მიწის რეგისტრაციის პროცესი მარტივდება

მიწის რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება. მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.


"2016 წლიდან დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის გახანგრძლივება მოქალაქეთა მხრიდან რეფორმის მიმართ მაღალი ინტერესითაა განპირობებული. რეფორმის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მიმართვიანობა, საშუალოდ, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ტემპი - სამზე მეტჯერ. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრსა და მოქალაქეს შორის საფუძვლიან დავათა მცირე ოდენობა ადასტურებს, რომ 2016 წელს დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმა წარმატებულია. 2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრირდა 738 483 განაცხადი, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია. სწორედ ამიტომ აქამდე მოქმედი მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი გახდება ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ", - აცხადებენ სამინისტროში.


უწყების ცნობით, მიწის რეგისტრაცია ისევ ორი სახით იწარმოებს - სპორადული და სისტემური წესით.


"როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში: ფართოვდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები. ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტებით, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია დღეს შესაძლებელი არ არის, მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ. მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი ან მებაღის წიგნაკი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილად ჩაითვლება, თუ მასში არ არის მითითებული დოკუმენტის გაცემის წელი; კიდევ უფრო მარტივდება ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესი. შესაბამისად, ამგვარი გარიგების საფუძველზე მიწის რეგისტრაციას მეტი მოქალაქე შეძლებს. კერძოდ, რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში; მარტივდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით;


შესაძლებელი ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ კომლების (ოჯახების) მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლოწიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის. დღეს ამგვარი მიწის რეგისტრაცია არ არის შესაძლებელი. ასეთი შემთხვევებისთვის კანონპროექტით დგინდება ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ზღვრული ნორმა − 0,75 ჰა, რაც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკომლო წიგნების ანალიზის საფუძველზე, საოჯახო მეურნეობებისთვის გამოყოფილი მიწის ოდენობების საშუალო მაჩვენებელია.


გარდა ამისა, სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში: რეგიონს, სადაც სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი საჭიროებისა და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე; აზომვითი სამუშაოების ზუსტად ჩატარების მიზნით, იმისათვის, რომ თითოეული მესაკუთრის უფლება სრულად იქნეს დაცული, პროექტის ფარგლებში საკადასტრო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირებს; მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისა, დადგინდება სააგენტოს მიერ; თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას სააგენტო აღიარებს; სააგენტო საკუთრების უფლებას აღიარებს თვითნებურად დაკავებულ ისეთ სათიბ, სახნავ ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზეც, რომლებზეც განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს.


სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში: თუკი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლება ვერ დადასტურდება, საჯარო რეესტრი განსაზღვრავს, რამდენად ექვემდებარება საკუთრების უფლება აღიარებას და მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში გადაუგზავნის საქმეს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რაც განტვირთვას კომისიებს საქმეებისაგან და დააჩქარებს განხილვის პროცესს; იცვლება აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადა და ის განისაზღვრება 3 თვით. პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გასაჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცვლილება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აღიარების კომისიაში საქმეების განხილვის ხანგრძლივობა და გაჭიანურება დღეს მოქმედი რეგულაციის ერთ-ერთი გამოწვევაა; ფართოვდება მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ცნება. მათ შორის, თუკი დღეს ასეთ დოკუმენტად მიიჩნევა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ახალი რეგულაციით ეს წესი გავრცელდება 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე, რაც მიწის დაკანონებას გაუადვილებს მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთებს 1995 წლიდან ფლობენ”, - აცხადებენ უწყებაში.


როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, არც სპორადული და არც სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითაც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ.


"კანონის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება. ამასთან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


კახა კალაძე ვაჟა გაფრინდაშვილზე:  რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს, ექიმი ხელშეუხებელია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხს გამოეხმაურა.

ევროკავშირის წარმომადგენელი: არ მგონია, ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივად დაკავება ვინმეს ინტერესებში იყოს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის, ევროკავშირის წარმომადგენლის ტოივო კლაარის თქმით, მათ შეხვედრებზე  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დააყანეს. 

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე მხარდაჭერა მოითხოვა

უკანონოდ დაკავებული ექიმი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“,-ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით ზალკალიანი: იმედია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლების საკითხში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული.

ნეიროქირურგ გოგი მაღალაშვილს სცემეს

თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში ცნობილ ექიმს ნეიროქირურგს გიორგი (გოგი) მაღალაშვილს სცემეს. 

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ოპოზიციას არაფერს დავპირებივართ

პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის არჩევის სხვადასხვა სისტემაზე საუბრისას, აცხადებს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას არაფერზე შეთანხმებია და არც არაფერზე მიუცია პირობა.

კობა ლურსმანაშვილი: "ქართულ ოცნებას" არცერთი პოლიტიკური ძალის წინაშე ვალდებულება არ აუღია და შეთანხმება არ ჰქონია 

"როდესაც ოპოზიცია ხმამაღლა აცხადებს ჩვენ შევთანხმდით და მოგვატყუესო - რა შეთანხმებაზე საუბრობენ, რამე კულუარული იყო და ჩვენ არ ვიცით? გვითხრან სად,  როდის, რომელ დღეს, ვისთან შეთანხმდნენ, დაასახელონ კონკრეტული პირები, კონკრეტული თარიღები და რა შეთანხმება გაფორმდა წარმოადგინონ ეს“, - აღნიშნულის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა „არენა“-ში განაცხადა.

 

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ყველა პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა. 

საპროტესტო აქციები გრძელდება- პარლამენტის პიკეტიკრება ისევ იგეგმება

საპროტეტსო აქციები გრძელდება. პარლამენტის პიკეტირება ისევ იგეგმება.

აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირი სასამართლომ გაათავისუფლა

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირი,  გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქალაქო სასამართლოს აქციაზე დაკავებულების პროცესი სამართლიანად წარმართოს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართოს 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულების სასამართლო განხილვები.

გიორგი ვოლსკი პროპორციული არჩევნების ჩატარების ინიციატივაზე: „ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან რაიმე მოლაპარკებების და შეთახმების შედეგი“ 

„ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან არც რაიმე მოლაპარკებების და შეთახმების შედეგი. ამ ინიციატივას არ ყოლია მხარეები. ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივა იყო“, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

 

 

ტყის საფარის 7 კერიდან 2-ზე ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე კი სრული ლოკალიზაციაა.

ანა დოლიძე: საქალაქო სასამართლო ჩინჩალაძის საფეოდალოდ გადაიქცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში სამართალდამცავების უპრეცენდენტო მობილიზება უწყების დამოუკიდებლობაზე ცუდად მეტყველებს. 

გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

მთავარი არხის ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

 

ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები, ქალაქის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან საქალაქო სასამართლოში წავიდნენ.

თამარ ჩუგოშვილი: ძალიან მიხაროდა, რომ გუშინდელ ბიუროს სხომაზე არ მეკუთვნოდა დასწრება

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დასწრება ძალიან მძიმე იქნებოდა.

მიხეილ ყაველაშვილი: ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ

"ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია."

გიორგი გუგავა: იქნება მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ორშაბათს, 25 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განხლდა.