ჩინური კომპანია: საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არა მხოლოდ პროდუქციის ექსპორტით, არამედ წარმოებითაც ვართ დაინტერესებული

"საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ პროდუქცის ექსპორტით, არამედ პროდუქციის წარმოებითაც, - ამის შესახებ ჩინეთის ელექტროტექნიკის და დანადგარების მწარმოებელთა ასოციაციის წევრი კომპანიის Xinle Electrical Appliance-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ში სინქიანმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი კომპანია საქართველოში ბიზნესის დაწყების გზებს ეძებს.


„ვფიქრობთ, საქართველოში ძალიან კარგი მომავალი გვაქვს, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ პროდუქციის ექსპორტით, არამედ წარმოებით“, - აღნიშნა ში სინქიანმა.


შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში უცხოელი, მათ შორის ჩინელი ინვესტორებისთვის არსებულ მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იმ კომპანიებს, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროდუქციის წარმოებას დაიწყებს, დაასაქმებს საქართველოს მოსახლეობას, შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც საქართველოს აქვს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და საკუთარი პროდუქცია ამ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანონ.


 ჩინეთის ელექტროტექნიკის და დანადგარების მწარმოებელთა ასოციაციას 10 ათასამდე კომპანიას აერთიანებს.


კობა ლურსმანაშვილი: ნულოვანი ბარიერი პარტიების მიერ მანდატების მოპოვებას ემსახურება

"ქართული ოცნების" წევრმა კობა ლურსმანაშვილმა მამუკა კაციტაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც ამომრჩეველის ინიციატივით წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის განხილვა მიმდინარეობს, კითხვით მიმართა.

მდინარაძე ოპოზიციას: ვის ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ?!

"ვის ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ?!", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და საელჩოს ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

ლილოში მცხოვრებ 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა

თბილისის მერი კახა კალაძე დიდ ლილოში იმყოფებოდა, სადაც 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. სამგორის რაიონში მცხოვრებმა 23-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღო.

 

სულხან მახათაძე: ბლოკების შექმნა ხომ არ არის პარტიებისთვის ფინანსური მანიპულირების შესაძლებლობა?

"თქვენ ახსენეთ, რომ ბლოკები ეს არის თანამშრომლობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, მაგრამ მე გეკითხებით, ხომ არ არის ეს ამავდროულად პარტიებისთვის ფინანსური მანიპულირების შესაძლებლობაც?"

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი მიზანია პოლიტიკური პარტიების განვითარება მოხდეს

"ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბლოკების თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 12 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

სოფელ ნამოხვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანთან არსებულ ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების უწყვეტი სამუშაოების შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ აღინიშნება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

რატევანის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, რატევანის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

რომში გამოფენა "ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გაიხსნა

რომში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა "ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში", რომელზეც 90-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ქართველი და უცხოელი ფოტო რეპორტიორების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

დიმიტრი ხუნდაძე: იმ დეპუტატთა შორის ვარ, ვინც ყოველთვის მხარს უჭერდა მაჟორიტარულ სისტემას

„ყოველთვის მხარს ვუჭერდი მაჟორიტარულ სისტემას, იმ დღიდან, რაც პოლიტიკაში ვარ, და იმ დღიდან, როცა ამ თემაზე დაიწყო საუბარი, ხომ არ შევცვალოთ პროპორციული სისტემით“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ლავროვი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე: ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტის კითხვაზე, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფრაზით – "ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემას, ნუ ღელავთ" – იხუმრა.

ირაკლი შიოლაშვილი მამუკა კაციტაძეს: ჩემდა სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ იმსახურებს დათმობაზე წასვლას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კანონპროექტებთან დაკავშირებით მამუკა კაციტაძეს კითხვებით მიმართა.

ირაკლი ანთაძე: ახალგორის გადასასვლელების გახსნაზე პასუხი უცვლელია

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. 

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი მოკლული იპოვეს. 

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას, ნახოთ

„შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას, ნახოთ“, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.

თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი - მასპინძლის სახლის დაზღვევა

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს - მასპინძლის სახლის დაზღვევას სთავაზობს.

კახა ოქრიაშვილი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ ვუჭერ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას მხარს არ უჭერს. მისი ინფორმაციით, მმართველ გუნდში არიან სხვა დეპუტატებიც, რომლებიც ასევე, არ იზიარებენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

ისრაელის არმია ღაზას სექტორს უტევს

ისრაელის არმია ღაზას სექტორში არსებულ ობიექტებს უტევს. ამის შესახებ ინფორმაციას ცახალის პრეს–სამსახური ავრცელებს.

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კუდ-ის თანამშრომლები დააკავა

თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კუდ-ის თანამშრომლები დ.ქ. და ი.გ. ბრალდებულად დააკავა, ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ლ. ქ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას: გახარებთ ამ ქვეყანაში პრობლემები და ამას იყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის

"თქვენ გახარებთ ამ ქვეყანაში პრობლემები და ამას იყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის", - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.