საბერძნეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი დააკავა, რომელსაც 41 არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა.
ავტომობილის შემოწმების დროს სატვირთო განყოფილებაში არალეგალი მიგრანტები აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, მიგრანტები ავღანელები არიან.
უცხოური მედია აღნიშნავს, რომ პოლიციის მიერ მანქანის შემოწმების დროს მაცივარი არ მუშაობდა.