ლევან ვასაძე: ჩვენი ზღაპრული, მშვიდი ქვეყანა ჯოჯოხეთადაა გადაქცეული

"ეს ჩვენი ზღაპრული, მშვიდი ქვეყანა, რომელიც ასე გვიყვარს, გადაქცეულია ჯოჯოხეთად", -ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ აქციაზე განაცხადა, სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ.

მისი თქმით, აქციის წევრები შეიკრიბნენ, რათა არ დაუშვან საქართველოში ქართული ტრადიციის შეურაცხყოფის ფაქტი.


"ჩვენი საზოგადოება, რომელიც ებრძოდა მარქსიზმს და ეგონა, რომ გათავისუფლდა ტოტალიტარიზმისგან, სინამდვილეში აღმოჩნდა ტოტალიტარიზმის მეორე იდეოლოგიის საკანში, რომელსაც ლიბერალური ტოტალიტარიზმი ან გლობალური ლიბერალიზმი ქვია. ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენი ერის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვიხაროდა და გვიხარია მარქსიზმის დანგრევა, სულ უფრო და უფრო ცუდად მიდის.  როდესაც საძულველი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ თითქმის 6 მილიონი ვიყავით , ეხლა თითქმის 3 მილიონი დავრჩით.


თუ ჩვენს მიერ საძულველი საბჭოთა იმპერიის დანგრევის ჟამს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 1 %-ზე ნაკლები ცხოვრობდა, ახლა არც კი ვიცით რამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, თუმცა მე ვრჩები აბსოლუტურად  ანტისაბჭოთა და ანტიმარქსისტულ ეროვნულ ადმიანებმად.  ის კატასტროფა, რაც ჩვენ გვჭირს ბოლო 30 წლის განმავლობაში, არის მიზანმიმართული იდეოლოგიური მუშაობის შედეგი. ამ იდეოლოგიის მიზანია, აქციოს საქართვეო პლაცდარმად ერთმანეთში მეომარ იმპერიებს შორის ბრძოლისათვის და ამ მიზნით ჩვენს ერს უნდა დააკარგვინონ ეროვნულობა, იდენტობა, ტრადიცია და პატივისცემა  საკუთარი სასულიერო ღერძისა. ამისთვისაა, რაც კეთდება ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში, სრულიად უკონტროლი, აღვირახსნილი აბორტების, პორნოგრაფიის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკების პოლიტიკა, რომელიც შეუქცევლად ანადგურებს ჩვენს ერს. სანამ დღევანდელი დღე დაბნელდება, ქართველები დაახლოებით 150 კაცით მეტს დავასაფლავებთ, ვიდრე დავბადებთ.  ასე ვართ ყოვლედღე. მათ შორისაც ვინც დაიბადება, ღმერთმა მისცეს გამრავლება, ბედნიერება და ჯანმრთელობა, ვნახავთ, რომ თითქმის ნახევარი ქართველები აღარ არიან", - აცხადებს ლევან ვასაძე.


ბიზნესმენი ფიქრობს, რომ "უმაღლესი კულტურის და განათლების მატარებელი ერი ფსკერზეა დაცემული".


"თითოეული ჩვენთაგანის ოჯახის წევრებს, მეც მათ შორის გვიწევს უცხოეთში წასვლა იმისთვის, რომ ჩვენი სანათესაო ვარჩინოთ საქართველოში. ახლა მკითხავთ რა შუაშია ამ საშინელი ფილმის ჩვენება და ის, რასაც თქვენ საუბრობთო -  ეს არის გვირგვინი ამ პროგრამისა, რომელიც ანადგურებს ქართულ შეგნებას, იდენტობას და ეროვნულ სახელმწიფოებრიობას. ის კატასტროფა, რაც ჩვენ გვჭირს, ფრაგმენტალური დაჩეხილი აზროვნების ადამიანისათვის ძალიან ძნელი გასაგებია, თუ ის მთელ სურათს ვერ ხედავს", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.


მისი თქმით, "მიმდინარეობს მიზანმიმართული მცდელობა, ახალგაზრდების გადაჯიშების და გადაგვარების".


"მიმდინარეობს ყოველგვარი სიბინძურის, სიმახინჯის დაუღალავი პროპაგანდა, სატელევიზიო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ სამსახურიდან დაბრუნებულ ადამიანს ნერვები დააგლიჯონ, გული გაუხეთქონ", - აცხადებს ლევან ვასაძე.


დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ოპოზიციას არაფერს დავპირებივართ

პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის არჩევის სხვადასხვა სისტემაზე საუბრისას, აცხადებს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას არაფერზე შეთანხმებია და არც არაფერზე მიუცია პირობა.

კობა ლურსმანაშვილი: "ქართულ ოცნებას" არცერთი პოლიტიკური ძალის წინაშე ვალდებულება არ აუღია და შეთანხმება არ ჰქონია 

"როდესაც ოპოზიცია ხმამაღლა აცხადებს ჩვენ შევთანხმდით და მოგვატყუესო - რა შეთანხმებაზე საუბრობენ, რამე კულუარული იყო და ჩვენ არ ვიცით? გვითხრან სად,  როდის, რომელ დღეს, ვისთან შეთანხმდნენ, დაასახელონ კონკრეტული პირები, კონკრეტული თარიღები და რა შეთანხმება გაფორმდა წარმოადგინონ ეს“, - აღნიშნულის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა „არენა“-ში განაცხადა.

 

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ყველა პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა. 

საპროტესტო აქციები გრძელდება- პარლამენტის პიკეტიკრება ისევ იგეგმება

საპროტეტსო აქციები გრძელდება. პარლამენტის პიკეტირება ისევ იგეგმება.

აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირი სასამართლომ გაათავისუფლა

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირი,  გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქალაქო სასამართლოს აქციაზე დაკავებულების პროცესი სამართლიანად წარმართოს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართოს 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულების სასამართლო განხილვები.

გიორგი ვოლსკი პროპორციული არჩევნების ჩატარების ინიციატივაზე: „ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან რაიმე მოლაპარკებების და შეთახმების შედეგი“ 

„ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან არც რაიმე მოლაპარკებების და შეთახმების შედეგი. ამ ინიციატივას არ ყოლია მხარეები. ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივა იყო“, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

 

 

ტყის საფარის 7 კერიდან 2-ზე ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე კი სრული ლოკალიზაციაა.

ანა დოლიძე: საქალაქო სასამართლო ჩინჩალაძის საფეოდალოდ გადაიქცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში სამართალდამცავების უპრეცენდენტო მობილიზება უწყების დამოუკიდებლობაზე ცუდად მეტყველებს. 

გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

მთავარი არხის ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

 

ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები, ქალაქის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან საქალაქო სასამართლოში წავიდნენ.

თამარ ჩუგოშვილი: ძალიან მიხაროდა, რომ გუშინდელ ბიუროს სხომაზე არ მეკუთვნოდა დასწრება

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დასწრება ძალიან მძიმე იქნებოდა.

მიხეილ ყაველაშვილი: ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ

"ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია."

გიორგი გუგავა: იქნება მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ორშაბათს, 25 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განხლდა.

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

მამუკა მდინარაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა არარელევანტურია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ ინიცირებული იდეა სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არარელევანტურია. 

ანკარაში შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის საბაჟო კომიტეტების რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა

19 ნოემბერს, ანკარაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა.

ნათია თურნავა: თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების ამოქმედება ინვესტიციებს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას წაახალისებს

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს რუსარ ფექჩანს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერი კეთდება, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს.