ბიზნესის იურიდიული პრობლემებიდან გამოსავლის გასაღები Nexia Legal–შია

Nexia TA-ს იურიდიული მიმართულება Nexia Legal, ძირითადად, ორიენტირებულია ბიზნესის მომსახურებაზე.

კომპანიის კლიენტების უმრავლესობა სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლები არიან, შესაბამისად, საერთაშორისო კომპანიისთვის კარგად არის ცნობილი, რა პრობლემები აწუხებს ბიზნესს იურიდიულ სფეროში.


Nexia Legal-ის მიზანია, თავისი წვლილი შეიტანოს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კლიენტების ინფორმირებულობის გაზრდაში. ამ მიზნით, წინამდებარე სტატიაში მოკლედ გვინდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელსაც აწყდებიან მხარეები ფულადი ვალდებულების გადახდევინების საქმეებზე იძულებითი აღსრულების პროცესში. კერძოდ, მინდა შევეხო ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის პროცედურებს და განვიხილოთ მათი ეფექტურობა.


დაინტერესებული მხარისათვის სასამართლოს, არბიტრაჟის თუ სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს იმ უფლების ფაქტობრივი რეალიზაცია, რაც მათ შესაბამისი გადაწყვეტილებით მიენიჭათ. სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც იმპერატიულად არის მითითებული, რომ მოვალეს კრედიტორისათვის თანხა აქვს გადასახდელი, არაფრის მომცემ ფურცლად გადაიქცეოდა იძულებითი აღსრულების მექანიზმების გარეშე. სწორედ იძულებითი აღსრულებისას ხდება დაზარალებული მხარის უფლების რეალური აღდგენა.


ფულადი ვალდებულებების გადახდევინების საქმეებზე იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს მოვალის ქონებაზე აღსრულების მიქცევის გზით. აღსრულების შედეგად, ერთი მხრივ, კრედიტორმა უნდა დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა, ხოლო, მეორეს მხრივ, მოვალე არ უნდა დაზარალდეს ზედმეტად. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება გაიყიდოს საბაზრო ფასში ან საბაზრო ფასთან მიახლოებულ ფასში. შეიძლება ითქვას, რომ აუქციონზე ქონების მაღალ ფასში რეალიზაციით იძულებითი აღსრულების ორივე მხარე არის დაინტერესებული. დღეს მოქმედი კანონმდებლობა, ასევე, მისი აღსრულების სისტემა, ამ მიზანს ვერ აღწევს. არსებობს გარკვეული მიზეზები, რომელთა გამოც ქონების მაღალ ფასში რეალიზაცია ვერ ხერხდება.


პირველ რიგში უნდა შევეხოთ იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურებს. მოქმედი წესის მიხედვით, კერძო პირების სასარგებლოდ, ქონების იძულებითი რეალიზაციის მიზნით ტარდება სამი აუქციონი. პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს. თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს.  მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში  მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს. თუ ქონების რეალიზაცია მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. აღნიშნულ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს.


როგორც ვხედავთ, კანონმდებლობა უშვებს შესაძლებლობას, რომ ქონება შეიძლება გაიყიდოს საბაზრო ფასზე გაცილებით დაბალ ფასად. მაგალითად, ბოლო აუქციონზე, სადაც ქონების საწყისი ფასი შეადგენს საბაზრო ღირებულების 5%-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მინიმალური ბიჯი ასევე 5 პროცენტია, ქონება შეიძლება გაიყიდოს საბაზრო ღირებულების 10 პროცენტადაც კი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი წესის მიხედვით, აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. სამივე აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, ქონების რეალიზაციის პროცესი გაგრძელდება მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში. ნებისმიერი პირისათვის, ვისაც კი გაუყიდია საკუთარი უძრავი ქონება, ცნობილია, რამდენი ხანი სჭირდება უძრავი ქონების რეალიზაციას საბაზრო ღირებულებით. 30 დღიანი ვადა ნამდვილად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოიძებნოს მყიდველი, რომელიც ქონებას საბაზრო ფასში შეიძენს.


თავად იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ფაქტიც გარკვეულ გავლენას ახდენს ქონების რეალიზაციის ფასზე. ბევრისათვის ე.წ. „წართმეული“ ქონების შეძენა მორალურად გაუმართლებელია. აღნიშნული დისკომფორტის დაძლევის შესაძლებლობას ხშირად მხოლოდ ქონების დაბალ ფასში რეალიზაცია იძლევა. შესაბამისად, თუ ქონება იაფად არ გაიყიდა, იძულებით აუქციონზე მისი შეძენის მსურველები შეიძლება არ გამოჩნდნენ. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ სახელმწიფო საკმაოდ არაეფექტურ მექანიზმებს სთავაზობს ქონების შემძენს ქონების სწრაფად დაუფლების მიზნით. თუ ყოფილ მესაკუთრეს სურს ქონებაზე მფლობელობის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნება, მას აქვს საკმაოდ ბევრი მექანიზმი, რომ გაწელოს გამოსახლების პროცესი. ვინაიდან შემძენმა იცის, რომ ქონებიდან ძველი მესაკუთრის გამოსახლების პროცედურას საკმაოდ გრძელვადიანი სასამართლოს დავა შეიძლება დაჭირდეს, ნაკლებად დათანხმდება მის შეძენაზე საბაზრო ფასში.


იმისათვის, რომ დაიცვან თავიანთი უფლებები, კრედიტორები ხშირად თავად ყიდულობენ სარეალიზაციოდ გატანილ ქონებას ბოლო აუქციონზე, რომ არ დაუშვან მისი მიზერულ ფასში რეალიზაცია ან ყადაღისაგან გათავისუფლება. ბევრი ბიზნესისათვის აღნიშნული საქმიანობა საერთოდ არ წარმოადგენს ინტერესის სფეროს, თუმცა, სამართლებრივი რეალობა მათ სხვა გზას არ უტოვებს. ქონების დაბალ ფასში შეძენით მათ რჩებათ ბერკეტები საკუთარი თანხის მისაღებად, მაგალითად, მოახდენენ ქონების რეალიზაციას საბაზრო ფასში, ან მიაღწევენ შეთანხმებას მოვალესთან მისთვის ქონების დაბრუნების პირობით. მსგავსი ქმედებების საჭიროება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოვალის ქონებიდან მაქსიმალური შესაძლო თანხის ამოღებას და რომ აღსრულების პროცედურები გარკვეულწილად დახვეწას საჭიროებს.


მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ უფლებრივად დატვირთული ქონების შეფასების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო საბაზრო ფასის დადგენისას და იძულებითი აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას არ ითვალისწინებს უფლებრივ ნაკლს. მაგალითად, თუ 100 000 ლარის ღირებულების ქონება დატვირთულია იპოთეკით, რომლითაც უზრუნველყოფილია 70 000 ლარის ვალდებულება, ცხადია ქონების ღირებულება 30000 ლარს უნდა შეადგენდეს (100 000 ლარს გამოკლებული 70 000 ლარი). არავინ შეიძენს ქონებას ამ თანხაზე უფრო ძვირად. თუმცა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებისას მოქმედებს ასეთი წესი: „შეფასების მიზნებისათვის იგულისხმება, რომ ეს შესაფასებელი ქონება არ არის დატვირთული არანაირი შეზღუდვებით და სასესხო ვალდებულებებით“. შესაბამისად, პირველ აუქციონზე საწყისი ფასი იქნება 75000 ლარი, პირველ განმეორებით აუქციონზე - 50 000 ლარი და მეორე განმეორებით აუქციონზე 5000 ლარი. ცხადია, რომ ვაჭრობა მხოლოდ მეორე განმეორებით აუქციონზე შეიძლება შედგეს. პირველი და პირველი განმეორებითი აუქციონების ჩატარებას შედეგი ვერ მოყვება. შედეგად ქონების რეალიზაციის შანსი მცირდება. აღნიშნულ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლომაც თავის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაში (საქმე N 2/2/867). სასამართლომ აღნიშნა, რომ ქონების შეფასების და აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის პროცედურა დასახვეწი იყო. აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო რეგულაცია, რომელიც ადგენდა რომ მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი უნდა ყოფილიყო ნული ლარი. სამწუხაროდ გადაწყვეტილებას მნიშნელოვანი შედეგი არ მოყოლია. იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ მეორე განმეორებითი აუქციონის საწყისი ფასი გაზარდა ნული ლარიდან 5 პროცენტამდე, ხოლო სხვა საკითხებს არ შეხებია, რაც ვფიქრობ მხოლოდ ფორმალურ ცვლილებას წარმოადგენს და რეალურ სურათს არ ცვლის.


ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, აღსრულების პროცედურებს საკმაოდ ბევრი ხარვეზი გააჩნია. მხოლოდ მათ იმედად ყოფნამ შესაძლოა ბიზნესი საკმაოდ დააზარალოს. სიტუაციიდან ყველაზე რეალურ გამოსავალს წარმოადგენს კონტრაგენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება შესაბამისი უზრუნველყოფით, ასევე, კონტრაგენტების სათანადო შესწავლა მათთან ხელშეკრულების გაფორმებამდე. მსგავსი მიდგომა ახდენს რისკების სტაბილიზაციას და ბიზნესს მყარი განვითარების საშუალებას აძლევს. ჩვენს იურიდიულ გუნდს ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად მიმართავენ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები მსგავსი სერვისის მიღების სურვილით. როგორც ჩანს, ბიზნესი ნელ-ნელა ცვლის ძველ მიდგომებს და ახალ პრაქტიკაზე გადადის, რაც დადებით ტენდენციად შეიძლება მივიჩნიოთ.


როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ბევრი სამომავლო რისკის შემცირება არის შესაძლებელი. იმ კომპანიებს, რომელთაც გადაწყვიტეს კონტრაგენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება ჩვენი რეკომენდირებული უზრუნველყოფითა და სისტემით, საკმაოდ შეუმცირდათ ფულადი დანაკარგები.


დაბოლოს, ზემოთ განხილული პრობლემების მოგვარების მიზნით დადებითი შედეგის მომტანი იქნებოდა შემდეგი საკითხების მოწესრიგება: პირველ რიგში, ქონების აუქციონზე რეალიზაციისას, საწყისი ფასის განსაზღვრისას უნდა ხდებოდეს უფლებრივი ტვირთის გათვალისწინება. ასევე, ქონების შემძენს უნდა ჰქონდეს საკმარისი გარანტიები, რომ შეძლებს შეძენილი ქონებით სარგებლობას. ამისათვის, უნდა ხდებოდეს კანონის განუხრელი დაცვა სასამართლოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ და ქონების სხვისი უკანონო სარგებლობიდან გამოთხოვის საქმეებზე დავის განხილვა და გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს კანონით განსაზღვრულ ვადებში. აუქციონზე ვაჭრობაში ფართო საზოგადოების ჩართვის მიზნით კარგი იქნებოდა უფრო მეტი მარკეტინგული რესურსების გამოყენება.


წინამდებარე მასალა მომზადებულია მკითხველისათვის ზოგადი ინფორმაციის მოწოდების მიზნით. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული კონკრეტული შემთხვევების მოსაწესრიგებლად. დამატებითი ინფორმაციისა და კონკრეტული რეკომენდაციებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ Nexia Legal-ის იურისტებს.


ავტორი: ალექსანდრე ნაჭყებია, Nexia Legal-ის იურიდიული მომსახურების ხელმძღვანელი  


ელექტრონული ფოსტა: aleksandre.nachkebia@nexia.ge


ტელ: +995 551 004 366


სიახლეები მსგავს თემაზე

როგორ ავიცილოთ ჯარიმები სამშენებლო სამართალდარღვევების შემთხვევაში

პრაქტიკაში დამკვიდრდა მოსაზრება, რომ სუბიექტი ვერ აუვა იმ ჯარიმის გადახდას, რომელიც მას სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დააკისრეს.

სესიაშვილი: გასაოცარი იყო გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მზად არის სააკაშვილს ელაპარაკოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

პრეზიდენტი: პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, გუშინ, ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების საკითხს გამოეხმაურა.

ლევან დავითაშვილი: "რუსთავის აზოტში" თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას 4 მილიონი ევრო მოხმარდება

"ჩვენ ავიღეთ უპირობო ვალდებულება, რომ ქვეყანაში სათბური გაზების ემისიების ზრდას შევამცირებთ. გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მივიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აზოტმჟავას წარმოების შედეგად წარმოქმნილი გაზების გარემოში მოხვედრა მინიმუმამდე შემცირდეს", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: უმუშევრობის დონე ბოლო 18 წლის განმავლობაში მინიმუმზეა 

„უმუშევრობის დონე ბოლო 18 წლის განმავლობაში მინიმუმზეა“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიებით სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება

მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიებით სხვადასხვა სამუშაო დაფინანსდება.

ეკატერინე მიქაბაძე: საინვესტიციო ფონდების კანონი ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ინვესტორების შემოსვლას

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ  „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტი მოიწონა, რომელიც კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

გია ვოლსკი: გიორგი მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

ოთო კახიძე: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დარჩება

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთო კახიძის თქმით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დარჩება.

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.

მზია გიორგობიანი დეცენტრალიზაციაზე: ყველა ნაბიჯი, მიმართული იქნება თვითმმართველობების გასაძლიერებლად

"გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები" - აღმოსავლეთ პარტნიორობის სემინარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მიიღო მონაწილეობა.

ლევან დავითაშვილი: დაცული ტერიტორიების ხარისხიანი მართვა ჩვენი პრიორიტეტია

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ორი კანონპროექტი. ეს კანონპროექტებია: "ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" და "ბორჯომ ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ".

გაბუნია: "სითი პარკისადმი" მოქალაქეთა საჯარიმო დავალიანებასთან დაკავშირებით თბილისის მერის ინიციატივას, მივესალმებით

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომრე ზაზა გაბუნია,"სითი პარკის" ჯარიმების ამნისტირების საკითხზე თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება.

ომბუდსმენი აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში" მიმდინარე მოვლენების გამო.

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან  გაფორმებული ხელშეკრულებების შესწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

 

საბურთალოს რაიონში არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა

საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ქედის მუნიციპალიტეტში პროექტი - "მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში" აქტიურ ფაზაში შედის

GIZ-ის მიერ მხარდაჭერილი საპილოტე პროექტი 2020 წელს დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში (რომელიც 3 სოფელს მოიცავს - ჭინკაძეები, ჭალახმელა, დოლოგანი) განხორციელდება.

ციხელაშვილი: ოკუპირებულ ცხინვალში ჰუმანიტარული კრიზისი მძიმდება

"დიდი ხანია ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება", - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილ ვითარებას.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმებით გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 21 თებერვლიდან რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგიით განახლდება. 

იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი, სავარაუდოდ, გაიზრდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შეხვედრაში გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი მონაწილეობს

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ლაშა ლობჯანიძე ევროკომისიის მიწვევით ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც კლიმატის დირექტორატის მიერ ორგანიზებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.