უკრაინის ელჩი: რუსეთს არ სურს საქართველო და უკრაინა თავისუფლები იყვნენ

"საქართველოში და უკრაინაში ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის მტერი და რატომ გვაქვს ასეთი მოცემულობა",- ამის შესახებ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა, ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, უნდა შევძლოთ, რომ ვიყოთ ძლიერები თუმცა, ეს არაა საკმარისი. საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებულია, ყირიმი კი, ანექსირებული. აღმოსავლეთ უკრაინაში ჩვენ ვხედავთ დაუსრულებელ ომს. საქართველოში და უკრაინაში ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის მტერი და რატომ გვაქვს ასეთი მოცემულობა. ეს არ არის ცხინვალსა თუ აფხაზეთში მყოფი დე-ფაქტო ხელისუფლების თუ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერების საკითხი, საქმე რუსეთის პოზიციაშია. რატომ? ეს ნათელია, რადგან მათ არ სურთ, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, მათ არ სურთ, რომ ვიყოთ თავისუფლები", - განუცხადა "რუსთავი 2" -ს დოლგოვმა.


ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, ყველა ინსტრუმენტი დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს

ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ქვეყანაში ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მედიასთან განაცხადა.

შოთა გულბანი: არა მგონია, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით არაეფექტურს უწოდებს.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ადეკვატური პასუხები ვერ მიიღო

მე ვფიქრობ, რომ ის გამოწვევები და პრიორიტეტები, რაც არის ეროვნული ბანკის მხრიდან, ადეკვატურად ვერ პასუხობს რეალურად არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის საპარლამენტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოცნების დეპუტატი V.S. კობა გვენეტაძე [ვიდეო]

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს.

გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს თავშესაფარი მისცა

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა ოფისმა (BAMF) მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლეს მ.ც.-ს და ოთხ შვილს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა და თავშესაფარი მისცა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel იტყობინება.

მიხეილ ყაველაშვილი: დადგა ქვეყანაში იმის დრო, ვისაუბროთ სარჩევნო პროცესზე და არა გადაგდება-არგადაგდებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დადგა იმის დრო, რომ დაიწყოს შინაარსობრივი მსჯელობა და მოქალაქეებზე ზრუნვა.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო დასკვნით ეტაპზე გადავიდა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულების, ლევან ქარდავასა და რევაზ შიუკაშვილის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

21 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 21 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

ქალისა და მამაკაცის თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება შესაძლოა კანონით დარეგულირდეს 

ქალისა და მამაკაცის თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურები

 

 
თბილისში სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-19 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

20-22 ნოემბერს, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენა, საგამოფენო ცენტრის "ექსპოჯორჯია" მე-6 და მე-11 პავილიონებში იმართება.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცახდებით ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში დაგეგმილი მისი შეხვედრები დაკავშირებულია ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 4 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატში იმედოვნებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება  

„კვლავაც იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დღეებში მისი გათავისუფლება და კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მოხდება“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ლარი 0.41 თეთრით გაუფასურდა

20 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9776 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს
მოქმედებდა, 2.9735 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.41 თეთრი შეადგინა.
 

კაკულია გვენეტაძეს აკრიტიკებს: ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის

„ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის“, - ამ სიტყვებით უპასუხა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებაზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ  გაეროს უშიშროების საბჭოს 70 წლის მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდა.

თიბისი ბანკი მომხმარებელს თანხის QR კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისის ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკვე ბარათის გარეშე, QR კოდით არის შესაძლებელი. სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის.

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის Homeland Of Wine პრეზენტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის- Homeland Of Wine (საქართველო ღვინის სამშობლო) პრეზენტაცია გაიმართა.

ემუქრება თუ არა საქართველოს შავი ჭირი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტება

როგორც "პირველს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა, ჩინეთში დაფიქსირებული შავი ჭირის ორი შემთხვევა  საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

თავდაცვის მინისტრს ატლანტაში ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა

აშშ-ში, ატლანტაში გამართულ საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 25-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა.