უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო

მსოფლიოში უმსხვილესმა, ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის შემდეგ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო.

როგორც "პირველს" “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან" აცნობეს, პირველი პირდაპირი ფრენა Ryanair-მა ქუთაისის მიმართულებით 7 ნოემბერს მარსელიდან განახორციელა.


ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, Ryanair-ის კომუნიკაციის მენეჯერმა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთში ოლგა პავლონკამ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. პირველი რეისის ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.


ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა.


,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და ავიაკომპანია Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.


,,მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს - Ryanair-ი საქართველოშია. მოგეხსენებათ, მრავალი წელია იყო პირდაპირი დაკვეთა მოსახლეობის მხრიდან, რომ შემოგვეყვანა ეს ავიაკომპანია და ჩვენ რამდენიმე თვის წინ განვაახლეთ და წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები. Ryanair-ი საქართველოში ნიშნავს მეტ ევროპელ ტურისტს და რა თქმა უნდა, ასევე, ხელმისაწვდომ ფრენებს ევროპის მიმართულებით. საქართველოს წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლით ქართულ ავიაციასა და ტურიზმში ახალი ერა იწყება,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ბოლონია დაემატება.


Ryanair დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს. ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით რეისებს მილანში შეასრულებს. 2020 წლის აპრილიდან კი პირდაპირ რეისების განხორციელებას კვირაში ორჯერ კიოლნი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს.


ცნობისთვის, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. მისი ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია 38 ქვეყნის 224 მიმართულებით ოპერირებს და ყოველდღიურად 2400 ზე მეტ რეისს ასრულებს. 2018 წლის მონაცემებით ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე,  Lufthansa-ს შემდეგ სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.


 


 


 


 


ტყის საფარის 7 კერიდან 2-ზე ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე კი სრული ლოკალიზაციაა.

ანა დოლიძე: საქალაქო სასამართლო ჩინჩალაძის საფეოდალოდ გადაიქცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში სამართალდამცავების უპრეცენდენტო მობილიზება უწყების დამოუკიდებლობაზე ცუდად მეტყველებს. 

გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

მთავარი არხის ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

 

ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები, ქალაქის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან საქალაქო სასამართლოში წავიდნენ.

თამარ ჩუგოშვილი: ძალიან მიხაროდა, რომ გუშინდელ ბიუროს სხომაზე არ მეკუთვნოდა დასწრება

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დასწრება ძალიან მძიმე იქნებოდა.

მიხეილ ყაველაშვილი: ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ

"ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია."

გიორგი გუგავა: იქნება მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ორშაბათს, 25 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განხლდა.

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

მამუკა მდინარაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა არარელევანტურია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ ინიცირებული იდეა სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არარელევანტურია. 

ანკარაში შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის საბაჟო კომიტეტების რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა

19 ნოემბერს, ანკარაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა.

ნათია თურნავა: თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების ამოქმედება ინვესტიციებს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას წაახალისებს

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს რუსარ ფექჩანს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერი კეთდება, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს. 

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეტ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი: ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ

"ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ", - ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

20 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

ნათია თურნავა: თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ ნაბიჯები გადავდგით 

„დღეს ჩვენ თურქ კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ და განვიხილეთ თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში. მოგეხსენებათ, თურქეთი ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ-ეკონომიკური და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია. თურქეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა სულ უფრო მზარდი ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანკარაში  საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის შედეგების კომენტირებისას.

ირაკლი ლატარია: ღამის 12 საათიდან მოყოლებული, ყველა ოპოზიციონერი არათუ ერთი მესიჯბოქსით, იდენტური სიტყვებით იმეორებს, მთელ ოპოზიციას გვაქვს 41% და ეს დიდი მიღწევააო

„ყველა ოპოზიციონერი არათუ ერთი მესიჯბოქსით, იდენტური სიტყვებით იმეორებს, მთელ ოპოზიციას გვაქვს 41% და ეს არის დიდი მიღწევაო. ღამის 12 საათზე კვლევის გამოგდებაც საინტერესოა, ვის ინტერესებს ემსახურება, თუმცა ეგ ცალკე თემაა“,- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერა ფიქსირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა - სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9735 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9736 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.