მსვლელობამდე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ძალადობისგან თავი შეიკავონ.
"ახლა დაიწყება ეს სეანსი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ჩავშლით. უფრო მეტი ხალხი გვიერთდება. მინდა ყველას მოგიწოდოთ, არ იყოს ძალადობა. ძალიან გთხოვთ, თითოეულ ჩვენს თანამოაზრეს, ვისაც თავი მიაჩნია ჩვენს მომხრედ, ყველაფერი მშვიდობიანად გავაკეთოთ, უბრალოდ მივიდეთ. თუ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, რომლებიც არ შეგვიშვებს, უბრალოდ გავწიოთ ეს კორდონები, მივაწვეთ მათ", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.