პრემიერი: მიწის რეგისტრაციის საკითხს უახლოესი სამი წლის განმავლობაში საბოლოოდ გადავწყვეტთ

იუსტიციის სამინისტრომ დაამუშავა და დღეს ჩვენ განვიხილავთ მიწის სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების თაობაზე საკითხს, რომელსაც ქალბატონი თეა წულუკიანი წარმოადგენს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლებში, მთავრობის წევრებისა და პარლამენტის დეპუტატების ვიზიტების დროს, მიწის რეგისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო.


"ამ ინიციატივამ ხელი უნდა შეუწყოს უახლოესი სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემის სრულად მოგვარებას, რაც ერთის მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სოფლად მიწას ფლობენ. მეორეს მხრივ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რამეთუ მიწა გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი. ჩვენ დღეს სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების პირობებში, უახლოესი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ამ საკითხს საბოლოოდ გადავწყვეტთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


თალაკვაძე: ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი

"ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარადგინა.

 

ქვეყანაში მიმდინარე კლიმატის  ცვლილების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - "კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის მომზადება"  შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თალაკვაძე: სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის

"სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

გიორგი მოსიძე: გუდაურში რთული კრიმინალური სიტუაციაა

დეპუტატ გიორგი მოსიძის შეფასებით, გუდაურში რთული კრიმინალური სიტუაციაა, რაც ტურისტების რაოდენობაზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

ირაკლი კობახიძე: 200 "ნაცი" იდგა ხოლმე აქციებზე, 150 სად გაქრა, ვერ გავიგე

"ადრე 200 "ნაცი" იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა, ვერ გავიგე",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

 
გუგული მაღრაძემ "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ მომზადებული ინიციატივა უარყოფითად შეაფასა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე ისაუბრა, რომელიც "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

მდინარაძე: ცუდია, როცა ოპოზიციას არ აინტერესებს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, სადაც საზოგადოებამ უნდა მოისმინოს რა გააკეთა პარლამენტმა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც დღევანდელი სხდომის ბოიკოტს ეხება.

პრემიერი: ირაკლი შოთაძე ღირსეული პროფესიონალია

"ღირსეული პროფესიონალი", - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე.

ბაქოში, ბაზარში გაჩენილი ხანძრისას ათი ადამიანი დაშავდა

ბაქოში "სადარაკის" ბაზარში ხანძრის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ქობულეთის ნაწილს 19 თებერვალს გაზმომარაგება შეუწყდება

19 თებერვლის დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე, ქალაქ ქობულეთში, კერძოდ, 9 აპრილის, აღმაშენებლის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, თავისუფლების, თამარ მეფის, ჯორბენაძის, კომახიძის, ლესელიძის, ნინოშვილის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ტაბიძის, ყაზბეგისა და ჯავახიშვილის ქუჩებს გაზმომარაგება შეუწყდება.

ოთარ დავითაშვილი: მივესალმებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას – ყვარელში ზურაბ ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება

5 თებერვალს ეროვნული მოძრაობის ლიდერის, ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის დაბადების დღე იყო. ჭავჭავაძეების სახლში, რომელიც დიდმა ნიკო ჭავჭავაძემ ააშენა, ოჯახის წევრები, ზურაბ ჭავჭავაძის მეგობრები ყვარლელები შეიკრიბნენ.

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განხილვის გარეშე უყრიან კენჭს.

შალვა რამიშვილი: პლაგიატმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, მოპარული იდეებით განხორციელებული ხრიკი ოცნების საწინააღმდეგოდ შემოატრიალოს 

„პლაგიატმა სააკაშვილმა გადაწყვიტა მოპარული იდეებით განხორციელებული ხრიკი ოცნების საწინააღმდეგოდ შემოატრიალოს“, - ამბობს POSTV-ის ტოქშოუს „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ ავტორი და წამყვანი.

არჩილ თალაკვაძე: ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის.

კობახიძე: ოპოზიცია პოლიპატიმრებს უწოდებს ადამიანებს, ვინც ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდნენ

"პოლიპატიმრებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც აწყობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას ივნისში, იჭრებოდნენ პარლამენტის შენობაში", -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ბოიკოტს უცხადებენ პლენარულ სხდომას, სადაც დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს კენჭს უყრიან.

თიბისიმ და „თბილისის ღვინის მუზეუმმა“ ღვინის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლეს

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის კვლევა წარადგინა და ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებსა და მეწარმეებს საშუალება მისცა, ბაზრის მიმდინარე მდგომარეობაზე, უახლეს მონაცემებსა და სექტორის განვითარების პოტენციალზე მიეღოთ ინფორმაცია.

"ვითიბი ბანკის" ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხის პირობები გაუმჯობესდა

"ვითიბი ბანკი" მომხარებელს, ავტომობილის უზრუნველყოფით, სწრაფ და მარტივ სესხს სთავაზობს.

პარლამენტთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაძე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს.