საპატრულოს უფროსი "ამირანთან" მიმდინარე აქციაზე: მხარეებს დაპირისპირების საშუალებას არ მივცემთ

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავები კინოთეატრ "ამირანთან" შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ, ფილმის საყურებლად მისულ პირებთან დაპირისპირების საშუალებას არ მისცემენ.

"ჩვენ დავიცავთ მართლწესრიგს. მხარეებს არ მივცემთ საშუალებას, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.


კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია დაძაბულია. აქციის წევრები კინოთეატრში შეჭრას და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას გეგმავენ. მათ "ამირანში" შეჭრის შესაძლებლობას სამართალდამცავები არ აძლევენ. კინოთეატრთან დამატებითი საპოლიციო ძალებია მობილიზებული, რომლებიც ფარებით და ჩაფხუტებით არიან აღჭურვილები.


რაც შეეხება "კავეას", იქ იმყოფება გურამ ფალავანდიშვილი. ფალავანდიშვილი კინოთეატრის დარბაზში შესვლას ცდილობს, სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება უნდა გაიმართოს.


გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ის დარბაზში "შიშველი ხელებით" შევა და ეკრანს გამორთავს. თუმცა, როგორ უნდა გამორთოს ეკრანი, დეტალებზე ვერ საუბრობს.


ყუმი-ღვედის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპოტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისში საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული პოეტის ვანლერ დაისელის მემორიალური დაფა გაიხსნა

გუნიას ქუჩის 4 ნომერში, სადაც პოეტი ვანლერ დაისელი 1920-1929 წლებში ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას მიმართავს.

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ზუგდიდში 22 წლის ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გრიპის ვირუსი სახელდება. ახლობლების ინფორმაციით, მას ფილტვების ანთება ჰქონდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" წევრი ყოფილი პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

1 დაღუპული და 7 დაშავებული - თავდასხმა აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სიეტლის ცენტრში ინციდენტი მოხდა.

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რომან გოცირიძე: გაფრთხილების წერილს, როგორც წესი, ფინანსური სანქციები მოჰყვება

"ნაციონალური მოძრაობის" წვერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კონგრესმენების მორიგი წერილი საქართველოს მთავრობის მიმართ გაცემული მკაცრი გაფრთხილებაა. 

პრეზიდენტი: სიძულვილი, დაპირისპირება და პოლარიზაცია, რასაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ, არ შეიძლება განმეორდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში 45-ზე მეტ მსოფლიო ლიდერთან და სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ერთად მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს "გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს" დაესწრება.

ზარქუა: თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის გაზრდილი ნაწილით აუტისტური სპექტრის და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა პროგრამები დაფინანსდება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

ოთარ გრიგოლია: 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე იზრდება

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქის  2020 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ანრი ოხანაშვილი: ზოგიერთი კონგრესმენის პოზიცია შესაძლოა მოკლებული იყოს ობიექტურ შეფასებებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ზოგიერთი კონგრესმენის შეფასება ობიექტურობას არის მოკლებული.

ნატო-საქართველოს კომისიამ შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გამო

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც მხარეებმა საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და შერიგების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოება გაკონტროლდება

საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული სათამაშოების უსაფრთხოება გაკონტროლდება. საკანონმდებლო მაცნეში, საქართველოს მთავრობის სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი გამოქვეყნდა, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა.

ხვალიდან აეროპორტებში მგზავრებს "კორონავისრუსის" შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგდებათ

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხვალიდან აეროპორტებში მგზავრებს "კორონავისრუსის" შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგდებათ.

მაიკლ კარპენტერი კონგრესმენების წერილზე: ეს ორპარტიული გაფრთხილებაა მეგობრებისგან

პენსილვანიის უნივერსიტეტში ჯო ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი საქართველოს მთავრობას კონგრესმენების წერილის სერიოზულად აღქმას ურჩევს. 

ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის კანონპროქტი დაამტკიცა

ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ ბრექსითის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა .

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ

ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უქმე დღეებში დასვენება და ზეგანაკვეთური საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურება - ამ მოთხივნებით ქუთაისში ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის 200-მდე მუშა გაიფიცა.

თეა წულუკიანი: ნებისმიერ დეპუტატს ამა თუ იმ პარტიიდან შეუძლია, დაჯდეს და დაწეროს წერილი რომელიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრისადმი, მაგრამ მის წერილს იმ ქვეყანაში მოჰყვება ასეთი აჟიოტაჟი?

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა როგორც აშშ-ის მთავრობისგან, ისე ჩვენი ევროკავშირელი მეგობრებისა და პარტნიორებისგან. არა მხოლოდ მთავრობისგან, არამედ ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-დან, რომელიც ძალიან სამგლოვიარო და სამწუხარო იყო პირველ რიგში ოპოზიციისთვის, ეს სახეზეა და ეს გაფორმებულია შესაბამისი აქტის სახით“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ს ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

იაპონიაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, იაპონიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სემინარი გამართა.