ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მიიღო წმინდა სინოდისგან მეუფე პეტრეზე გაცილებით მსუბუქი სასჯელი მეუფე იაკობმა მამა ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს:
"მეუფე პეტრესაც რომ გამოეთქვა სინანული შესაძლოა ანალოგიურად ლმობიერი ყოფილიყო სინოდი მასთან დაკავშირებითაც. მეუფე იაკობის განცხადების შემთხვევაში ეკლესიისთვი მნიშვნელოვანი იყო მეუფე იაკობის როგორც ღვთისმსახურის შეუფერებელი ლექსიკა. შინაარსი უკვე მეორეხარსიხოვანია", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც, მათ შორის მეუფე პეტრესთანაც.
თავის მხრივ აღნიშნული ინფორმაცია უარყო მეუფე პეტრემ.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ქორეპისკოპოს იაკობის ამ არაფხიზელ მდგომარეობაში ბოდვაზე მიწევს კომენტარის გაკეთება, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ, რომ გითხრათ. მე პირადად, ცხოვრებაში ვერ გავიხსენე ვერც ერთი შემთხვევა, რომ ფიზიკურად ნამყოფი ვიყო საქართველოს კანცელარიის შენობაში არც ერთხელ", - განაცხადა მეუფემ.
31 ოქტომბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის მეუფეს, პეეტრე ცაავას უფლებამოსილება შეუჩერდა. მეუფე იაკობი კი მოღვაწეობას განაგრძობს.