ირაკლი ზარქუა: "ნაციონალური მოძრაობა" არის ბანძი ოპოზიცია, რომელიც მცდარ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ მერიის მიერ საახალწლო ილუმინაციების შეძენაზე და ტენდერების გამოცხადების პროცედურებზე ოპოზიციის განცხადებებს უპასუხა.

მისი თქმით, საახალწლო ილუმინაციები დედაქალაქს სჭირდება, ტენდერები კი ღია და გამჭვირვალეა, რომლის შესახებ ინფორმაციაც ყველასთვის ხელმისაწვდომია.


„წინა ხელისუფლების დროს,  2009 წელს , 2 მილიონ 50 ათასი აქვთ დახარჯული საახალწლო ილუმინაციების შეძენა-ექსპლუატაციაზე, 2010 წელს 2 მილიონ 655 ათასი, 2011 წელს მილიონ 947 ათასი. ნაძვის ხესაც ვიყიდით, ილუმინაციებსაც, იმიტომ რომ საახალწლო განათება და ღონისძიებები სჭირდება დედაქალაქს და ის რომ, ამას თბილისის მერია მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით აკეთებს, ოპოზიციის მიერ ჩატარებულ რეიტინგებშიც ჩანს, სადაც კახა კალაძე ლიდერია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 9%-იან ნიშნულზე. რაც შეეხება ტენდერებს, რომელიც ოპოზიციამ ახსენა და განაცხადა, რომ თითქოს მხოლოდ ერთი კომპანია იღებს ამ ტენდერებში მონაწილეობას. პირიქით,  ეს ინფორმაცია საჯარო, ღია და გამჭვირვალეა. ჩვენ ვთქვით, რომ ვაკეთებთ აქცენტს ხარისხზე, რომ შეძენილი პროდუქცია გრძელვადიანი იყოს. წელს ახალი ნაძვის ხე შევიძინეთ, ძველი კი გადადის სხვა ლოკაციაზე,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მისი ოჯახის მიერ ქონების შეძენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას უპასუხა და მორიგი სპექტაკლი უწოდა.


მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობა“ მის ბულინგს ცდილობს.


„ვერასოდეს გავხდები ნაციონალური მოძრაობის მსხვერპლი, იმიტომ რომ უსინდისოები, მორალის და ღირსების გარეშე არიან. განმარტებას საზოგადოებისთვის მაინც გავაკეთებ- ჩემი ჩემი მეუღლის ოჯახი, რომელიც დღეს ახსენეს, კონკრეტულ მისამართზე 1977 წლიდან ცხოვრობს. ამ ადგილას დარჩენილი იყო მონაკვეთი, რომლის რეგისტრაციისთვის 2015 წელს ჩემი მეუღლის ოჯახმა  ლეგალიზების კომისიას მიმართა, მე ამ დროს პოლიტიკაში არ ვიყავი. ლეგალიზების კომისიის გადაწყვეტილებით, მათ ეს მიწის ნაკვეთი შეიძინეს და ამის გადახდის ქვითრებიც არსებობს. ეს ბრალდება არის ბანძი ოპოზიციის მეთოდი, უაპელაციოდ დააბრალონ ადამიანს რამე და მერე ისე გაიქცნენ, რომ პასუხსაც არ დაელოდონ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბანძი ოპოზიცია, რომელიც მცდარ ინფორმაციას ავრცელებს,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა საკრებულოსთან ერთად ყველა პრობლემას  აგვარებს, ავტობუსების, ტაქსის რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს და  დედაქალაქს საოცარი ახალი წელი ელოდება.


შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს,  - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

ლარი 0.28 თეთრით გამყარდა

23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8867 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.28 თეთრი შეადგინა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა

120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგებსა და სამომავლო გეგმებს ვორქშოფზე განიხილავს. 

გიორგი გახარია: საქართველოს 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია, რაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევაა 

"ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით, აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe განაცხადა, რომელშიც ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

დღეიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანულას მიმართულებით ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან,  გლდანულას  მიმართულებით, დღეიდან N73 ხაზზე ახალი „ISUZU“-ს მარკის  ავტობუსები იმოძრავებენ. 

კორონავირუსი: ყველაფერი სიმპტომების, ვაქცინისა და რისკების შესახებ

ჩინეთი აძლიერებს ძალისხმევას კორონავირუსის მოსაგერიებლად, რომელიც ქალაქ ვუჰანში, სავარაუდოდ, ზღვის, პროდუქტების ერთ-ერთ ბაზარზე წარმოიშვა.

პრემიერი: როდესაც ჩვენი მეგობრები ევროპის მომავალზე ისაუბრებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, საქართველო განხილვის თემა იყოს 

"აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია, ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს", -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe განაცხადა, რომელშიც ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

პროკურორი: ბრალდების მხარე ალექსანდრე სუბელიანის ჩვენებას დასკვნით სიტყვაში შეაფასებს

„რამდენად მნიშვნელოვანია ამ მოწმის ჩვენება ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდების შინაარსთან მიმართებაში, მას შემდგომ, რაც ჩვენ დავასრულებთ აბსოლუტურად ყველა მტკიცებულებების გამოკვლევას, ბრალდების მხარე სახელმწიფო ბრალდების დასკვნით სიტყვაში შეაფსებს თითოეული მოწმის ჩვენებას, შემხებლობასა და მის მნიშვნელობას ბრალდებასთან მიმართებაში“, - ამის შესახებ პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

"ბორჯომი ლიკანი" აუქციონზე ვერ გაიყიდა

სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" საჯარო აუქციონზე არ გაიყიდა. იმის გამო, რომ ობიექტით არავინ დაინტერესდა, ვაჭრობაც არ შედგა.

ვლადიმერ პუტინის მიერ წარდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო 

რუსეთის სახელმწიფო დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ წარდგენილი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ნატოს" ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე "ნატოს"  ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდა. 

პროფესორი ვასილ გონაშვილი: გიორგი შარვაშიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება მცდარია

„გიორგი შარვაშიძის შემთხვევაში პლაგიატი არ დასტურდება, ეს მცდარი ბრალდებაა“, - ამის შესახებ პროფესორმა ვასილ გონაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება 

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება. 

საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია დამტკიცდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა მიმდინარე წლის 22 იანვარს, 1365-ე სხდომაზე, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია დაამტკიცა.

საქართველო განსუს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე მასპინძელ ქვეყნად მიიწვიეს

„საპარნტიორო ფონდის“ აღამსრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა.

ლევან კობერიძე: აპაჭუნოს ახლა თვალები გახარიამ და გვითხრას, სიხარული უნდა თუ წერილი

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს "ღლიცინით" პასუხობენ.

საქართველოში ამინდი გაუარესდება

24 იანვარს საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება. 

მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა!

სასწრაფოდ!

თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ობიექტი დაარსდება

თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ობიექტი დაარსდება. შესაბამისი ინიციატივით თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია გამოვიდა. 

საქართველოს ელჩი თურქმენეთის რეგიონებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

თურქმენეთის რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მამუკა მურჯიკნელი მარისა და ლებაპის ველაიათების ხელმძღვანელ პირებს (ჰაკიმებთან), დოვრანბერდი ანაბერდიევსა და თანრიგული ათაჰალიევს 

როგორ ატყუებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები სოციალური ქსელის მომხმარებლებს - POSTV - მედია რენტგენი

როგორ ატყუებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები სოციალური ქსელის მომხმარებლებს.