ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობისთვის ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვასა და გასაღების მცდელობაში ბრალდებული თ.მ. დამნაშავედ ცნო. 


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ თ.მ-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 63,4481 გრ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საიდანაც ნაწილი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4,8971 გრ, შემდგომში უკანონო გასაღების მიზნით განთავსებული ჰქონდა ქ.ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე. დროულად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.მ.-მ  ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გასაღება ვერ განახორციელა.


სამართალდამცველებმა თ.მ. 2019 წლის 24 მაისს, ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე  მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ და  19-260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.    


ბათუმის საქალაქო სასამართლომ თ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 12  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  


ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ქართველს ექიმს ვაჟა გარინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება. ეპოქები და ტენდენციები“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება. ეპოქები და ტენდენციები“ გაიხსნა, რომელიც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, შალვა ამირანაშილის დაბადებიდან 120-ე წლისთავს ეძღვნება.

სირიის ხელისუფლება ლტოლვილთა დაბრუნების თურქული გეგმის წინააღმდეგია

სირიის ხელისუფლება ქურთებს თურქეთის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა.

მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმი გაიმართა

მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სატყეო სექტორით დაინტერესებულმა მხარეებმა ტყის რესურსებით მდგრად სარგებლობაზე ბიზნესგეგმები წარმოადგინეს.

ფარავნის ტბაზე შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირზე 50 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

სოსო არჩვაძე: ახალი მეთოდოლოგია ქვეყნის ეკონომიკაზე უფრო სრულ, ადეკვატურ და ობიექტურ ინფორმაციას იძლევა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საქსტატს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას - უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვას ულოცავს.

არჩილ თალაკვაძე: კონსტიტუციური საფუძველი, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს არ არსებობს

"უმრავლესობა არ დაიშლება, მოვიკრებთ ძალას და მომავალზეც ავიღებთ პასუხისმგებლობას",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე: 2024 წლამდე ქვეყანაში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა

"არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა რომელიმე ცალკეული საარჩევნო მოდელი. თავის დამარცხებას ნურავინ დააბრალებს საარჩევნო სისტემას",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპულ სამიტზე საქართველოს გამოცდილება წარმატებულად შეფასდა

14 – 15 ნოემბერს თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართა.

საქართველოს ელჩი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ, ისლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გუდლაუგურ თორ თორდარსონთან და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან, სიგრიდურ ანდერსენთან შეხვედრები გამართა. 

ვახტანგ ჭარაია: დღეიდან კიდევ უფრო მოწესრიგებული და დეტალური სტატისტიკა გვექნება

„დღეიდან კიდევ უფრო მოწესრიგებული და დეტალური სტატისტიკა გვექნება“, - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში საქსტატს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას - უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვას ულოცავს.

დიმიტრი ხუნდაძე: დავამტკიცებ, რომ ეს არ იყო დადგმული სპექტაკლი

პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ  მისცა ხმა, აცხადებს, რომ კანონპროექტის ჩაგდება დაგეგმილი არ იყო. 

მუსიკის ფორუმი, რომელიც 22-23 ნოემბერს გაიმართება

22 და 23 ნოემბერს მუსიკის ფორუმის ფარგლებში თბილისს ევროპის მუსიკალურ წრეებში სახელგანთქმული პროფესიონალები ეწვევიან.

ლელა აქიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე

"მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა იმ საჯარო პროგრამაში, საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში, რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, თანასწორობის კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კიბერფესტივალზე დამსწრეთათვის მთაწმინდის პარკისკენ ავტობუსი დაინიშნება

კიბერფესტივალზე დასწრების მსურველთათვის 16 ნოემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მთაწმინდის პარკის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს.

ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები 16.7%-ით გაიზარდა, რუსეთიდან 4.5%-ით შემცირდა

ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5%-ით $153 მლნ-მდე (454 მლნ ლარი) გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ადმინისტრაციის კომენტარი

სალომე ზურაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია "პირველთან" კომენტარეს აკეთებს.

კომპანია რუსთავის წყალი რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას განაახლებს

კომპანია რუსთავის წყალმა ქალაქ რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო. 

თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი მიზანი არ არის დესტაბილიზაციის გამოწვევა

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში მისთვის და მისი კოლეგებისთვის მთავარი ქვეყნის ინეტერესებია და დესტაბილიზაციისთვის ხელის შეწყობას არ აპირებენ.

ევროკავშირის ელჩმა "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრა გამართა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა "ქართული ოცნების" ოფისში პარტიის ლიდერებთან შეხვედრა გამართა. 

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%- იანი წილის გასხვისების აუქციონი გაიმართა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100% იანი წილის გასხვისების აუქციონი 15 ნოემბერს გაიმართა.