პროკურატურა მაკო გომურზე: გამოძიებამ აქციის მონაწილეებს სტანდარტული კითხვები დაუსვა

"გამოძიებამ აქციის მონაწილებს სტანდარტული კითხვები დაუსვა, რასაც კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა მოიცავს",- ასე პასუხობს გენერალური პროკურატურა 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომურის განცხადებას.

"20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა, სტანდარტული პროცედურები. აქციის მონაწილეთა დაზარალებულად ცნობისთვის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ცალკეული პირების მიმართ მოთხოვნილი მონაცემების მოსაპოვებლად გამოძიებამ, აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა.


20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული", - აცხადებენ უწყებაში.


ცნობისთვის, 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლისას მაკო გომურმა თვალი დაკარგა. გომურის თქმით, სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაუკავშირდნენ და ჰკითხეს - "ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა".


კახა კალაძე: ჩემი გუშინდელი ჟესტი ეკუთვნოდა არა აქციის მონაწილეებს, არამედ ჩემი დაცვის ორ თანამშრომელს

"ჩემი გუშინდელი ჟესტი ეკუთვნოდა არა აქციის მონაწილეებს, არამედ ჩემი დაცვის ორ თანამშრომელს"- დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ კითხვაზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

ლარი 1.15 თეთრით გაუფასურდა

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9723 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.15 თეთრი შეადგინა.

16 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 16 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას თესალი ავრცელებს.

ოთარ ჩრდილელი განმარტავს, რატომ არ მიიღო მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ვრცელ მიმართვას აქვეყნებს, რომელსაც შემდეგი სიტყვებით იწყებს: "გადავწყვიტე ეპისტოლარული პასუხი გავცე თუ რატომ შევიკავე თავი, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო მომავალი არჩევნები".

ჩუბინაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავომანქანა სამარშუტო ტაქსს შეეჯახა - არიან დაშავებულები

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაძე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავომანქანა და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი.

საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტი, აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმთან (FREE Network) თანამშრომლობით, უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ქართველს ექიმს ვაჟა გარინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება. ეპოქები და ტენდენციები“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება. ეპოქები და ტენდენციები“ გაიხსნა, რომელიც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, შალვა ამირანაშილის დაბადებიდან 120-ე წლისთავს ეძღვნება.

სირიის ხელისუფლება ლტოლვილთა დაბრუნების თურქული გეგმის წინააღმდეგია

სირიის ხელისუფლება ქურთებს თურქეთის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა.

მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმი გაიმართა

მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სატყეო სექტორით დაინტერესებულმა მხარეებმა ტყის რესურსებით მდგრად სარგებლობაზე ბიზნესგეგმები წარმოადგინეს.

ფარავნის ტბაზე შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირზე 50 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

სოსო არჩვაძე: ახალი მეთოდოლოგია ქვეყნის ეკონომიკაზე უფრო სრულ, ადეკვატურ და ობიექტურ ინფორმაციას იძლევა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საქსტატს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას - უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვას ულოცავს.

არჩილ თალაკვაძე: კონსტიტუციური საფუძველი, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს არ არსებობს

"უმრავლესობა არ დაიშლება, მოვიკრებთ ძალას და მომავალზეც ავიღებთ პასუხისმგებლობას",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე: 2024 წლამდე ქვეყანაში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა

"არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა რომელიმე ცალკეული საარჩევნო მოდელი. თავის დამარცხებას ნურავინ დააბრალებს საარჩევნო სისტემას",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპულ სამიტზე საქართველოს გამოცდილება წარმატებულად შეფასდა

14 – 15 ნოემბერს თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართა.

საქართველოს ელჩი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ, ისლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გუდლაუგურ თორ თორდარსონთან და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან, სიგრიდურ ანდერსენთან შეხვედრები გამართა. 

ვახტანგ ჭარაია: დღეიდან კიდევ უფრო მოწესრიგებული და დეტალური სტატისტიკა გვექნება

„დღეიდან კიდევ უფრო მოწესრიგებული და დეტალური სტატისტიკა გვექნება“, - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში საქსტატს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას - უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვას ულოცავს.

დიმიტრი ხუნდაძე: დავამტკიცებ, რომ ეს არ იყო დადგმული სპექტაკლი

პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ  მისცა ხმა, აცხადებს, რომ კანონპროექტის ჩაგდება დაგეგმილი არ იყო. 

მუსიკის ფორუმი, რომელიც 22-23 ნოემბერს გაიმართება

22 და 23 ნოემბერს მუსიკის ფორუმის ფარგლებში თბილისს ევროპის მუსიკალურ წრეებში სახელგანთქმული პროფესიონალები ეწვევიან.

ლელა აქიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე

"მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა იმ საჯარო პროგრამაში, საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში, რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, თანასწორობის კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კიბერფესტივალზე დამსწრეთათვის მთაწმინდის პარკისკენ ავტობუსი დაინიშნება

კიბერფესტივალზე დასწრების მსურველთათვის 16 ნოემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მთაწმინდის პარკის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს.