მესამე მასივში ახალი სკვერები გაიხსნა

სამგორის რაიონის გამგეობა დასასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აქტიურად ახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, სამი ახალი სკვერი მესამე მასივში გაიხსნა.


ახლადმოწყობილი სკვერები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.


ერთ-ერთი სკვერი ვარკეთილის ზემო პლატოს N1 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო.


1 320 კვ.მ ფართობის დასასვენებელ სივრცეში სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი, დასასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონა, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა.


სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.


ასევე, პროექტის ფარგლებში, მოეწყო საყრდენი კედელი და კიბე. ტერიტორია ადაპტირდა შშმ პირთათვის და მოეწყო სპეციალური პანდუსი.


პროექტის ღირებულება 126 047 ლარია და ის სამგორის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა.


უკვე დასრულდა სკვერის მოწყობა ხომლელის ქუჩაზეც.


N4 კორპუსის მიმდებარედ, 340 კვ.მ ფართობზე საბავშო ატრაციონები და საბაღე სკამები განთავსდა.


სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.


პროექტის ღირებულება 45 386 ლარია და ის სამგორის გამგეობის დაკვეთით, შპს „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა.


ასევე, დასრულდა სკვერის მოწყობა მე-9 კვარტლის N3 კორპუსის მიმდებარედ.


165 კვ.მ ფართობის საბავშვო მოედანზე ატრაქციონები, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. დამონტაჟდა გარე განათების სისტემაც. პროექტის ღირებულება 42 052 ლარია.


სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 13 სკვერი მოაწყო, ამჟამად კი დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.


               


ოცნების დეპუტატი V.S. კობა გვენეტაძე [ვიდეო]

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს.

გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს თავშესაფარი მისცა

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა ოფისმა (BAMF) მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლეს მ.ც.-ს და ოთხ შვილს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა და თავშესაფარი მისცა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel იტყობინება.

მიხეილ ყაველაშვილი: დადგა ქვეყანაში იმის დრო, ვისაუბროთ სარჩევნო პროცესზე და არა გადაგდება-არგადაგდებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დადგა იმის დრო, რომ დაიწყოს შინაარსობრივი მსჯელობა და მოქალაქეებზე ზრუნვა.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო დასკვნით ეტაპზე გადავიდა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულების, ლევან ქარდავასა და რევაზ შიუკაშვილის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

21 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 21 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

ქალისა და მამაკაცის თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება შესაძლოა კანონით დარეგულირდეს 

ქალისა და მამაკაცის თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურები

 

 
თბილისში სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-19 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

20-22 ნოემბერს, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენა, საგამოფენო ცენტრის "ექსპოჯორჯია" მე-6 და მე-11 პავილიონებში იმართება.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცახდებით ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში დაგეგმილი მისი შეხვედრები დაკავშირებულია ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 4 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატში იმედოვნებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება  

„კვლავაც იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დღეებში მისი გათავისუფლება და კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მოხდება“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ლარი 0.41 თეთრით გაუფასურდა

20 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9776 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს
მოქმედებდა, 2.9735 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.41 თეთრი შეადგინა.
 

კაკულია გვენეტაძეს აკრიტიკებს: ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის

„ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის“, - ამ სიტყვებით უპასუხა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებაზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ  გაეროს უშიშროების საბჭოს 70 წლის მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდა.

თიბისი ბანკი მომხმარებელს თანხის QR კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისის ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკვე ბარათის გარეშე, QR კოდით არის შესაძლებელი. სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის.

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის Homeland Of Wine პრეზენტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის- Homeland Of Wine (საქართველო ღვინის სამშობლო) პრეზენტაცია გაიმართა.

ემუქრება თუ არა საქართველოს შავი ჭირი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტება

როგორც "პირველს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა, ჩინეთში დაფიქსირებული შავი ჭირის ორი შემთხვევა  საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

თავდაცვის მინისტრს ატლანტაში ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა

აშშ-ში, ატლანტაში გამართულ საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 25-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა.

ლევან დავითაშვილმა ფერმერებს პროფესიული დღე მიულოცა

„დღეს ფერმერის დღეა. ყველა ფერმერს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ კარგად ვიცით თქვენი შრომის ფასი. ვიცით რა გამოწვევების წინაშე დგახართ. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო პროექტი და აქტივობა ამ გამოწვევების გათვალისწინებით იგეგმება“.

ვახტანგ ჭარაია: მონეტარული პოლიტიკის მაღალმა განაკვეთმა ეკონომიკური ზრდა არ უნდა გადაიყოლოს

„მაღალმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა ეკონომიკური ზრდა არ უნდა გადაიყოლოს“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

კუს ტბაზე ასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს. მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.