნით, კომისიას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება.


კელი დეგნანი: მოუთმენლად ველი განვაგრძო ის ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საქართველოსა და ამერიკას აკავშირებს

"ჩემთვის პატივია, ვიმსახურო საქართველოში აშშ-ის ელჩად, მოუთმენლად ველი განვაგრძო ის ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საქართველოსა და ამერიკას თითქმის 30 წელია აკავშირებს",-ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა.

სოფიო კილაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გერმანელი და ლატვიელი პარლამენტარების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

ნათია თურნავა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

თურნავა: საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობა მაღალია გარე გამოწვევების მიმართ

"ბოლო წლებში საქართველომ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა რეფორმებში, რომლებიც მხარს უჭერენ ეკონომიკურ ლიბერალიზაციას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას, ვაჭრობის ხელშეწყობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის შექმნას", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.

ნათია მეზვრიშვილი: დონორთა დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმები და გეგმები საკმაოდ ამბიციურია

"დონორთა დახმარება ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმები და გეგმები საკმაოდ ამბიციურია", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა დონორთა კონფერენციის შესახებ განაცხადა.

კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანად დაინიშნა

პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანად დაინიშნა. ამის შესახებ PIA.GE -ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ ორ პირს გაესაუბრა

2020 წლის 29 იანვარს საპროკურორო საბჭო, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - ვალერიან ვაჭარაძეს და დავით ზირაქაშვილს გაესაუბრა.

ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან გამსვლელებს გრიპზე შეამოწმებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან სამედიცინო ამბულატორია დგას. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.

მერაბ ქვარაია: ე.წ. „ახალგაზრდულ ორგანიზაციებს“ არაფერი აქვს საერთო ახალგაზრდულ გამოწვევებთან. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დანამატები არიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალ სატელიტებს, ე.წ. „ახალგაზრდულ ორგანიზაციებს" არაფერი აქვს საერთო ახალგაზრდულ გამოწვევებთან. სინამდვილეში, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ან მასთან დაკავშირებული დანამატები არიან,- ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში წერს.

კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო

დღეს დილით სამხარეო ცენტრის სამ თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ შეტყობინება მიუვიდა. მათ შორის არის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე, დალი მოსიაშვილი.

გიორგი გახარია „ფრონტერაზე“: ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხი კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის ინტერესიდან გამომდინარეობს

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს ეს პასუხი".

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება

თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება. 

გახარია კონგრესმენების წერილზე: არასოდეს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების, არც პასუხების გაცემის 

"სტრატეგიულ პარტნიორებს შორის რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, ამ კითხვებზე დავჯდეთ და ვისაუბროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკელი სენატორების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების პარტნიორების მხარდაჭერა, რაც ჩვენთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენას ნიშნავს

დონორთა ყოველწლიურ ფორუმზე, რომელიც დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, სადისკუსიო პანელის ფორმატში, ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა და ქვეყნის განვითარებისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ, მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ

სულ მცირე, უხერხულია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ, თავიანთი მორჩილი პარტიული აქტივი ახალგაზრდულ სამოქალაქო ორგანიზაციებად გაასაღონ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი გახარია: სახელმწიფო მხარს უჭერს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას

"საქართველოს მთავრობა სრულად ათვითცნობიერებს იმას, რომ მისი ძირითადი ფუნქციაა, შექმნას შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ საქართველოში საშუალო, მცირე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ ბიზნესს ყველანაირად შეუწყოს ხელი განვითარდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები".

აზარტული თამაშების ზიანის შემცირების მიზნით საპატრიარქოში მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩატარდა.

პრემიერი: წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც და "დასპოილერებაც" - საინტერესო ცხოვრება გველის 

"ცხოვრება მოძრაობაა, ყოველთვის ყველაფერი იცვლება, ყველაფერს უნდა დაველოდოთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

"სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება"

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2020 წლის 1 თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გაერთიანდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.