სამი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წელი და 9 თვე მიესაჯა

სამი პირის განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა, ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულს 18 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ სამი პირის განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული დ.ბ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დ.ბ.-მ 2004 წლის 8 იანვარს, თ.კ.-ს მისი და  მისი ოჯახის წევრების მკვლელობის მუქარით ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, რაზეც თ.კ.-მ კატეგორიული უარი განუცხადა. აღნიშნულის გამო დ.ბ.-მ 2004 წლის 10 იანვარს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, თ.კ.-ს ორი ჭრილობა მიაყენა და   შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, დადგინდა, რომ 2004 წლის 1-ელ აპრილს, ქ. თბილისში, მუხიანის 4ა მ/რ-ში დ.ბ.-ს, რომელიც სამ პიროვნებასთან ერთად იმყოფებოდა, კონფლიქტი მოუვიდა გ.დ.-სთან, რომელსაც მეგობრები - მ.ს. და უ.მ. ახლდნენ. კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დ.ბ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, მისმა თანამზრახველებმა კი სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.დ.-ს, მ.ს.-ს და უ.მ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად სამივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 


ვინაიდან დ.ბ. მიემალა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“  (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად (ძვ. რედ.)) ქვეპუნქტებით,  117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ანგარებით ან შეკვეთით (ძვ. რედ.)) და 236-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება (ძვ. რედ.)).


თბილისის საქალაქო სასამართლომ ძებნილი დ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ყველა ბრალდებაში და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დ.ბ.-ს მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. 


ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცახდებით ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში დაგეგმილი მისი შეხვედრები დაკავშირებულია ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 4 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატში იმედოვნებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება  

„კვლავაც იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დღეებში მისი გათავისუფლება და კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მოხდება“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ლარი 0.41 თეთრით გაუფასურდა

20 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9776 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს
მოქმედებდა, 2.9735 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.41 თეთრი შეადგინა.
 

კაკულია გვენეტაძეს აკრიტიკებს: ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის

„ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის“, - ამ სიტყვებით უპასუხა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებაზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ  გაეროს უშიშროების საბჭოს 70 წლის მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდა.

თიბისი ბანკი მომხმარებელს თანხის QR კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისის ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკვე ბარათის გარეშე, QR კოდით არის შესაძლებელი. სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის.

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის Homeland Of Wine პრეზენტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის- Homeland Of Wine (საქართველო ღვინის სამშობლო) პრეზენტაცია გაიმართა.

ემუქრება თუ არა საქართველოს შავი ჭირი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტება

როგორც "პირველს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა, ჩინეთში დაფიქსირებული შავი ჭირის ორი შემთხვევა  საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

თავდაცვის მინისტრს ატლანტაში ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა

აშშ-ში, ატლანტაში გამართულ საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 25-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა.

ლევან დავითაშვილმა ფერმერებს პროფესიული დღე მიულოცა

„დღეს ფერმერის დღეა. ყველა ფერმერს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ კარგად ვიცით თქვენი შრომის ფასი. ვიცით რა გამოწვევების წინაშე დგახართ. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო პროექტი და აქტივობა ამ გამოწვევების გათვალისწინებით იგეგმება“.

ვახტანგ ჭარაია: მონეტარული პოლიტიკის მაღალმა განაკვეთმა ეკონომიკური ზრდა არ უნდა გადაიყოლოს

„მაღალმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა ეკონომიკური ზრდა არ უნდა გადაიყოლოს“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

კუს ტბაზე ასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს. მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

19 ნოემბერს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო მესაზღვრეებისა და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა 2018 წლის თებერვალში, როდესაც პოლონეთში გააძევეს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.

ქუთაისელი თეატრალები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებს აპროტესტებენ

ქუთაისელი თეატრალები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებს აპროტესტებენ. მსახიობებმა თეატრის წინ აქცია გამართეს და ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს.

ქუთაისის #2 ციხეში პატიმარი 51 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს

ქუთაისის #2 ციხეში პატიმარი 51 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ღუდუშაურის კლინიკა: 2008 წლის აგვისტოში ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა კლინიკაში

აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის კლინიკა საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 

საქალაქო სასამართლოში აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო.

შესაძლოა, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას

შესაძლოა, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას, სადაც როგორც მოთამაშეს, შესაძლებლობა ექნება, თავისი განცადების საფუძელზე მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა, ასევე მისი ოჯახის წევრი იქნება უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.