კარლო კოპალიანი მამუკა ხაზარაძეს: 2007 წლის 7 ნოემბერს ხალხთან იყავით? არა, მე იქ ვიყავი და თქვენთვის თვალიც არ მომიკრავს!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოძრაობა „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.

„გუშინ მამუკა ხაზარაძის ძალად პოლიტიკურმა ორგანიზაციამ 7 ნოემბერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და არ შემიძლია, ამ ცინიზმს და უკიდურეს უტიფრობას არ გამოვეხმაურო. ხაზარაძე საზოგადოებას ეუბნება, რომ თურმე „ქართული ოცნებისთვის“ 7 ნოემბერი არ არის ღირებულებითი მოვლენა და მხოლოდ მისი პარტნიორების, ნაციონალების კრიტიკის შესაძლებლობაა. ბატონო მამუკა, არ მგონია, მეხსიერების პრობლემა გქონდეთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ თქვენ პირადად და საზოგადოებას, რომ არ გამოგივათ ამ სიცრუის ტირაჟირება, არავინ დაიჯერებს თქვენს სიყალბეს“, - აცხადებს კარლო კოპალიანი.


მისივე თქმით, 9 აპრილს ქართველი ხალხი რუსულმა ჯარმა, ოკუპანტმა დაარბია.


„7 ნოემბერს და 26 მაისს, თქვენმა სულიერმა ძმებმა, პირადად შენმა მიშამ დაარბია ქართველი ხალხი. იმ მიშამ, რომლის კარის ბანკირი იყავი მუდამ და ყოველნაირად ცდილობდი, გაგემყარებინა მოძალადე, სისხლიანი რეჟიმი, სამაგიეროდ კი სრული კარტბლანში გქონდა მოცემული, სულის ამოხდამდე გაგეტყავებინა ქართველი ხალხი. საინტერესოა, სად იყავი აქამდე? თუნდაც 2007 წლის 7 ნოემბერს ხალხთან იყავით? არა, მე იქ ვიყავი და თქვენთვის თვალიც არ მომიკრავს! ან მაშინ თუ დაგმეთ ძალადობა? არა! სამძიმარი თუ გითქვამს ია მეტრევლისთვის, ირინა ენუქიძისთვის, ჯამბულ გამცემლიძისთვის, ვაზაგაშვილებისთვის, შარაძეებისთვის, წკრიალაშვილებისთვის და რამდენიმე ასეული ქუჩაში თუ ციხეებში ჩაცხრილული ახალგაზრდების ჭირისუფლისთვის, ხმამაღლა თუ გამოგითქვამს ყოველივე ამაზე პროტესტი? არა! ყოველივე ეს ფაქტი ძალიან კარგად ახსოვს ქართველ ხალხს. ამიტომ გირჩევნია, თავი დაანებო უტიფრობას და მაღალ მატერიებზე საუბარს, თავი დაანებო მორალისტობას, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია შენი წარსულის მქონე ადამიანისგან დემოკრატიაზე, ადმიანის უფლებებსა და თანასწორობაზე საუბარი“, - ასე მიმართა კარლო კოპალიანმა მამუკა ხაზარაძეს.


ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცახდებით ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში დაგეგმილი მისი შეხვედრები დაკავშირებულია ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 4 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატში იმედოვნებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება  

„კვლავაც იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დღეებში მისი გათავისუფლება და კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მოხდება“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ლარი 0.41 თეთრით გაუფასურდა

20 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9776 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს
მოქმედებდა, 2.9735 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.41 თეთრი შეადგინა.
 

კაკულია გვენეტაძეს აკრიტიკებს: ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის

„ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის“, - ამ სიტყვებით უპასუხა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებაზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ  გაეროს უშიშროების საბჭოს 70 წლის მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდა.

თიბისი ბანკი მომხმარებელს თანხის QR კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისის ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკვე ბარათის გარეშე, QR კოდით არის შესაძლებელი. სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის.

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის Homeland Of Wine პრეზენტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის- Homeland Of Wine (საქართველო ღვინის სამშობლო) პრეზენტაცია გაიმართა.

ემუქრება თუ არა საქართველოს შავი ჭირი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტება

როგორც "პირველს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა, ჩინეთში დაფიქსირებული შავი ჭირის ორი შემთხვევა  საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

თავდაცვის მინისტრს ატლანტაში ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა

აშშ-ში, ატლანტაში გამართულ საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 25-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა.

ლევან დავითაშვილმა ფერმერებს პროფესიული დღე მიულოცა

„დღეს ფერმერის დღეა. ყველა ფერმერს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ კარგად ვიცით თქვენი შრომის ფასი. ვიცით რა გამოწვევების წინაშე დგახართ. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო პროექტი და აქტივობა ამ გამოწვევების გათვალისწინებით იგეგმება“.

ვახტანგ ჭარაია: მონეტარული პოლიტიკის მაღალმა განაკვეთმა ეკონომიკური ზრდა არ უნდა გადაიყოლოს

„მაღალმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა ეკონომიკური ზრდა არ უნდა გადაიყოლოს“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

კუს ტბაზე ასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს. მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

19 ნოემბერს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო მესაზღვრეებისა და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა 2018 წლის თებერვალში, როდესაც პოლონეთში გააძევეს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.

ქუთაისელი თეატრალები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებს აპროტესტებენ

ქუთაისელი თეატრალები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებს აპროტესტებენ. მსახიობებმა თეატრის წინ აქცია გამართეს და ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს.

ქუთაისის #2 ციხეში პატიმარი 51 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს

ქუთაისის #2 ციხეში პატიმარი 51 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ღუდუშაურის კლინიკა: 2008 წლის აგვისტოში ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა კლინიკაში

აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის კლინიკა საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 

საქალაქო სასამართლოში აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო.

შესაძლოა, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას

შესაძლოა, აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას, სადაც როგორც მოთამაშეს, შესაძლებლობა ექნება, თავისი განცადების საფუძელზე მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა, ასევე მისი ოჯახის წევრი იქნება უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.