ექიმები მის ჯანმთელობის მდგომარეობას საშუალო სიმძიმედ აფასებენ. მათი ინფორმაციით, მამაკაცს კიდურებისა და გულმკერდის ტრავმასთან ერთად დაზიანებული აქვს თავის ქალაც.
დიდ დიღომში ქვეითს მანქანა დაეჯახა
- 6 ნოემბერი 09:34
- საზოგადოება
თბილისში, დიდ დიღომში ქვეითს კაცს მანქანა დაეჯახა. შედეგად 35 წლამდე მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა.
აუქციონის პირობების გაცნობა დღეიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #: 117207RBS63868619, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 638686.
„ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მოსკოვში ყოფნის დროს დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით ბოდიში არ მოუხდია.
„მაგისტრი მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ, სხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებოდა დაკითხვა, ვინაიდან ამ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი საიდუმლო, შესაბამისად, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“ - ამის შესახებ პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
„დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს გაისადვე. იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას, შემდეგ კი არად დაგიდევდნენ საკომიტეტო თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“, რათა კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩენილიყო “ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში“.
ჩხოროწყუში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცავს აირი დარსალიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცესში პარტიული რესურსის გამოყენება არ მოხდება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარის" აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელს მარინა კუიუნძიჩსა და ევროკავშირის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ელჩ, სოფი ფრომ-ემესბერგს შეხვდა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი აირჩია.
რეგიონებში ოპოზიციის აქცია გაგრძელდება და ის 10 დღის განმავლობაში გაიმართება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" გენერალურ დირექტორთან მაჰირ მამედოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
„აქ იმყოფება მინისტრი სერგეი ლავროვი და მინდა შევახსენო და იმედი გამოვთქვა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს! მაგალითად, საქართველოში, სადაც ახალგორის რაიონში სიტუაცია ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ჰუმანიტარულ კატასტროფაში „ბორდერიზაციის“, ბლოკადების და ისეთი ინციდენტები გამო როგორიც, ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაა. ეს სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და ეუთოს პრინციპებს“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 26-ე სხდომაზე.
ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, გაუპატიურებაში ბრალდებული ჩხოროწყეული პოლიციელის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.
სლოვენიის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით კიევი) ტომაჟ მენცინმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს.
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9466 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.07 თეთრი შეადგინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული განათლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.