Georgia Capital უძრავი ქონების ბაზარზე $540 მლნ-ის ინვესტიციას განახორციელებს

საინვესტიციო კომპანია Georgia Capital მისი პლატფორმის Georgia Real Estate Holding-ის მეშვეობით, საქართველოში აქტიურ ინვსტირებას განაგრძობს. ჯამში $540 მლნ-ის ინვესტირებით ახალი პროექტების განხორციელება სასტუმროებისა და ტურიზმის კუთხით, ასევე საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით არის დაგეგმილი.

მასშტაბური ივესტირების ფარგლებში, Georgia Real Estate Holding უძრავი ქონების ბაზარზე ორ უმსხვილეს მიმართულებას - m2 Group-სა და სასტუმროებსა და ტურიზმს  გააერთიანებს.


ასევე ცნობილი გახდა, რომ ამიერიდან m2Group-ის გენერალური დირექტორის პოზიციას უძრავი ქონების ბაზარზე, 27 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction-ის ხელმძღვანელი, შოთა ბერეკაშვილი დაიკავებს. ხოლო Georgia Real Estate Holding-ს ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც, თავის მხრივ, უკვე შექმნა დეველოპერული სექტორის წარმატების ისტორია და დღემდე ხელმძღვანელობს კომპანიას, რომელიც არის ლიდერი უძრავი ქონების ბაზარზე.


ახალი პროექტების წარსადგენად სასტუმრო Kempinski-ს სამშენებლო ობიექტზე გამართულ პრესკონფერენციაზე Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ ახალი ქართული ბრენდის, Amber Group-ის დაფუძნების შესახებ განაცხადა.  Amber Group უნიკალური ქართული კულინარიითა და ტრადიციული ქართული მეღვინეობით, საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციაზე იქნება ფოკუსირებული.


„Georgia Capital აგრძელებს საქართველოში ინვესტირებას და ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანას აქვს ტურიზმის სექტორისა და უძრავი ქონების განვითარების უდიდესი პოტენციალი. შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებებით,  Georgia Real Estate Holding-ის პლატფორმით $540 მნლ-ის ინვესტირებას ვგეგმავთ“,- განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.


აღსანიშნავია, რომ ტურიზმის მიმართულებით ვხედავთ განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც  დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა ქვეყნის ულამაზეს რეგიონებსა და დედაქალაქში. ამ მიმართულებისთვის უკვე მოზიდულია $130 მლნ. ვთვლი, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნისთვის, ვინაიდან ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მომიჯნავე დარგების განვითარებას“, - განაცხადა  ირაკლი ბურდილაძემ.


პრეკონფერენციაზე დეველოპერული კომპანია m2 Group-ის გეგმების შესახებ შოთა ბერეკაშვილმა დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე კომპანია ამბიციური პროექტების განხორციელებას გაგანგრძობს.


„როგორც იცით, თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებზე მორგებულ უბანს უკვე ვაშენებთ, შემდგომი უბანი კი გეგმარების ეტაპზეა. მთლიანობაში, ინოვაციური პროექტების ფარგლებში, $410 მლნ-ის ინვესტირებას განვახორციელებთ. გამოწვევები საკმაოდ დიდია, თუმცა გვჯერა, რომ აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ავითვისოთ უძრავი ქონების ბაზრის ყველა ფუნდამენტური სექტორი.


ვცდილობთ, ვიყოთ მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ, მომხმარებლის საჭიროებების კვალდაკვალ. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ჩვენ მიერ წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც ქვეყანაში უძრავი ქონების წარმატების ისტორია შექმნა“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.


Georgia Capital-ის მასშტაბური ინვესტიციის ფარგლებში, უკვე აქტიურ ფაზაშია ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროს-Kempinski-ს მშენებლობა თბილისში, რომლის გახსნა 2020 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.


ავსტრიაში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საშობაო კონცერტი გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დეკემბერს ვენის მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში საშობაო კონცერტი გაიმართა. 

თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თელავში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა.

როგორ მოვაწყოთ მთლიანი ბინა ავეჯითა და ტექნიკით 2000 ლარად?

რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ სტატიის სათაური, ეს ყველაფერია რეალურია, ყველანაირი დაფარული გადასახადისა და მესიჯის გარეშე, შეგიძლიათ მთლიანი ბინა - 3 ოთახი ავეჯითა და ტექნიკით (15 ნივთი) მხოლოდ 2000 ლარად მოაწყოთ, დამატებით უფასოდაც მოგიტანენ მისამართზე.

ლარი 0.14 თეთრით გამყარდა

13 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8647 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8661 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.14 თეთრი შეადგინა.

საკანონმდებლო ორგანოში გუშინ გამოყენებული ნივთიერების გამო, დღეს პარლამენტში "მინისტრის საათი" გადაიდო 

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

13 დეკემბერი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

საბურთალოზე სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა

საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას N70-ში მაკდონალდსის ახალი რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა.

კახა კალაძე 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე: არავინ არავის ავალდებულებს მისვლას

"არავინ არავის ავალდებულებს მოსვლას",- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მოქალაქეები პარტიის მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციაზე იძულებით მიჰყავთ.

დიმიტრი ხუნდაძე: „ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ პარლამენტში ქუჩიდან ვერ შემოაღწევენ და შემოაღწევენ მხოლოდ ხალხის პირდაპირი მხარდაჭერით და არჩევნების წესით“

„ყველა საუბრობს საარჩევნო სისტემებზე და არ ეკითხებიან ხალხს. ჩვენი მიდგომა არის იმდაგვარი, რომ რაც ხალხს უნდა, ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ „TV პირველის“ გადაცემაში „დიანა ტრაპაიძის დღის ამბები“.

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  წარადგინა.

ბაჩო ოდიშარია: ის, ვინც ყოველდღე გაჰყვირის, რომ დასავლური კურსის მიმდევარია, ეჭვქვეშ აყენებს და ლახავს ისეთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ევროპულ ინსტანციას, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა 

„ის, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში გაჰყვირის, რომ დასავლური კურსის მიმდევარი და ევროპულ გზაზე შორი დისტანციის მორბენალია, არ იზიარებს და გმობს, ეჭვქვეშ აყენებს და ლახავს ისეთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ევროპულ ინსტანციას, როგორიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა“, - ამბობს კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია.

პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა გამგეობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონის მცხოვრებლებს, გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს

ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დაიწყო

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დაიწყო.

რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთელი ბავშვებისთვის საახალწლო კვირეული იმართება

თბილისის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის  რიმა ბერაძის ინიციატივით,  რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო კვირეული იმართება.

14-15 დეკემბერს ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, სამუშაოების წარმოების გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, დაგეგმილია, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე, სავალი ნაწილის გაფართოვების მიზნით, კლდის მასის ჩამონგრევა.

ომბუდსმენი მოქალაქეთა მიმართ სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რეგიონებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი: საფუძველი არ გვაქვს ახალი, რაიმე ტიპის აჟიოტაჟი შეიქმნას ქვეყანაში

ვიცე- პრემიერი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ქართული ოცნების" ახალ საარჩევნო ინიციატივასთან დაკავშირებულ ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა. 

 

ანრი ოხანაშვილი: კომპრომისულ შეთანხმებას მივაღწიეთ, ჩვენი კოლეგები მაჟორიტარულ სისტემაზე პროცედურას აღარ დაიწყებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატებთან კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პროცედურას აღარ დაიწყებენ.

სოსო არჩვაძე: დაძლეულია ახალი რეკორდული მიჯნა - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

„დაძლეულია ახალი რეკორდული მიჯნა - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.